ელზა პაპოშვილი 02.07.2020

სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - გორში 44 წლის პოლიციელი დავით სვიანაძე გამოძიების ვერსიით, მისავე მდგმურმა 31 წლის ჰასან დოგანმა მოკლა.ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ გორში, ბერუაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა ღამის 2 საათზე ქალის ყვირილი გაიგეს. დახმარებას პოლიციელ დავით სვიანაძის ცოლი ითხოვდა, რომელმაც ყელის არეში დაჭრილი მეუღლე სახლის აივანზე აღმოაჩინა.
|
ნინა გარდაფხაძე 02.07.2020
ეკონომიკური შეზღუდვების ბოლომდე მოხსნის და საზღვრების გახსნის მოთხოვნით საქართველოში აქციების ტალღა დაიწყო. პირველები ამ მოთხოვნით სპორტული დარბაზების და აუზების მფლობელები გამოვდიდნენ, ასევე თურქეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეები, თუმცა აქციებს ბარების მფლობელები და ემიგრანტებიც აანონსებენ.
|
ელზა პაპოშვილი 02.07.2020

მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 18 პირი და 50-ზე მეტი მოწემა დაკითხული, ხოლო არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტია ჩატარებული, ჯერჯერობით კვლავ დაუდგენელია, რა ვითარებაში მოხდა შაქარაშვილის გარდაცვალება. მოკლეს, თუ დაზიანებების შემდეგ მიყენებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. ამ კითხვაზე კატეგორიული პასუხი ჯერ არ აქვს დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელიც საქმეში ოჯახის თხოვნით ჩაერთო.
|
ნინა გარდაფხაძე 02.07.2020
ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად მიიჩნევს, საქართველო კი არ ჩქარობს საზღვრების გახსნას, თუნდაც იმავე ევროკავშირთან. ამ დროს კი ტურიზმი და მისი მომიჯნავე დარგები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება და აუნაზღაურებელ ზიანს იღებს. ვითარება უკვე საგანგაშო ფორმას იღებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.07.2020

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას კვლავ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ, აღნიშნავენ,რომ „მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუას გათვისიუფლება კვლავაც პრინციპულ საკითხად რჩება.
|
ია აბულაშვილი 02.07.2020

"პარტიულ სიასთან და მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ გუნდში მსჯელობა არ ყოფილა. ვადებს არ ვარღვევთ და რესურსიც საკმარისია. საკმაოდ გამოცდილი ადამიანებით დაკომპლექტდება პარტიული სია და მაჟორიტარულ ოლქებშიც "ოცნებას" ბრძოლაში ნაწრთობი ადამიანები ეყოლება"- აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე "ოცნების" საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით.
|
მარიამ ნებულიშვილი 02.07.2020
რუსეთის ცესკოს ინფორამციით რეფერენდუმის ხმების 99.9% დათვლილია და მოსახლეობის 77,93% პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უჭერს მხარს.
|
ია აბულაშვილი 02.07.2020

პორტუგალიაში, დე-გრასას საკათედრო ტაძარში, რომელსაც დღესაც ამშვენებს ქეთევან წამებულის მარტვილობის პანო - 12 მეტრის სიგრძისა და 3 მეტრის სიმაღლისაა. მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავებით შესრულებულ ნახატზე გამოსახულია ქეთევან დედოფლის ირანში ჩაბრძანება, წამება და შემდეგ ავგუსტინელი ბერების მიერ წმინდანის ნაწილების გადაცემა მეფე თეიმურაზისთვის.
|
მარიამ ნებულიშვილი 02.07.2020
დაზუსტდა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარების წესები. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. საერთო სამაგისტრო გამოცდები 1-ელიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი - 25 ივლისს იქნება.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.07.2020

ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოაქცია, რომლებიც კოვიდ-19 ის გავრცელების თვალსაზრისით უსაფრთხოა - საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც 15 უსაფრთხო ქვეყნის ჩამონათვალში შევიდა, სადაც არცერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა დაფიქსირებული არ არის.
|
მარიამ ნებულიშვილი 02.07.2020
„ჩუგოშვილი ქართულ პოლიტიკაში თავის მისაღებ პარტიას, სადაც ის თავის რესურსებს და ღირებულებებს ჩადებს, ვერ ხედავს"- ასე ეხმაურება, „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილის განცხადებას, რომ იგი არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ გეგმავს გაწევრიანებას.
|
რეზონანსი 01.07.2020
პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის პენსია 30 ლარით გაიზრდა და 250 ლარს გაუტოლდა, რითაც უკვე დაახლოებით 410 ათასზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. როდესაც ქვეყანაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე (3%) ბევრად მაღალია, გაჩნდა შეგრძნება, რომ გაზრდილმა პენსიამ ინფლაცია უკვე „შეჭამა”.
|