ელზა პაპოშვილი 17.07.2020

ლუგარის ლაბორიატორიის წინააღმდეგ დაწყებულ დეზინფორმაციას რუსეთმა ღამურების ისტორია დაამატა. საქართველოს ტერიტორიიდან გატაცებულ საქართველოს მოქალაქეს ხვიჩა მღებრიშვილს ბრალად სწორედ ღამურების არალეგალური შეგროვება ედება. საქართველოს მოქალაქე მეჯვრისხეველი ტყვე ე.წ. КГБ-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ყვება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა და ეს ღამურები, 5 000 აშშ დოლარად, ლუგარის ლაბორატორიისთვის უნდა მიეყიდა.
|
ელზა პაპოშვილი 17.07.2020

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვა განახლდა. დღეს, 17 ივლისს უწყებაში პირველი ერთ-ერთი მოწმე ლუკა ბეჟანიშვილი მივიდა. გამოკითხვის დაწყებამდე მან თქვა, რომ ის გამოძიებას გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის და მისი სოციალური ქსელის გაშიფვრა მოხდება. ლუკა ბეჟნიშვილი ის პირია, ვინც ვახო ახვლედიანთან პირველმა დარეკა მცხეთაში მანქანების გასაგზავნად.
|
ია აბულაშვილი 17.07.2020

ქრისტიანობისთვის წამებული სპარსელი, ევსტათი მცხეთელი თავისი ქვეყნიდან, განძაკიდან დაახლოებით 550 წელს ჩამოვიდა. მან უარი თქვა მაზდიანობაზე და გულით შეიყვარა ქრისტიანობა. მცხეთაში დასახლდა და ცოლადაც ქრისტიანი ქალი შეირთო.
|
ია აბულაშვილი 17.07.2020

"ვფიქრობ, ამ კვლევის შედეგები, რომელიც გამოაქვენა "ედისონ რისერჩმა", გასათვალისწინებელი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. ოპოზიციას ვურჩევდი, რომ იმუშაოს იმ 20% გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე, რომელმაც ჯერ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. " ოცნებამ" კი ახალი სახეები უნდა შესთავაზოს ამომრჩეველს"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ედისონ რიჩერსის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ რეიტინგებს.
|
მარიამ ნებულიშვილი 17.07.2020

„ეს მაჩვენებელი არის ოპოზიციის ძალიან სერიოზული შეცდომების შედეგი", - ასე აფასებენ ექსპერტები „რეზონანსთან" საუბრისას „ედისონ რისერჩის" ახალი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც დღეს, რომ არჩევნები იყოს მოსახლეობის 39% „ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 20%-ს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ხოლო 16% - „ნაციონალურ მოძრაობას".
|
მარიამ ნებულიშვილი 17.07.2020

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება ისევ მიმდინარეობს. 17 ივლისის მონაცემებით ორივე მხარეს გარდაცვლილია 43 ადამიანი. მათ შორის აზერბაიჯანელი გენერალი და პოლკოვნილი. „რუსეთი აკეთებს ვითომ მშვიდობისმყოფელის განცხადებებს და ყველაზე უკეთ ჩვენ ვიცით რომ რუსეთის მშვიდობისმყოფელობა ყველა ომზე ცუდია", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" საუბრისას რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
|
ელზა პაპოშვილი 16.07.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ყოველ დღიურად ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმე ცალკე გამოყო და ყველა მოწმის ჩვენება გაასაიდუმლა. შესაბამისად ე.წ. ოქროს მოწმეების ჩვენებები ადვოკატებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. რა ტაქტიკა აირჩია გამოძიებამ და 10 დღის განმავლობაში სასამართლომდე რა სახის მტკიცებულებების მოპოვებას შეძლებს.
|
ია აბულაშვილი 16.07.2020

„ნაციონალურ მოძრაობას" თავისი გასჭირვებია და მიშამ აქეთ გამოუძებნა გუბაზი და სხვები. „ძალა ერთობაში" შემავალი პარტიები დიდი ხმების მომტანი არ არის, მაგრამ ლიდრებს ყველას უნდა სიაში ადგილი, ამიტომ მოსალოდნელიც იყო, რომ დაიშლებოდნენ. „ოცნებას" უარესად აქვს საქმე, გაწელე-გამოწელე 40 კაცზე მეტს ვერ გაიყვანს. მათი ბოლო ნაბიჯები კი მაფიქრებინებს, რომ ბიძინას უნდა არჩევნები წააგოს," - აცხადებს ‘თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებისა და ოპოზიცის შანსებთან დაკავშირებით.
|
ნინა გარდაფხაძე 16.07.2020
მედიკამენტების რეგისტრაციის ვადა 7-დან 15 დღემდე იზრდება. პარლამენტს კანონპროექტი მხოლოდ მესამე მოსმენით დარჩა დასამტკიცებელი. რა იქნება შედეგი და რატომ სურს მთავრობას ბიუროკრატიული ვადების გაზრდა, ეს დამოუკიდებელ დეპუტატს ეჭვს უჩენს. კანონპროექტს არ ეთანხმებიან არც პროფესიულ წრეებში. მათი აზრით, შედეგი წამლებზე ფასის 7-10%-ით ზრდა და ბაზარზე ოლიგოპოლია იქნება.
|
ნინა გარდაფხაძე 16.07.2020
დიდი სტაგნაციის შემდეგ, ქართულ ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები შეინიშნება. ამაზე, მთავრობის პირების ოფიციალური განცხადებების გარდა, რიცხვებიც მეტყველებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17.8%-ით არის გაზრდილი უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვები - საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი.
|
ელზა პაპოშვილი 16.07.2020

რა ბედია ეწევა რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ საქართველოს 33 წლის მოქალაქეს. საოკუპაციო რეჟიმი და მათი მფარველები კრემლში ცდილობენ, ზაზა გახელაძეს ბრალი დაუმძიმონ და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორაზე დაჭრილი და ცხინვალში გატაცებული მოქალაქე ციხეში დიდი ხნით დატოვონ.
|
ია აბულაშვილი 16.07.2020

მამკოდის მონასტერი, რომელიც შიდა ქართლში, სოფელ მამკოდში მდებრეობს, მე-9 საუკუნით თარიღდება. ეკლესიის დანგრევის შემდეგ მე-19 საუკუნის 50-იან წლებში მის ადგილას აშენდა სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედიოდა ორი ეკლესია, ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის სახელობის. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი 1924 წელს ბოლშევიკებმა ააფეთქეს. მისგან დარჩა მხოლოდ ორი ბოძი, ნიშებიანი კედელი და ქვის გალავნის ფრაგმენტები.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|