ნინა გარდაფხაძე 05.08.2020
საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა პანდემიის პირობებში 1,2 მლრდ ლარის ზარალი მიიღო. როგორი იქნება ქვეყანაში ყველაზე მომგებიანი სექტორის რენტაბელობა პანდემიის მეორე ტალღის დაწყების შემთხვევაში და რამდენად მყარად ხვდება ქართული საბანკო სექტორი მსოფლიოს დიდ გამოწვევას, „რეზონანსმა“ სპეციალისტებს აზრი ჰკითხა.
|
მარიამ ნებულიშვილი 05.08.2020

ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე ვერც თბილისში ახერხებს და ვერც რეგიონებში. ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" რეგიონების 22-ვე საარჩევნო ოლქშიც დააყენებს თავის კანდიდატებს და თბილისის ორ „ვაკანტურ" ოლქშიც. „ევროპულმა საქართველომ" კი რეგიონებში მხოლოდ 14 ოლქში დააყენა თავისი მაჟორიტარობის კანდიდატი და დანარჩენ 8 ოლქში შიდაოპოზიციური შეთანხმების იმედი ჰქონდა.
|
ია აბულაშვილი 05.08.2020

„გოგი თოფაძის და ნინო ქადაგიძის - ორივე მხარის პოზიცია ძალიან ადამიანურია და მივესალმები, თუ ეს ამბავი მშვიდობიანად გადაწყდება“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ბოლო დღეების გახმაურებულ საქმეს.
|
მარიამ ნებულიშვილი 05.08.2020

„არ მგონია, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოზრაობის" სიაში ყოფილიყო და ვიღაცებს უარი ეთქვათ პარტიისთვის ხმის მეცემაზე", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის არ იქნება პარლამენტის წევრი და არ დაიკავებს თანამდებობებს მომავალ პარლამენტში.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.08.2020

მმართველ პარტიაში გადაჭრით უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნება" თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ბოსტნეულს ურიგებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ „ოცნება" ამომრჩევლებთან ასეთ სტილში ურთიერთობას არ აპირებს.
|
მარიამ ნებულიშვილი 05.08.2020

ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები მხოლოდ თბილისში ეყოლება, დანარჩენ 22 ოლქში კი ასეთი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამის მიზეზებზე „რეზონანსს"„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ესაუბრა.
|
ია აბულაშვილი 05.08.2020

„არ მგონია პატარა პარტიებმა ამ არჩევნებში სურათი თავის სასარგებლოდ შეცვალონ, რადგან არცერთს არ აქვს გამოკვეთილი გზავნილი ამომრჩევლისთვის. ეს არჩევნები იქნება ისევ ორპოლუსიანი, „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ შორის“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი პატარა პარტიების შანსებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.08.2020

პრემიერ-მინისტრობის თავის კანდიდატს უახლოეს მომავალში პოლიტიკური პარტია „ლელოც" დაასახელებს. როგორც „რეზონანსთან" საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ აღნიშნა, „კონკრეტულად დავით უსუფაშვილი იქნება, მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ვინმე", ამას საზოგადოება სექტემბერში გაიგებს.
|
მარიამ ნებულიშვილი 05.08.2020

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქყვყნის შიდა კრიზისის ფონზე, შესაძლოა გარკვეული მოქმედებები განახორციელოს და ამისთვის დასავლეთის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ. ასეთი რამ მას სხვა დროსაც გაუკეთებია საკუთარი რეიტინგის გადასარჩენად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
|
ია აბულაშვილი 05.08.2020

კოდმანის წმინდა დემეტრე თესალონიკელის ეკლესია, რომელიც მცხეთაში კოდმანის ზეგანზე მდებარეობს, მე-11-12 საუკუნით თარიღდება. ეს ორქანრობიანი ეკლესია ნაგები იყო თლილი ქვით. საკურთხევლის სარკმელთან ჩასმულ ქვაზე წითელ საღებავგადასცლი ასომთავრული წარწერით.
|
ია აბულაშვილი 05.08.2020

„სააკაშვილის კრიტიკა გიორგი ვაშაძის მიმართ მწვავედ არ აღმიქვამს. ის დღეს არის საქართველოდან ძალიან შორის და მესმის მისი პოლიტიკური მდგომარეობა. პასუხი გავეცი ძალიან მსუბუქად - „ფეისბუკზე“ გავუგზავნე ფერადი ყვავილები და ვუსურვე არა შავ-თეთრ, არამედ მრავალფეროვან საქარველოში დაბრუნება“ - ასე ეხმაურება „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მიხეილ საკაშვილის განცხადებას ოპოზიციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.08.2020

ბეირუთის პორტში მომხდარი ძლიერი აფეთქება იმ ფეთქებადსაშიშმა ტვირთმა გამოიწვია, რომელიც 2013 წელს ბეირუთში საქართველოდან ჩაიტანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
|