ელზა პაპოშვილი
03.08.2020

რა მოხდა 2 აგვისტოს ლისიზე და რატომ მოხდა  ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს ლევან თოფაძესა და ყოფილ პერმიერს ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას შორის დაპირისპირება.  როგორც „რეზონანსს“ თოფაძის ერთ-ერთი მეგობარი უყვება, ბუსა ჟვანიას უყვარდა გოგონა, რომელიც ლევან თოფაძის ბავშვობის მეგობარია და 2 აგვისტოს მასთან მეგობრებთან ერთად სახლში სტუმრად იმყოფებოდა. მეგობრის ინფორმაციით, ბუსა ჟვანია და გოგონა ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ, თუმცა, ჟვანია მასთან შერიგებას ცდილობდა.

თამარ მუკბანიანი
03.08.2020

 კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის.

მარიამ ნებულიშვილი
03.08.2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის სამი თვით ადრე, ოპოზიციამ დამოუკიდებელი სარჩევნო კამპანიის წარმართვა გადაწყვიტა და უარი თქვა საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებაზე. ამის მიზეზი ძირითადად აზრთა სხვადასხვაობა იყო და ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" აპირებდა ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატი დაყენებინა.

ირაკლი ლომიძე
03.08.2020

 კოვიდ-19-თან დაკავშირებული დაწესებული შეზღუდვების გაუქმებამ და აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ეკონომიკის გახსნამ საწვავზე მოთხოვნისა და ფასების ზრდა გამოიწვია. ეს ტენდენცია მაისის შუა რიცხვების შემდეგ დაიწყო და დღესაც გრძელდება.  ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი გავლენა ნავთობის წარმოებასთან დაკავშირებით ,,ოპეკისა“ და ,,ოპეკი პლუსის" წარმომადგენელ ქვეყნებს შორის უპრეცედენტო შეთანხმების მიღწევამ მოახდინა.

თამთა ჩაჩანიძე
03.08.2020

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო და ანკარა აზერბაიჯანის ოთხ ლოკაციაზე ერთობლივ წვრთნებს ატარებენ, რომელიც 10 აგვისტომდე გასტანს. როგორც ორშაბათს რუსულმა მედიამ დაწერა, წვრთნებისას საკმაოდ სერიოზული ინციდენტი მოხდა.

მარიამ ნებულიშვილი
03.08.2020

ოპოზიციური ერთობა დაიშალა, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ, პოლიტიკურმა პარტიებმა მაჟორიტარულ ოლექბში საკუთარი კანდიდატების დაყენება გადაწყვიტეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაერთიანების დასაშლელად ეშმაკურ ნაბიჯს მიმართა. მათ შეუსრულებელი და მიუღწეველი მიზნები დაუსახეს ოპოზიციას", - ასე ეხმიანება, ამ საკითხს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
03.08.2020

23 წლის პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების ირგვლივ ყოველდღიურად ახალი დეტალები და გარემოებები ჩნდება. უკე 4 დღეა, რაც სამხარეო პოლიციიდან ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას საქმის მასალები გადაეცა. ოჯახი და ადვოკატი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორ მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ და საქმის ობიექტური და სწრაფი გამოძიების პირობა მიიღეს. ოჯახი მაინც ამბობს, რომ მათ უფრო მყარი გარანტიები სჭირდებათ და ამისთვის პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიებას უნდობლობას  გამოუცხადებენ. 

თამთა ჩაჩანიძე
03.08.2020

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობას დიდ ერთობას ჰპირდებოდნენ, ამჯერად კონკურენტები ხდებიან. „ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში 14 მაჟორიტარი კანდიდატი უკვე დაასახელა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" დიდ ქალაქებთან დაკავშირებით მათი შეთავაზება არ მიიღო და ბრძოლას დამოუკიდებლად აპირებს.

მარიამ ნებულიშვილი
03.08.2020

მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქვეყანა მუშაობს კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად. ზოგიერთმა მათგანმა წარმატებით გაიარა კლინიკური კვლევების ეტაპი და ახლა მასობრივ ტესტირებებს გადის. მათ შორის არის რუსეთის სახელმწიფო-სამეცნიერო ცენტრი „ვექტორი". როგორც რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ განაცხადა, ცენტრი უკვე ოქტომბერში გეგმავს კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას. „ცოტა უფრო დიდი დროა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის შესაქმნელად საჭირო", - ასე ეხმიანება ამ საკითხს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
02.08.2020

სისხლიანი დაპირისპირება ლისზე - არსებული ინფორმაციით ბიზნესმენ გოგი თობაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე  გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ვაჟმა ბუსა ჟვანიამ დაჭრა. რა გახდა ამ სისხლიანი გარჩევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც გოგი თოფაძე ამბობს, სავარაუდოდ, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის მიზეზი ქალი უნდა იყოს. ლევან თოფაძესთან ერთად ასევე დაჭრილია მისი ერთი მეგობარი და თავად ბუსა ჟვანიაც. 

ელზა პაპოშვილი
02.08.2020

23 წლის პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ბევრი ახალი გარემოება იკვეთება. გამოძიებამ  ახალი ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება დაიწყო და არ არის გამორიცხული, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯგუფური დანაშაული გამოიკვეთოს. როგორც წყარო „მთელ კვირას“ უყვება, გამოძიება ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კვალს მის საქმიანობაში ეძებს და ეჭვი მაინც კომპანია „ზეგის“ მიმართულებით აქვთ. საქმეში ახალი გამოსაკვლევი 50-მდე ვიდეოკამერა ჩნდება. 

მარიამ ნებულიშვილი
02.08.2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად სამი თვეა დარჩენილი. არჩევნები შერეული პრინციპით 120/30-ზე ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული და 30 კი მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული. ამ დროისათვის ცნობილია მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ივე ოლქში. რაც შეეხება ოპოზიციას, აქ აზრთა სხვადასხვაობაა. როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, „ნაციონალურ მოძრაობას" არ სურს ოლქების დათმობა, „ევროპულ საქართველოს" კი მათი დარწმუნება გაუჭირდა. ოპოზიციური ერთობა მხოლოდ თბილისის 5 ოლქში შენარჩუნდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×