თამარ მუკბანიანი 09.07.2020
წელს რთველის სუბსიდირების პროგრამა აღდგა. ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი მსხვილი კომპანიები სახელმწიფოსგან 1 კგ ყურძენზე 30 თეთრის სუბსიდიას ორი პირობის გათვალისწინებით მიიღებენ: 1000 ტონაზე მეტი რქაწითელის ან კახური მწვანის გადამუშავება და ყურძნის შესყიდვის მინიმალური ღირებულება 80 თეთრი.
|
მარიამ ნებულიშვილი 09.07.2020
„რისკები არსებობს, მაგრამ ეს რისკები იქნება მანამ, სანამ იქნება კორონავირუსი", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, საქართველოს მიერ 5 ქვეყნასთან საზღვრების გახნას და ტურისტული მიმოსვლის აღდგენას.
|
ია აბულაშვილი 09.07.2020

ზარზმის მონასტერი, რომელიც მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ზარზმაში, მე-8 საუკუნით თარიღდება და მისი აგება ქართველ წმინდანს სერაპიონ ზარზმელის სახელს უკავშირდება. რომელიც ზარზმის მონასტრის პირველი წინამძღვარი იყო და იქვეა დაკრძალული.
|
ელზა პაპოშვილი 09.07.2020

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მეცნიერებმა ახლი აღმოჩენა გააკეთეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, რომ „ვლინდება მტკიცებულებები,“ ახალი კორონავირუსის ჰაერიდან - აეროზოლური გავრცელებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ კვირის დასაწყისში მეცნიერთა ჯგუფმა ორგანიზაციას ღია წერილი გაუგზავნა და რეკომენდაციების განახლების თხოვნით მიმართა.
|
ელზა პაპოშვილი 08.07.2020

შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები და ახალი ფიგურანტები ჩნდებიან. მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც მესამე მანქანა და აქამდე უცნობი პირი ჩანს. ვინ არის ის უცნობი პირი, ვინც თბილისში დაბრუნებულ გუკა ამირხანაშვილს ხვდება და რაზე ესაუბრება ის საკვანძო მოწმეს 4 წუთის განმავლობაში? - ამაზე კითხვები უკვე გამოძიებამ უნდა გასცეს.
|
თამარ მუკბანიანი 08.07.2020
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა თითქმის სრულად გახსნილია, ბიზნესის მდგომარეობა მაინც არ უმჯობესდება და ერთმანეთის მიყოლებით იხურება საგანგებო მდგომარეობის შემდეგ გახსნილი ობიექტები. კერძო სექტორის მთავარი პრობლემა ახლა, შემცირებულ შემოსავალთან ერთად, საბანკო კრედიტების გადახდის მოახლოებული ვადაცაა.
|
გვანცა წულაია 08.07.2020
თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველო საზღვრებს ხსნის. გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი - ეს ის ქვეყნებია, რომელთათვისაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ უკვე გახსნა. საქართველო 18 მარტის შემდეგ (რაც ხელისუფლებამ ყველა ქვეყნისთვის საზღვრები ჩაკეტა) პირველ ვიზიტორს და და პირველ სარგებელს ელოდება.
|
გვანცა წულაია 08.07.2020
თბილისის გენერალური გეგმისთვის ახალი ცვლილებები მომზადდა, რომელთა თანახმადაც, დედაქალაქის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანებაზე აკრძალვა უქმდება. გენგემაში ასახულ გარკვეულ ტერიტორიებზე შეზღუდვა იხსნება, რაც ზონების განვითარების საშუალებას იძლევა. რას მოუტანს ეს ქალაქს ურბანული იერსახის თვალსაზრისით?
|
რეზონანსი 08.07.2020
"ამ არჩევნებზეც ვერც ერთი პარტია განსხავავებულ და ახალ პროგრმას ვერ შესთავაზებს ამომრჩეველს და ვერც "ოცნება" დაწერს ახალ ბიბლიას, მაგრამ "ოცნების" მთავარი გზავნილი უნდა იყოს ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივება და ცხოვრების გაუმჯობესება" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალთა შანსებზე ესაუბრა.
|
მარიამ ნებულიშვილი 08.07.2020
„ეს არის ძალიან კარგი და პოზიტიური გადაწყვეტილება, მე ყველანაირად მხარს ვუჭერ. ესაა ქართული მხარის დამატებითი „რბილი ძალაა" ოღონდ პოზიტიურ კონტექსტში, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავუახლოვდეთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია განათლების სამინისტროს იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული აბიტურიენტების საქართველოს უმაღლესებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და უფასოდ ისწავლიან.
|
ელზა პაპოშვილი 08.07.2020

პოლიცია ამ დრომდე ეძებს 28 წლის გიორგი ოკინაშვილს, რომელიც მამის და პაპის სასტიკ მკვლელობაშია ბრალდებული. გამოძიების ინფორმციით, ოკინაშვილმა საკუთარ სახლში ურთიერთშელაპარაკების დროს ჯერ პაპა მოკლა, შემდეგ კი გარეთ გამოქცეულ მამას ეზოში დაედევნა და დანით ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
|
ია აბულაშვილი 08.07.2020
"კუმურდო შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთი მწვერვალთაგანია, როგორც მხატვრული ღირსებით, ისე არქიტექტურით და მიეკუთვნება იმ იშვიათ ქართულ ძეგლთა რიცხვს, რომელთაც თავისსავე კედლებზე აქვთ წარწერები, რომელშიც მოხსენიებულნი არიან ხუროთმოძღღვრები, მითითებულია აგების თარიღი და ძეგლის შემდგომი ისტორიული თავგადასავალები" - ასე აღწერს ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ვახტანგ ბერიძე კუმურდოს შესანიშნავ ტაძარს ჯავახეთში, მდებარეს ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1740 მეტრზე. ტაძარი, რომელიც თარიღდება მე-10 საუკუნით და დღეს მხოლოდ მისი ნანგრევებია შემორჩენილი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|