მარიამ ნებულიშვილი 02.08.2020

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რამდენიმე ახალი პარტია გამოჩნადა, რომელიც კარგად ნაცნობი სახეებითაა დაკომპლექტებული. ერთი წლის წინ, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა და პარტია „ლელო" დააარსა. ახალი პოლიტიკური გაერთიანება ჩამოაყალიბეს ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემაც. რამდენიმე დღის წინ კი გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია"-ს რიგები დატოვეს და ახალი პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი" დააარსეს. „ეს სიმრავლე გამოიწვევს საზოგადოების სერიოზულ დაბნეულობას", - ასე აფასებს ამ საკითხს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი მამუკა არეშიძე.
|
ტატა შოშიაშვილი 02.08.2020

რუსეთსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკას შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გახსნის შემდეგ, 24 საათის განმავლობაში „საზღვარი" 7,5 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა. მათ შორის რუსეთიდან აფხაზეთში 5 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა, ხოლო საპირისპირო მიმართულებით კი 2,5 ათასამდე გადავიდა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასსი" იუწყება სოჭის საბაჟოს განცხადებაზე დაყრდნობით.
|
ტატა შოშიაშვილი 02.08.2020

საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ლიდერს, რუს პოლიტოლოგსა და ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინს „გუგლმა" მის კუთვნილ სოციალურ პლატფორმა „იუთუბზე" გვერდი დაუბლოკა და მისი აღდგენის ყოველგვარი შესაძლებლობა გამორიცხა. ამის შესახებ ალექსანდრ დუგინმა რადიო „კომსომოლსკაია პრავდასთან" საუბრისას განაცხადა.
|
მარიამ ნებულიშვილი 02.08.2020

„ნაციონალური მოძრაობა" რომ არ თანხმდება რაღაცებს და ვაჭრობს, უფრო გასაგებია ვიდრე ის, რომ იოლად უთმობდეს ვიღაცას იმ პოზიციებს, სადაც თვითონ თვლის, რომ აქვს გამარჯვების შანსი" - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციაში რეგიონებში მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას.
|
რეზონანსი 02.08.2020

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები დღეს საკმაოდ ხშირია. დროთა განმავლობაში იოდდეფიციტის პრობლემა აღმოიფხვრა, თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადება მოსახლეობის დიდ ნაწილში დღემდე პრობლემად რჩება.
ენდოკრინოლოგთან ფარისებრ ჯირკვალზე საუბარი უკვე შემოგთავაზეთ. ამჯერად კვანძოვან ჩიყვს, მის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას შევეხებით.
ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.
|
ია აბულაშვილი 01.08.2020

„დვანის წყლის აღმოსავლეთით არს ბრეთის მონასტერი, უგუნბათო, რომელ ქმნა პიროს იგ(13) მამათაგანმა და დაფლულ არს იგიც მუნვე არს აწხუცის ამარ" - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ბრეთის მონასტერს, რომელსაც ხალხმა დიდი მამისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად პიროსის ეკლესია უწოდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.08.2020

„შესაძლოა პარტიებმა გარკვეულწილად ერთმანეთს შორის პაქტი, მემორანდუმი გააფორმონ, კონკრეტული ტიპის პოლიტიკურ ქცევაზე, სტრატეგიის შეთანხმებაზე, ან კონკრეტულ საგარეო კურსის მიმართულებაზე, მაგრამ ის, რომ ხელისუფლების სათავეში ოლიგარქი არ მოვიდეს, ეს ცოტა სასაცილო მომენტია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის „ანტიოლიგარქიული პაქტის" იდეას.
|
ტატა შოშიაშვილი 01.08.2020

ცნობილი ბრიტანული გამოცემების „ივნინგ სტანდარტისა" და „ინდეფენდენტის" მფლობელი, წარმოშობით რუსი ევგენი ლებედევი, პრემიერ ბორის ჯონსონის ინიციატივით, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი გახდება. ამის შესახებ საინორმაციო სააგენტო „ბიბისი" იუწყება.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.08.2020

„მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელის გიორგი რურუას არშეწყალებაზე ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, არამედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რაზედაც მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ყველაფერზე ივანიშვილისკენ თითის გაშვერა „ავადმყოფური ამოჩემებაა".
|
ტატა შოშიაშვილი 01.08.2020

ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ბოსტონში მომხდარი ტერაქტისთვის დაკავებულს სიკვდილით დასჯის განაჩენი გაუუქმა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი" იუწყება.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.08.2020

„დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციას მინიმალური შანსი აქვს, ორ სამ დღეში რომ არჩევნები ტარდებოდეს, მაღალი ალბათობით უმრავლესობას დღევანდელი ხელისუფლება მიიღებს, დღეს ასეა, არჩევნები სამ თვეშია, ეს დრო კი საქართველოსთვის ძალიან დიდი დროა."- ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის შანსებს.
|
რეზონანსი 31.07.2020
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|