მარიამ ნებულიშვილი 05.08.2020

განათლების მინისტრის განცხადებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, სასწავლო დაწესებულებებში გაგრძელდება. „განათლების სამინისტრომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ წესების დაცვაზე და კონტროლზე, რომლებზეც ჩვენ ამდენი ხანია ვლაპარაკობთ", - ასე ეხმიანება ამ საკითხს „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე.
|
ელზა პაპოშვილი 04.08.2020

ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი ბესარიონ ჟვანია, რომელსაც ბიზნესმენ გოგი თოფაძის ვაჟის დაჭრაში ბრალი ედება, მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ 50 000 ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რომელიც სასამართლომ არ გაითვალისწინა. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და არ ამბობს, თავად მან სად და რა ვითარებაში მიიღო ჭრილობები.
|
თამარ მუკბანიანი 04.08.2020
დედაქალაქის მერი, რომლის მუნიციპალიტეტსაც 3000-მდე კერძო ავტომობილი ჰყავს, მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასხდომისკენ მოუწოდებს. გარდა იმისა, რომ დღეს ამისათვის საკმარისი მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობს, როგორც ჩანს, არც მოსახლეობა არ არის თანახმა, ამ ეტაპზე, აღნიშნული ინიციატივის მისაღებად, რადგან აგვისტოშიც კი ავტობუსისთვის პრივილიგიის მინიჭებამ ვაკეში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია.
|
თამარ მუკბანიანი 04.08.2020
შეზღუდვების მოხსნა თითქმის ყველა სექტორს შეეხო. ერთადერთი აკრძალვა სწავლას ეხება და ისიც - არადისტანციურ რეჟიმში. სკოლებსა და ბაღებში სასწავლო წლის დაწყება ახლოვდება, თუმცა შრომის ინსპექციას ჯერ კიდევ არ აქვს რეკომენდაციები შემუშავებული და, შესაბამისად, ვერც სექტორი ემზადება სწავლის განახლებისათვის, რომელიც, ალბათ, კოვიდ 19-ის მეორე ტალღის დაწყებისთანავე შეწყდება. „რეზონანსი” შრომის ინსპექციას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ რეკომენდაციები შემუშავების პროცესშია და საბოლოო ვერსია მომავალი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
|
ელზა პაპოშვილი 04.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს. ოჯახი ამბობს, რომ საქმის ირგვლივ ყოველდღიურად უფრო მეტი ეჭვი უჩნდებათ და განცდა, რომ გამოძიება სპეციალურად იწელება და რაღაცის დამალვას ცდილობენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.08.2020

რა ელოდება 31 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მისულ საზოგადოებას - არჩევანის გაკეთება ისევ „შავსა" და „თეთრს" შორის მოუწევს თუ, 1%-იანი ბარიერისა და საარჩევნო სისტემის წყალობით, ბიულეტენში მრავალფეროვნება დახვდება.
|
მარიამ ნებულიშვილი 04.08.2020

„არაერთხელ სერიოზული საფრთხის წინაშე დამდგარა ბელორუსი, როგორც სახელმწიფო, რუსეთის მხრიდან" - ასე ეხმიანება ექსპერტი თენგიზ ფხალაძე რუსეთსა და ბელარუსს შორის განვითარებულ მოვლენებსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას.
|
მარიამ ნებულიშვილი 04.08.2020

„ევროპულმა საქართველომ" ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარული ოლქიდან 16-ში საკუთარი კანდიდატები დაასახელა. მათ შორის არიან - გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ოთარ კახიძე და სხვა. ექსპერტები „რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, რომ ოპოზიცია ცდილობს აქცენტი რეგიონებზე გადაიტანოს და სწორედ ამიტომ დაასახელა იქ ცნობილი და ძლიერი სახეები.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.08.2020

ოკუპირებულმა აფხაზეთმა საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთაზე, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხნის თარიღი შეცვალა, ანალიტიკოსთა აზრით, ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, თუმცა, გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ტუსრისტული სეზონი არ ჩავარდნილიყო.
|
მარიამ ნებულიშვილი 04.08.2020

საპარლამენტო არჩევნებიდან სამი თვით ადრე, საქართველოს მიმართულებით მოდის გზავნილები დასავლეთის მხრიდან. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არჩევნები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დიდი დაკვირვების ქვეშ ჩაივლის. „დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია რა ხდება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რამდენადაა სამართლიანობა და თანასწორობა დაცული", - ამბობს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.
|
ირაკლი ლომიძე 03.08.2020
ინტერნეტბაზარზე შეიძლება, სამომავლოდ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს. ამის იმედს იძლევა ახალი პროექტი, რომელიც 2022 წლიდან უნდა განხორციელდეს და საქართველოს მისცეს ინტერნეტის ახალი წყალქვეშა კაბელიდან მიღების შესაძლებლობა. სპეციალისტებს უჭირთ გადაჭრით თქმა, რამდენად შეამცირებს იგი ტარიფებს და მომსახურების ხარისხზე რა გავლენას მოახდენს, თუმცა ამბობენ, რომ ცვლილების დროა დადგა. საქართველოში როგორც ფასის, ასევე ხარისხის მხრივ დიდი პრობლემაა, ხოლო ბაზარზე არსებული ოლიგოპოლიის გამო, არსებული პირობები მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას ურთულებს.
|
ირაკლი ლომიძე 03.08.2020
საქართველოში მცხოვრებ ბავშვებში ტყვიის შემცველობის დონე განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს 10-ჯერ აღემატება. ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის სიჭარბე თანამედროვე მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა ეს საფრთხე გაცილებით მასშტაბურია ბავშვებში, რასაც უცხოური და ადგილობრივი კვლევებიც ადასტურებს. "იუნისეფმა" თავის ახალ ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, სადაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|