მარიამ ნებულიშვილი 08.07.2020
„გაერთიანებული ოპოზიცია" ვერ თანხმდება პროპორციული სიის ფორმირების საკითხზე. როგორც პოლიტიკოსთა განცხადებებიდან ჩანს, გაურკვევლობაა საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებითაც. რა შეიძლება მოიმოქმედოს ოპოზიციამ და როგორ მოახერხებენ არჩევნების შემდეგ ისინი კოალიციის ფორმირებას, ამ თემებზე „რეზონანსი" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.
|
მარიამ ნებულიშვილი 08.07.2020
„ნაციონალური მოძრაობა" ფიქრობს უფრო დიდი კოალიციის შექმნას ვიდრე „ძალა ერთობაშია", ისინი აპირებენ აქტიურ მოლაპარაკებებს წარმოებას სხვა პარტიებთან ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ „რეზონანსთან" საუბრისას თქვა.
|
თამარ მუკბანიანი 07.07.2020
ერთხელ გადადებული ავიარეისების აღდგენა და უცხოელი ვიზიტორების მიღებაზე შეზღუდვა, დიდი ალბათობით, ისევ გადაიწევს. მთავრობის ნაბიჯებითა და განცხადებებით უკვე გამოიკვეთა, რომ საერთაშორისო ტურისტული სეზონი აგვისტოდან ვერ დაიწყება. იგივე მოლოდინია სექტორშიც. წელს ზაფხულის სეზონი მთლიანად შიდა ტურიზმის იმედად დარჩა.
|
ელზა პაპოშვილი 07.07.2020

კახეთში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფებს შორის მოხდა. მამაკაცი სტუმარმა ცეცხლსასროლი იარაღით თავისა და მუცლის არეში დაჭრა. დაჭრილი ლაგოდეხში, „არქიმედეს" კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
|
ლაშა გელოვანი 07.07.2020
მცხეთაში, მეგობრის დაბადების დღეზე წასული და ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი გიორ
გი შაქარაშვილის საქმის გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურად აწარმოებს და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომელმაც გამოძიების პირველი შედეგები გააცნო საზოგადოებას.
|
გვანცა წულაია 07.07.2020
პანდემიამ ავტომობილების გაყიდვის ბიზნესი ძალიან დააზარალა. კოვიდ-19-ის გავრცელების შემდეგ, ქვეყანაში მანქანების რეალიზაცია თითქმის გაჩერებულია. რთული ვითარებაა რეექსპორტის მხრივაც. მეზობელ ქვეყნებში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოდან ავტომობილების გაყვანა, პრაქტიკულად, აღარ ხდება.
|
ნინა გარდაფხაძე 07.07.2020
ქვეყნიდან გასული ავიაკომპანია საქართველოს მოქალაქეების შინ დაბრუნებაში მიიღებს მონაწილეობას. რატომ? ამას არავინ ამბობს. ფაქტია, გადაწყვეტილების გამოცხადება მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა. სპეცრეისების შემსრულებელ კომპანიათა ჩამონათვალში არ არის ,,აირზენა”, რომლის თანამშრომლებიც, „რეზონანსის“ წყაროს ინფორმაციით, გაფიცვასა და აქციებს გეგმავენ.
|
ლაშა გელოვანი 07.07.2020

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორ ნინო გიორგობიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე გამოძიებამ მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა და გავრცელებულ ინფორმაციას „სრული სიცრუე და ტყუილი“ უწოდა.
|
ია აბულაშვილი 07.07.2020
"ეს უფრო გაფრხილება მგონია, რადგან კანონპროექტთან დაკავშირებით ჯერ რეალურად არაფერია გადაწყვეტილი. ამიტომ წინასაარჩევნო გარემოზე ვერ იმოქმედებს"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აშშ-ის წარმომადგენლთა პალატის მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოს ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.
|
ელზა პაპოშვილი 07.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს - შსს ექსპერტიზის დასკვნას ელოდება და 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ არ გამორიცხავს, რომ ბრალდება დამძიმდეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. ასევე შესაძლოა საბრალდებო სკამზე დაზარალებული ე.წ. ოქროს მოწმეებიც აღმოჩდნენ, რომლებმაც დაკითხვის დროს ჩვენებები რამდენჯერმე შეცვალეს. მათი ჩვენებები არც ვიდეო ჩანაწერებს ემთხვევა და არც ანძებიდან ამოღებულ სატელეფონო ჩანაწერებს.
|
მარიამ ნებულიშვილი 07.07.2020
დიდმა ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სანქციების რეჟიმი შემოიღო. სანქციები დაეკისრათ იმ პირებსაც, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ რუსი იურისტის სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის საქმეში. ეს არის პირველი შემთხვევა ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა სანქციების რეჟიმს მიმართა.
|
ია აბულაშვილი 07.07.2020
"მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასკერტი, გამომდინარე ყულანუ მთისა დ ამ წყალსა მთაში არს ბანა აწ უწოდებენ ფანაქს. აქ არს ეკლესია გუმბათიანი, დიდი შუენიერად ნაგები, კეთილშუენიერს ადგილს, აღაშენა მეფემან ადარნასემ და დაფლულ არიან მეფენი. იჯდა ეპისკოპოზი"- ასე აღწერს ბანას ტაძარს ვახუშტი ბატონიშვილი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|