ელზა პაპოშვილი 31.07.2020

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმესაათიანი სხდომის შემდეგ მიიღო. მანამდე კი ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი ამბობდა, რომ არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა ზ.ს.–ს რაიმე შემხებლობა შაქარაშვილთან. მისივე თქმით, გამოძიება ჩიხში შეიყვანეს ახვლედიანმა, ქათამაძემ და ბრეგვაძემ, რადგან მათ გამოძებას ყველა რეალური გარემოება დაუმალეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.07.2020

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ბელორუსში დაპატიმრებული რუსეთის მოქალაქე დაქირავებულ მებრძოლებს „ვაგნერის" დაჯგუფებიდან სწრაფად გაათავისუფლებენ-ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს.
|
მარიამ ნებულიშვილი 31.07.2020

„ენობრივი ბარიერიც და ინფორმაციის ნაკლებობაც არის მოსახლეობის ასეთი დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი", - ასე ეხმიანება ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას ყარაჯალარის მოსახლეობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.07.2020

მილიარდერმა ბიზნესმენმა და კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა Yahoo Finance-სთან ინტერვიუში კორონავირუსთან ბრძოლასა და ვაქცინის თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ მხრივ მედიცინა წინ რეკორდული სიჩქარით მიიწევს და ვირუსთან ბრძოლისა და მკურნალობის კუთხით ამ წელს შედარებით უკეთესი შედეგი დადგება, ხოლო მომავალ წლისთვის კი მზად უამრავი ვაქცინა იქნება.
|
ელზა პაპოშვილი 31.07.2020

თხოვნა სისხლის პატიებაზე - ესაა პანკისში შეკრებილი მოსახლეობის სურვილი, რომ ხეობაში დაპირისპირებული ორი გვარი შეარიგოს. ორ გვარს შორის სისხლიანი დაპირისპირების საფრთხე კვლავ არსებობს და ამის მაგალითია 28 ივლისს გვიან ღამით მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვა.
|
მარიამ ნებულიშვილი 31.07.2020

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავირა „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობა გაუარესებულია. მისი თქმით, ამას ცხადჰყოფს მიმდინარე წელს დაკარგული ადამიანების სტატისტიკაც. „არის ბევრი დანაშაული, მაგრამ მათი გამოძიება ვერ ხერდება", - ამბობს მუხაშავრია.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.07.2020

„თეორიულად გამორიცხული არაა, რომ „ოცნება" პირელ ადგილზე გავიდეს, მაგრამ დანარჩენ ადგილებზე გასულმა პარტიებმა შიგნით კოალიცია შეკრან და მათ დაამტკიცონ მთავრობა, ანუ გამორიცხული სულაც არაა, რომ პირველ ადგილზე „ქართული ოცნება" კი გავიდეს, მაგრამ გამარჯვებული ოპოზიცია აღმოჩნდეს," - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას კონფლიქტოლოგმა და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა.
|
მარიამ ნებულიშვილი 31.07.2020

„აშშ-ის სენატორების ერთი ჯგუფის პოზიციას არავითარი გავლენა საარჩევნო სიტუაციაზე არ ექნება," - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" საუბრისას ამერიკელი სენატორების წერილს. ამის მიზეზად ის საზოგადეობის დიდ ნაწილს ასახელებს, რომელიც საერთოდ არ არის დაინტერესებული პარტნიორების განცხადებებით და მისთვის აქტუალური სოციალური პრობლემებია.
|
ელზა პაპოშვილი 30.07.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ყოველდღიურად ახალი მოწმეები და საქმის ფიგურანტები ჩნდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვების სერია გრძელდება. უწყებაში საბედისწერო ღამის კიდევ ერთი ფიგურანტი დაიბარეს. ჯერჯერობით უცნობია, რა შეკითხვები აქვს გამოძიებას და რომელ ეპიზოდს ეხება საქმე. გამომძიებლების შეკითხვებს, სავარაუდოდ, “ტოიოტა ვიტსის” ერთ-ერთი მგზავრი პასუხობს. ეს ავტომობილი 19 ივნისის ღამეს ავტობანზე გადაადგილდებოდა და სათვალთვალო კამერებმა არაგვის ხიდის მიმდებარედ დააფიქსირეს.
|
ნინა გარდაფხაძე 30.07.2020
მიმდინარე თვეში მომხმარებლისთვის სესხის პროცენტი კომერციულ ბანკებში ერთბაშად 2%-ით გაიზარდა. ეს მაშინ, როცა ბანკების მხრიდან საშეღავათო პერიოდი ყველა ნაწილში დასრულებულიც კი არ არის. ეკონომისტებს თავად საშეღავათო პერიოდთანაც აქვთ შეკითხვები, საპროცენტო განაკვეთის ზრდაზე რეაგირებისაკენ კი ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ.
|
თამარ მუკბანიანი 30.07.2020
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და ბობ მეიერი საქართველოსგან ერთ მილიარდ დოლარს ითხოვენ. მოდავე მხარე ხელშეკრულების ჩაშლას ივანიშვილის ინტერესს უკავშირებს, მთავრობა კი კონსორციუმის საჩივარს ახალი ინვესტორის მოძიებაში ხელის შეშლის მცდელობად აღიქვამს. იმის გარკვევას , რა გადაწყვეტილებას მიიღებს არბიტრჟი და დადებს თუ არა კონსორციუმი 1 მილიარდად შეფასებულ ლელოს, მინიმუმ, 1 წელი და ბევრი ხმაურიანი პროცესი დასჭირდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.07.2020

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. ისინი ფინანსური ზარალის ანაზღაურებასა და ანაკლიის პორტის პროექტში დარღვეული უფლებების აღდგენას მოითხოვენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|