მარიამ ნებულიშვილი 16.07.2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ" ახალი შიდაპარტიული კვლევა ჩაატრა, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის რეიტინგი გაზრდილია და 55%-ს აღემატება. რეიტინგის შედეგმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ექსპერტებში.
|
მარიამ ნებულიშვილი 16.07.2020

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივლისს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება კვლავ გრძელდება. 15 ივლისს საზღვართან, სადაც შეტაკებები პერმანენტულად მიმდინარეობს, შედარებით სიმშვიდე იყო. ხუთშაბათს დილით კი აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა განცხადება, რომ დაპირისპირება კვლავ განახლდა. „კონფლიქტის მშვიდობიანად და მალე მოგვარების დიდი იმედი არ მაქვს, დაპირისპირებამ მიიღო უკვე დაბალი ინსტენსივობის სამხედრო კონფლიქტის სახე", - ამბობს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 16.07.2020

„ოპოზიციონერობა მტრობას არ ნიშნავს, მაგრამ დღევანდელმა ოპოზიციამ მთელი თავისი პოლიტიკა სიცრუზე და აგრესიაზე ააგო, ჰგონიათ, რომ ეს მოსწონს ამომრჩეველს. ახლა თვითონ გაარკვიონ, ვინ არის პირველი და მეორე ამ ერთობაში. მეცოდება ის პატარა პარტიები, რომლებსაც შეეძლოთ განვითარება, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლეს და ცოდვებით დამძიმებული პარტიის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ" - ასე აფასებს „ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი წინასაარჩევნო გარემოს და მასში მონაწილე პოლიტიკურ ძალთა პერსპექტივებს.
|
მარიამ ნებულიშვილი 16.07.2020

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მზარდია, ბოლო მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით ვირუსი 13 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინის შექმნა მიიჩნევა, რომელზედაც, ბევრი ქვეყანა მუშაობს. „მსოფლიოში არის ვაქცინები, რომლებიც უკვე ბოლო ეტაპზეა და კლინიკურ კვლევევებს გადის", - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.
|
გვანცა წულაია 15.07.2020
კორონავირუსით გამოწვეულმა პრობლემებმა ოჯახების მნიშვნელოვან ნაწილს შემოსავლები შეუმცირა ანდა საერთოდ მის გარეშე დატოვა. ასეთია კოვიდ-19-ის შედეგები, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი აზარალა. პანდემიის შემდეგ, ყველაზე მნიშნველოვანია ის გარემოება, თუ რამდენ ხანში აღდგება კრიზისამდე არსებული ვითარება.
|
გვანცა წულაია 15.07.2020
საქართველოში უხარისხო ბენზინისა და დიზელის საწვავის რაოდენობამ იმდენად მოიმატა, რომ პროდუქციის იმპორტირებისას, წარმოებისას და მიწოდებისას ხარისხობრივი ნომრების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება. სპეციალისტების აზრით, ეს სწორედ იმის მანიშებელია, რომ ქვეყანაში უხარისხო ბენზინისა და დიზელის საწვავის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.
|
თამარ მუკბანიანი 15.07.2020
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა შრომის კოდექსში ცვლილებებსა და იმ მუხლებს, რომლებსაც დამსაქმებლები ბარიერად აღიქვამენ. სწორედ ამ ცვლილებებზე ზედამხედველობას მიიჩნევს პროფკავშირები ახლა მთავარ საკითხად.
|
ელზა პაპოშვილი 15.07.2020

მარტვილში 26 წლის გოგონას ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ქმრის ოჯახში თვითმკვლელობით დაასრულა, ცხედრის სახლში გადასვენებას ითხოვს. მათ ნოჯიხევთან სენაკი-თბილისის გზის ცენტრალური მონაკვეთი გადაკეტეს და ამით ქმრის ოჯახის გადაწყვტილება გააპროტესტეს, რომლებიც მშობლებს ცხედრის სახლში გადასვენების უფლებას არ აძლევენ. ისინი ცხედრის ხობში გადასვენებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გოგონაზე ოჯახში ყველა ძალადობდა, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ის მოკლული იყოს. ქმრის ოჯახს კი ამით კვალის დაფარვას ცდილობდეს
|
მარიამ ნებულიშვილი 15.07.2020

ბოლო პერიოდში მედია აქტიურად საუბრობდა „ძალა ერთობაშიას" შესაძლო დაშლაზე და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ახალი ფართო კოალიციის ჩამოყალიბებაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ოთხშაბათს განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ გაერთიანების დატოვებას. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ „გაერთიანებული ოპოზიცია" ვერ შეთანხმდება საერთო პრემიერობის კანდიდატზე და საარჩევნო სიაზე, მაშინ პოლიტიკური პარტიები ცალ-ცალკე მიიღებენ არჩევნებში მოანწილობას და შემდეგ უკვე პარლამენტში გაერთიანდებიან. „თუ ოპოზიციას უნდა რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მიიყვანოს არჩევნებზე, მაშინ გონივრულად უნდა დაიშალონ და სხვადასხვა ვარიანტები შესთავაზონ ამომრჩეველს", - ასე ეხმიანება ამ საკითხს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
|
მარიამ ნებულიშვილი 15.07.2020

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივლისს დაწყებული კონფლიქტი კიდევ მიმდინარეობს. ოთხშაბათს საღამოს ინფორმაციით, გარდაცვალილი იყო 16 ადამიანი. მათ შორის ერთი გენერალი და ერთი პოლკოვნიკი. „რაც უფრო მეტი დესტაბილიზაცია იქნება ჩვენს რეგიონში, მით უფრო ნაკლებია ჩვენი შანსი ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაციისა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" რეგიონში მიმდინარე პროცესებს კონფლიქტოლოგი ნუკრი ხევცურიანი.
|
ელზა პაპოშვილი 15.07.2020

რა მტკიცებულებებს მოიცავს გიორგი შაქარაშვილის საქმეს დართული მე-18 ტომი. ახალი მტკიცებულებები, რომლითაც გამოძიება საკუთარი ვერსიის გამყარებას შეეცდება, რომ დაკავებულებს განზრახ მკვლელობის მუხლი წარუდგინოს. საქმეში გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობრების ჩვენებების შესახებ ხდება ცნობილი. საქმე იმ სამძებრო ღონისძიებებს ეხება, რომელშიც დაკარგული ახალგაზრდას მოსაძებნად, მათ შორის, გურამ ამირხანაშვილიც მონაწილეობდა.
|
ია აბულაშვილი 15.07.2020

მე-12-13 საუკუნეების უნიკალური ქართული ხელნაწერი ვანის ოთხთავი საგანგებოდ თამარ მეფისთვის კონსტანტინეპოლში რომანის ქართველთა მონასტერში გადაუწერიათ. ამ ეკლესიაში ქართველთა მოღვაწეობის შესახებ მოთხრობილია „ილარიონის ცხოვრებაში" (ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე ილარიონ ქართველი) და ასევე ტაძრის ადგილსამყოფელის შესახებ. რომანის მონასტერი სუსთენის წმინდა მთავარანგელოზის ეკლესიის მახლობლად მდებარეობდა, ბოსფორის სრუტესთან ევროპულ სანაპიროზე. ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი საბუთით კი ირკვევა, რომ 980 წლის შემდეგ რომანის მონასტერი ქართველებს აღარ ეკუთვნოდათ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|