ნინა გარდაფხაძე
27.07.2020

 კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოში დაახლოებით 13 ათასი თანამემამულე დაბრუნდა. ისინი, პირველი ტალღის დასრულების შემდეგ, სამუშაოდ უცხოეთში მიბრუნებას აპირებდნენ, თუმცა რაც დრო გადის, ამის პერსპექტივაც სულ უფრო იკლებს. შინ დაბრუნებული ემიგრანტები „ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მალე მათ ოჯახებს სამშობლოში ფიზიკური გადარჩენის პრობლემა დაუდგებათ, ფინანსური პრობლემების გამო.

ირაკლი ლომიძე
27.07.2020

 კოვიდ-19-ით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობას უჭირს. ეს ხალხი, ფაქტობრივად, მოწყდა გარე სამყაროს, რადგან ისინი საზღვარგარეთ სამუშაოდ ვეღარ მიდიან და არც დიდ ქალაქებში აქვთ დასაქმების შესაძლებლობა - ბიზნესის ნაწილი დაკეტილია, ხოლო დასაქმებულთა ხელფასები შემცირდა. ამდენად, რეგიონებში მცხოვრები ხალხისთვის სხვა გამოსავალი არ დარჩა, გარდა იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში ჩაებან და პროდუქტის მოყვანით დაკავდნენ, თუმცა ამ მხრივ დიდი ცხოვრებისეული ბრძოლა მოუწევთ, სანამ მათი შრომის შედეგი გამოჩნდება.

ელზა პაპოშვილი
27.07.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის  საქმეზე სასამართლო სხდომა დასრულებულია, მოსამართლემ 11 -ივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ სხდომის შემდეგ  ადვოკატებმა და პროკურორმა განცხადებები გაკეთეს. როგორც პროკურორი აცხადებს, უახლოეს მომავალი გახდება ცნობილი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის 109-ე მუხლით ბრალდება ვის წარედგინება. 

ელზა პაპოშვილი
27.07.2020

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის  გარდაცვალება კვლავ ბურუსით არის მოსული.  ჯერჯერობით გამოძიებას არა აქვს კონკრეტული ვერსია გამოკვეთილი თავი მოიკლა თუ არა ბაჩალიაშვილმა, თუ ის მოკლეს და შემდეგ თვითმკვლელობის ვერსიის ინსცენირება მოხდა.     

ია აბულაშვილი
27.07.2020

"გიორგი ვაშაძემ, როდესაც მთელი საპრეზიდენტო არჩევნების მძიმე ტვირთი თავის მხრებზე აიღო, მაშინ არავის უხსენებია ჩხარტიშვილი და მისი ფული. მე მგონი ცოტა უხერხულია ამაზე ლაპარაკი და არა მგონია, რომ ეს ვინმესთვის კარგი იყოს"- აცხადებს პარტია "კანონი და სამართალის თავმჯდომარე" თაკო ჩარკვიანი, რომელმაც "ახალი საქართველოს" ლიდრთან გიორგი ვაშაძესთან ერთად "ძალა ერთობაშია" დატოვა.

თამთა ჩაჩანიძე
27.07.2020

„ვაშაძე ცალკე რომ გადიოდეს, უფრო მეტი ხმები ექნებოდა, იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილს მის მიმართ გარკვეული სიმპატიები გააჩნია, რაც ჩარკვიანს არ გააჩნია. გადაწყვეტილება სწორია, ვაშაძეს აქვს შანსი იმისა, რომ 1%-იანი ბარიერი დაძლიოს"- ასე აფასებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ოპოზიციური კოალიციიიდან „ძალა ერთობაშია", პარტიების „ახალი საქართველოსა" და „კანონი და სამართალის" ლიდერების გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის გასვლას.

ია აბულაშვილი
27.07.2020

"ბაკურციხის ჩრდილოეთით, ცივის მთის ძირას არის ვეჟინი, მის ზეით, მთის კალთას, კლდესა ზედა, არს ციხე შენი, მაგარი და დიდებული. შიგ გამომდინარე წყაროთი, და ეკლესია ღმრთაების გუბმათიანი"-ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ვეჯინის ლავრას, რომელიც მდებარეობს გურჯანში, სოფელ ვეჯინში.

თამთა ჩაჩანიძე
27.07.2020

ქვეყნები კორონავირუსთან ბრძოლაში ყველანაირ რესურსს ხარჯავენ, თუმცა, ინფექცია კაცობრიობას მაინც დაუნდობლად უტევს, სპეციალისტების განმარტებით, მასზე ჰაერის ტემპერატურის მატებამაც არ იმოქმედა და ვაქცინის შექმნამდე წმინდა ეპიდემიოლოგიურ თავდაცვაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.

ელზა პაპოშვილი
26.07.2020

ახალი ჩვენება 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში და დასახელებული 3 პირი, რომლებიც საქმის ახალი ფიგურანტები არიან და სავარაუდოდო, მდინარე არაგვის ხიდამდე შაქარაშვილს ბოლომდე მათ სდიეს. ე.წ. ოქროს მოწმე ვახო ახვლედიანი დევნის ეპიზოდს  აღწერს და ამბობს, რომ იმ სამ პირს შორის რომლებიც მას და მის მეგობრებს, მათ შორის - შაქარაშვილს გზაზე, ანუ ზედა მხარეს მოსდევდნენ, გაგნიძე და რევაზიშვილი არ ყოფილან. თუმცა მათ ისინი თავიდან მისდევდნენ. 

თამთა ჩაჩანიძე
26.07.2020

„ქართულ ოცნებას" ბოლო სოციოლოგიური კვლევებით 39% აქვს, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ ჯერ საარჩევნო კამპანიის დასაწყისია და იმედოვნებენ, რომ კამპანიის მსვლელობისას ამ რეიტინგს გაზრდიან.

რეზონანსი
26.07.2020

მიკროელემენტ იოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იოდი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შეუცვლელი ნაწილია. შესაბამისად, მისი დეფიციტი მნიშვნელოვნად აუარესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.  ამასთან დაკავშირებით არის უამრავი კითხვა 

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

ელზა პაპოშვილი
26.07.2020

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახლა ოჯახი და სამართალდამცველები ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან. საქმის ირგვლივ დღითიდღე უფრო ბევრი კითხვები ჩნდება და ოჯახი ამბობს, რომ თუ გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიას მაინც დაადგენს, მაშინ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანასთან გვაქვს, სადაც გოგონას ვიღაცამ სხვა გზა არ დაუტოვა. თუმცა ამისთვის გამოძიებას  მყარი მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×