ელზა პაპოშვილი 10.07.2020

იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი? ამ კითხვაზე მმართველი გუნდის წევრები მხოლოდ ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლებიან და ამბობენ, რომ ეს თავად ივანიშვილის გადასაწყვეტია. ეს კითხვა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე უპასუხა, „რა თქმა უნდა“–ო.
|
მარიამ ნებულიშვილი 10.07.2020

7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
|
მარიამ ნებულიშვილი 10.07.2020

„ამ ჯგუფში შემავალ სუბიექტებს პოლიტიკური კულტურა იმისა, რომ ერთმანეთისთვის ანგარიში გაეწიათ, როგორც ჩანს, არ ჰქონდათ", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას, „ძალა ერთობაშიას" რიგებში არსებულ დაპირისპირებას, რომელიც შესაძლოა მისი დაშლით დასრულდეს.
|
ელზა პაპოშვილი 10.07.2020

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 19 წლის ფეხბურთელი წაყალში დაიხრჩო და მას ასფიქსია განუვითარდა. თუმცა სხეულზე არსებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, ისე როგორც მოსალოდნელი იყო, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ეს დასკვნა გახდა საფუძველი, რომ პროკურატურას საქმის კვალიფიკაცია დაეზუსტებინა.
|
ია აბულაშვილი 10.07.2020

საუკუნეების მანძილზე საქართველოს ეკლესიებში მრავალი სიწმინდე იყო დავანებული, რომელთა დიდი ნაწილი კონსტანტინეპოლიდან, იერუსალიმიდან და სხვა წმინდა ადგილებიდან შემოაბრძანეს. სიწმინდებით მდიდარი იყო, სვეტიცხოვლის ტაძარი, შიომღვიმე, გელათი, გარეჯა, აფხაზეთის ეკლესიები, ასევე ათონის ივერთა მონასტერი, პატრიწონის სავანე და სხვა ეკლესია-მონასტრები.
|
მარიამ ნებულიშვილი 10.07.2020

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა. ექსპერტიზის დასკვნით გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.
|
მარიამ ნებულიშვილი 10.07.2020

„ბიძინა ივანიშვილის სახელი გარკვეულწილად იმოქმედებს, ის მაინც პოლიტიკური პირია", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით.
|
თამარ მუკბანიანი 09.07.2020
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 22%-ით გაუფასურებული ლარი, მზარდი ინფლაცია, ფასების კატასტროფული ზრდა, დაკარგული სამუშაო ადგილები, გაჩერებული ტურისტული ინდუსტრია, უცხოეთიდან შემცირებული ფულადი გზავნილები და ა.შ. ეკონომიკის კლების დაბალ ტემპზე მიანიშნებს. პროგნოზი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ყოველ ჯერზე უფრო ნეგატიურია.
|
მარიამ ნებულიშვილი 09.07.2020
ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 12 მილიონს გადააჭარბა. ქვეყნები ნელ-ნელა ცდილობენ შეზღუდვების მოხსნას, თუმცა ამის ფონზე მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ტემპი კვლავ მზარდია. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ Wall Street Journal-თან საუბრისას თქვა, რომ თუ მსოფლიო მასშტაბით პანდემიას არ გააკონტროლებენ, მაშინ, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით შემოდგომა გაზაფხულის მსგავსი იქნება.
|
მარიამ ნებულიშვილი 09.07.2020
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ამ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიები საზოგადოებას ახალ სახეებს ვერ შესთავაზებენ. „ვინც არ უნდა ილაპარაკოს ახალი სახები გვეყოლებაო, არადამაჯერებლი იქნება. იმიტომ, რომ ნეგატიური კონტექსტი და განწყობა უფრო მაღალია, ვიდრე პოზიტიური", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 09.07.2020
აშშ-ს წარმომადენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარგენილ კანონპროექტში, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი, საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება დაემატა.
|
ელზა პაპოშვილი 09.07.2020

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებიდან 21-ე დღე გავიდა და ექსპერტიზის პასუხის მოლოდინში ყოველდღიურად საქმის ირგვლივ ახალი დეტალები იკვეთება. როგორც შაქარაშვილის ბიძა აცხადებს, ექსპერტიზის პასუხები უკვე ცნობილია და ის სავარაუდოდ, ხვალისთვის გასაჯაროვდება. მისი ინფორმაციით, ექსპერტები მას უკვე წერენ. თუმცა, ვიდრე დოკუმენტი გამოქვეყნდება, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|