ელზა პაპოშვილი
22.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეში კვლავ ახალი გარემოებები და ფიგურანტები ჩნდებიან. საქმეს 21-ტომიც დაემატა, რომელიც ადვოკატებმა ჩაიბარეს. შაქარაშვილის საქმის მე-20 ტომში კი იუბლიარი ანა გაბეჩავას ფეისბუქ მიმოწერები დევს. გაბეჩავა ფეისბუქ მიმოწერებში უშედეგოდ ცდილობს კაკი ჩქარეულის კავშირების დადგენას. სად არის ჩქარეულის გამოკითხვის ოქმი, უცნობია, თუმცა ანა გაბეჩავას ეჭვები მასთან დაკავშირებით მიმოწერებშიც კარგად ჩანს.

მარიამ ნებულიშვილი
22.07.2020

საქართველოთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. არჩევნების პროცესში დასავლეთისა და რუსეთის ფაქტორებზე „რეზონანსი" ექსპერტებს ესაუბრა. მათი შეფასებით, არჩევნები დასავლეთის დიდი დაკვირვების ქვეშ ჩაივლის, არ გამორიცხავენ რუსეთის შესაძლო ჩარევასაც. თუმცა, რაიმე სახის დიდი ცვლილების, მაინც არ ელიან.

თამთა ჩაჩანიძე
22.07.2020

„ხელისუფლებას სამწუხაროდ იმის რესურსი არ აქვს და ისეთ მიზიდულობის ცენტრს ვერ ქმნის, სადაც, ამ პარტიაში ახალგაზრდები წავიდოდნენ. ახალგაზრდებს არ მოსწონთ, არ თვლიან პროგრესულ მომავლის პოლიტიკურ ძალად და არ მიდიან".

ელზა პაპოშვილი
22.07.2020

ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.  ახალგაზრდა გოგო თეთრიწყაროში, ავტომაგისტრალიდან რამდენიმე მეტრის მოშორები თხილნარში იპოვეს.  „რეზონანსს“ ადგილობრივები აწვდიან ინფორმაციას, რომ ის დილით მწყემსმა იპოვა და პოლიციაში დარეკა. 

 

თამთა ჩაჩანიძე
22.07.2020

რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შავი ზღვაში ნატოს წვრთნები „სი ბრიზ 2020″ მიმდინარეობს, რომელშიც ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად სტრატეგიული პარტნიორები - საქართველო-უკრაინაც ჩაერთვნენ - ამჯერად წვრთნებს უკრაინა მასპინძლობს, მანევრები კი ოდესის სიახლოვეს დაიწყო.

მარიამ ნებულიშვილი
22.07.2020

სისხლის ანალიზს, კიბოს დიაგნოზის დადგენა სიმპტომების გამოვლენამდე 4 წლით ადრე შეუძლია. მეცნიერების განცხადებით უახლესი კვლევა იმედისმომცემია.

ტატა შოშიაშვილი
22.07.2020

მეცნიერებმა კორონავირუსის 6 სხვადასხვა ფორმა დაასახელეს, რომელიც დაავადებულთა განსხვავებულ კატეგორიებში „გადასანაწილებლად" დაეხმარება ექიმებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სქაი ნიუსი" იუწყება ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით. მიუხედავად სამეცნიერო სიახლეებისა, მსოფლიოში კვლავ მძიმე სიტუაციაა და ყოველდღე სულ უფრო და უფრო მეტი ინფიცირდება COVID-19-ით.

მარიამ ნებულიშვილი
22.07.2020

ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 22 ივლისს ქვეყანაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგები მეორე ტალღის შესაძლო დასაწყისზე საუბრობენ.

ელზა პაპოშვილი
21.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვების სერია შს სამინისტროში ისევ გრძლედება. ამჯერად გამომძიებლების შეკითხვებს კონსტანტინე ღიბრაძე, იგივე დი–ჯეი კოკომ  და იუბილარმა ანი გაბეჩავამ უპასუხეს. მათი ადვოკატების თქმით, უცნობია, რატომ გახდა კიდევ ერთხელ საჭირო მოწმეების ხელახლა დააკითხვა. 

თამთა ჩაჩანიძე
21.07.2020

ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი მაჟორიტარ კანდიდატთა სია ნიშანია იმისა, რომ მმართველი გუნდში კადრების შიმშილია და პარტია წინასაარჩევნოდ ახლის შეთავაზებას არ აპირებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ კანდიდატების შერჩევაში გუნდმა აქცენტი გამოცდილ კადრებზე გააკეთა, ხოლო საზოგადოება ახალ სახეებს სიაში იხილავს.

მარიამ ნებულიშვილი
21.07.2020

„როგორ შეიძლება ასეთი პირდაპირ რაღაც იარლიყი მიაწებო, რომ მოძალადეა და მორჩა", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას ყოფილი ძიუდოისტი და პარლამენტარი შოთა ხაბარელი ანა დოლიძის მიერ შექმნილ „შაქარაშვილის ქარტიას".

ელზა პაპოშვილი
21.07.2020

შაბათიდან 23 წლის გოგოს პოლიცია და ოჯახი უშედეგოდ ეძებს. თამარ ბაჩალიაშვილის კვალი ბოლოს  თეთრიწყაროს მუნიცეპალიტეტის სოფელ გოლთეთის ცენტრში იკარგება. სწორედ ამ ადგილიდან ქრება ახალგაზრდა პროგრამისტი და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. ვერსად პოულობენ მის ავტომობილსაც. მას პოლიციელები დრონებით და ძაღლებით ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით მისი ვერანაირი კვალი ვერ ნახეს. გოგონა გაუჩინარდა ისე, რომ არც არვის დაკავშირებია. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×