ია აბულაშვილი
15.07.2020

„ბიძინა ივანიშვილს არც „ოცნება" აინტერესებს და არც პოლიტიკა, ამიტომ, არც სიაში ჩაეწერება და საერთოდ გადის პოლიტიკიდან; "ქრთული ოცნების" მესაფლავედ კი ტოვებს ირაკლი კობახიძეს. ეს კაცი „ოცნებაში" ქვას ქვაზე არ დატოვებს" - აცხადებს „ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მმართველი გუნდის საარჩევნო სიის ფორმირებასთან დაკავშირებით.

მარიამ ნებულიშვილი
15.07.2020

„ის არის ქვევრი, რასაც ჩასძახებს ივანიშვილი, იმას ამოსძახებს თავადაც", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის დამოუკიდბელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების" საარჩვენო შტაბის უფროსად ირაკლი კობახიძის დანიშვნას.

ია აბულაშვილი
15.07.2020

„წმინდა პარტიული თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობისთვის" „ძალა ერთობაშია" წამგებიანია. იმ გაერთანებაში შემავალი პარტიების უმეტესობა 1%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" რა ხმებსაც მიიღებს, უნდა გაუყოს. ანუ ეს პარტიები მანდატების მომტანი კი არა წამღები პარტიები არიან," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით.

თამარ მუკბანიანი
14.07.2020

 სახელმწიფოს მხირდან სესხების სუბსიდირების პროგრამა თითქმის ორი კვირის დაგვიანებით ამოქმედდა. ბაზარი ახლა იმ კლიენტების მოლოდინშია, რომლებიც პროგრამის დაანონსების შემდეგ ბინების ყიდვისაგან თავს იკავებდნენ და სწორედ სუბსიდირების სქემის ამოქმედებას ელოდებოდნენ. სპეციალისტების აზრით, პროგრამა პოსტპანდემიურ პერიოდში უძრავი ქონების გაიაფების პროცესს შეაფერხებს.

ელზა პაპოშვილი
14.07.2020

პოლიციამ ქურდული სამყაროს 3 წარმომადგენელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავა. ისინი ყოველთვიურად დიდუბეში „ოკრიბას“ ავტოსადგურ  გაჩერებეულ მძღოლებს ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ აღნიშუნლ ადგილზე დგომას და მუშაობას ვეღარ შეძლებდნენ. არწმუნებდნენ, რომ ფულის  გადახდის შემთხვევაში მათი მფარველობის ქვეშ იქნებოდნენ. 

გვანცა წულაია
14.07.2020

 საქართველოში სასტუმროების მომსახურების ფასი, შემცირების ნაცვლად, გაიზარდა. პანდემიისა და საშინელი კრიზისის მიუხედავად, სასტუმროებმა ტარიფები არათუ შეამცირეს, პირიქით, გაზარდეს კიდეც, რაც საოცრად არაადეკვატური ნაბიჯია არსებულ ვითარებაში.

ელზა პაპოშვილი
14.07.2020

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ერთპიროვნულად 2021 წლის იანვრამდე შეძლებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა  79 მომხრე ხმით მიიღო. ინიიციტივას მხოლოდ  1 მოწინააღმდეგე ჰყავდა. საპარლამენტო ოპოზიცია კი კენჭისყრას არ დასწრებია.  პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო. 

მარიამ ნებულიშვილი
14.07.2020

„სააკაშვილის განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით კერძო პირის განცხადებებია და ის უკრაინის პოზიციას არ გამოხატავს", - ასე ეხმიანება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას პრორუსს უწოდებს და ამბობს, რომ მათი „ჩამოშორება" უკრაინელი ხალხის ინტერესებშია.

თამარ მუკბანიანი
14.07.2020

 შემოდგომიდან პანდემიის ახალი ტალღის მოლოდინში, პრემიერი ამბობს, რომ დღეს, მთავრობას სამუშაო ადგილების შექმნის გარდა, საზრუნავი არაფერი აქვს. როგორ ზრუნავს და რას აკეთებს მთავრობა მის მთავარ ფუნქციაზე, ამას შემოდგომა და არჩევნები გამოჩენს, იქამდე კი მთავრობის მეთაური 121 719 შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულისა და 129 000-ზე მეტი უმუშევრად დარჩენილი დაქირავებით დასქმებულის საპირწონედ, მომდევნო ოთხ თვეში, 3000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას აანონსებს.

ია აბულაშვილი
14.07.2020

„ივანიშვილი პარტიულ სიაში თუ იქნება, ეს ნიშნავს, რომ „ოცნების" საქმე კარგადაა, მაგრამ მისი გადასაწყვეტია და იმედია, არჩევნებმდე თავის სიტყვას იტყვის. მე რომ მის გარემოცვაში ვიყო ან მის კაბინეტში ვიჯდე, რამდენიმე რჩევას მივცემდი" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ხელისუფლებისა და ოპოზიცის საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით.

მარიამ ნებულიშვილი
14.07.2020

„გაერთიანებული ოპოზიცია" საარჩევნო სტარატეგიაზე კიდევ ევრ შეთანხმდა. რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ ერთ კვირაში გამოაცხადებდნენ დარჩებოდნენ „ძალა ერთობაშიას" რიგებში თუ ახალ ფართო კოალიციას შექმნიდნენ. ერთი კვირა ხვალ იწურება, ისინი კი ამ თემაზე არაფერს ამბობენ.

მარიამ ნებულიშვილი
14.07.2020

გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ოჯახის წევრები სახალხო დამცველს შეხვდნენ და მას სთხოვეს „ოჯახის „მთავარი არხის" ბულინგისგან დაცვა".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×