მარიამ ნებულიშვილი
20.07.2020

„ამ ადამიანებს უკვე აქვთ გარკვეული ელექტორალური ბაზისი, იმისათვის, რომ არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს.

თამთა ჩაჩანიძე
20.07.2020

„ქართულმა ოცნებამ" თბილისსა და რეგიონებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 30-ივე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატები დაასახელა, პრეზენტაციაზე, რომელიც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის, „ბიოლის" ტერიტორიაზე გაიმართა, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც პანდემიის პერიოდში საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.

ელზა პაპოშვილი
19.07.2020

სასტიკი მკვლელობა ქუთაისში - 30 წლამდე ქალი მეზობლებმა მოკლული იპოვეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ ქალის ყვირილის ხმა გაიგონეს, რომელიც შველას ითხოვდა, თუმცა მის დასახმარებლად არავინ მივიდა. მეზობლები მხოლოდ მაშინ დაინტერესდნენ რა მოხდა, როცა სახლიდან ყვირილის ხმა შეწყდა და არავინ აღარ გამოვიდა. ორი საათის დაგვიანებით მათ პოლიციაში დარეკეს. 

ელზა პაპოშვილი
19.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებბეი ჩნდება. ასევე, კვლავ განახლდა ე.წ. ოქროს მოწმების დაკითხვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში. გამოძიებამ 31 ივლისამდე მტკიცებულებები უნდა გაამყაროს, რათ 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულებს  ბრალი დაუმძიმოს. 

მარიამ ნებულიშვილი
19.07.2020

„როგორც ჩანს მხარეებმა აიღეს მცირე ტაიმ-აუტი, რათა მოახდინონ საკუთარი საბრძოლო შესაძლებლობების გადანაწილება და კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ შედარებით სიმშვიდეს.

მარიამ ნებულიშვილი
19.07.2020

„ქართული ოცნების" განცხადებით მაჟორიტარი დეპუტატების სიას 20 ივლისს წარადგენენ. პარტიაში ამბობენ, რომ ის ახალი სახეებით იქნება დაკომპექტებული. „ავტორიტეტული იქნება ის კანდიდატი, რომელსაც საკუთარი ფინანსები აქვს", - ასე ეხმიანება ამ საკითხს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

რეზონანსი
19.07.2020

მსოფლიო ისტორიაში არცერთ ხილს არ ჰქონია ისეთი სიმბოლური და მრავალმხრივი დატვირთვა, როგორც ვაშლს - ლეგენდარული ტროას ომი განხეთქილების ვაშლით იწყება, ნიუტონს რომ თავში მოხვდა იმ ვაშლმაც არანაკლებ შეცვალა სამყარო, თუმცა, მანამდე ჯერ კიდევ აქემენიდები ამბობდნენ, რომ 40 ვაშლს თუ შეჭამ, ყველა სურვილი აგისრულდებაო...

ვაშლის შესახებ არსებულ ლეგენდებს სათვალავი არა აქვს, ეს ამ უნიკალური ხილის სასარგებლო თვისებების ადექვატური ასახვაა, თუმცა., მიუხედავად ამისა, არის უამრავი კითხვა ვაშლთან დაკავშირებით.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

თამთა ჩაჩანიძე
18.07.2020

„კარანტინის დროს ფსიქოლოგიური აფეთქების მუხტმა კონფლიქტების გაღვივება მოახდინა" - ასე აფასებენ ექსპერტები „რეზონანსთან" კორონავირუსის პერიოდში მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტების წარმოშობასა თუ გამწვავებას.

ტატა შოშიაშვილი
18.07.2020

სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანსა და მის ხელისუფლებას ღიად უცხადებს მხარდაჭერას. პარალელურად კი რუსეთმა საკუთარი სამხედრო შეიარაღების შემოწმება დაიწყო, რის შემდეგაც მსოფლიოში აქტიურად ალაპარაკდნენ ფედერაციის კონფლიქტში ჩარევის შესახებ.

ტატა შოშიაშვილი
18.07.2020

იაპონიაში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე კორონავირუსის გავრცელება სწრაფი ტემპებით დაიწყო. კუნძულ ოკინავას ორ სამხედრო ბაზაზე უკვე 130-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაინფიცირდა. იაპონია ამერიკელი სამხედროების შემოწმებას ითხოვს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სი ენ ენ-თან" საუბრისას ოკინავას გუბერნატორმა, დენი ტამაკიმ განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
18.07.2020

გასული 24 საათის განმავლობაში, მსოფლიო მსაშტაბით კოვიდინფიცირებულების რეკორდული ნიშნული დაფიქსირდა, ამ დროის მანძილზე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 200 ათასს მნიშვნელოვნად გადააჭარბა - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) იუწყება, ქართველი სპეციალისტები კი ამ ფაქტს მსოფლიო ხალხების მიერ რეკომენდაციების არ შესრულებას უკავშირებენ.

მარიამ ნებულიშვილი
17.07.2020

რუსეთმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, მოულოდნელად დაიწყო ჯარისა და ფლოტის შემოწმება სამხედრო მზადყოფნაზე. „როდესაც პუტინმა „გაინაღდა" თავისი ძალაუფლება სამუდამოდ, უკვე შესაძლებელია რუსეთი ნებისმიერ აფიორაზე წავიდეს", - ამბობს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, ამ საკითხის შეფასებისას „რეზონანსთან".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×