მარიამ ნებულიშვილი
07.07.2020

 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გამოაქვეყნა ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წლისთვის საქართველო აშშ-სგან დახმარების სახით 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს. თუმცა შესაძლებელია ამ თანხის 15% ქვეყანას არ გადაეცეს სანამ აშშ-ს კონგრესს არ წარედგინება სახელმწიფო მდივნის ანგარიში საქართველოს მთავრობა ქმედითუნარიან ნაბიჯებს დგავს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და უცხოური ბიზნესების დაცვის კუთხით. ამ კანონპროექტს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა საქართველოშიც.

მარიამ ნებულიშვილი
07.07.2020

 მსოფლიომ ნელ-ნელა დაიწყო კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, მაგრამ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად იმატა დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობამაც. ბევრმა ქვეყანამ თავიდან შემოიღო საკარანტინე რეჟიმი და გაამკაცრა შეზღუდვები.

ირაკლი ლომიძე
06.07.2020

საქართველოდან იაფი მუშახელის გადინება ქვეყნისთვის უდიდეს პრობლემად რჩება. მართალია, კორონავირუსის გავრცელებამ ეს პროცესი შეაჩერა, მაგრამ როგორც კი საფრთხე გადაივლის, ემიგრაციის მასშტაბი გაიზრდება, რის შესახებაც სპეციალისტები აქედანვე გვაფრთხილებენ. პრობლემაა ისიც, რომ საქართველოდან სამუშაო ძალის გასვლის პარალელურად სულ უფრო და უფრო მატულობს იმ უცხოელი მოქალაქეების რაოდენობაც, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დასაქმების მიზნით ჩამოდიან. თუკი 10 მუშახელი გადის საქართველოდან, მათ ნაცვლად შემოდის 8 მოქალაქეობის არმქონე პირი. ტენდენცია მზარდია და არსებობს რისკი, რომ შემომსვლელთა რიცხვმა გამსვლელთა რაოდენობას გადააჭარბოს.

ნინა გარდაფხაძე
06.07.2020

 პანდემიის გამო ყველა სფეროს და ყველა ქვეყნის ფინანსურ ზარალს, უცხოეთში მომუშავე ქართველი ემიგრანტების  უმუშევრად დარჩენა მოჰყვა. მათი ნაწილი ახლა გეგმავს სამშობრლოში დაბრუნებას, როგორც კი რეგულარული რეისები აღდგება, ნაწილი კი სპეცრეისებით უკვე დაბრუნდა. ქართულ ემიგრაციას რომ ძალიან გაუჭირდა, ამის გაზომვა ციფრებითაც შესაძლებელია. შარშანდელთან შედარებით, 42.3%-ით არის ფულადი გადმორიცხვები შემცირებული. 

ირაკლი ლომიძე
06.07.2020

 უძრავი ქონების მიმართ მოთხოვნა თითქმის არ არის, მაგრამ დეველოპერები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ პირობებშიც არ ფიქრობენ უძრავი ქონების გაიაფებას. ხშირ შემთხვევაში მათ არგუმენტად მოჰყავთ მასალების სიძვირე და მშენებლობი მაღალი ხარჯი.  ისიც ფაქტია, რომ  ბინების ღირებულება ხელოვნურად გაბერილია და რეალურად არაფერი კეთდება, რომ ფასების ბუნებრივ მდგომარეობამდე დაყვანა მოხდეს. იპოთეკის სესხების პროგრამის გამო მომხმარებელი და ბიზნესიც მოლოდინის რეჟიმში აღმოჩნდა, რამაც მოთხოვნა ბაზარზე თითქმის გაანულა. მყიდველიც და გამყიდველიც ხელსაყრელ ფასს ელოდება.

ია აბულაშვილი
06.07.2020

 "ამ არჩევნებზე რაღაც ცვლილებები იქნება, მაგრამ არა სისტემური, რადგან პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს ახალ პროგრამებს ვერ სთავაზობენ, ახალი იდეების ნაკლებობა აქვთ" - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ელზა პაპოშვილი
06.07.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან 15 დღე გავიდა-თუმცა ჯერ კიდევ უცნობია ვინ მოკლა ის და როგორ აღმოჩნდა გარდაცვლილის ცხედარი არაგვში. რაც დრო გადის, მკვლელობის ირგვლივ უამრავი კითხვები ჩნდება. გამოითქვა ეჭვები, რომ შესაძლოა უკვე მოკლულის გვამი მდინარესთან მიიტანეს და დახრჩობის ვერსიის გასამყარებლად ეს სცენარი გაითამაშეს. 

მარიამ ნებულიშვილი
06.07.2020

 ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისათვის რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არ იყოს სპეკულაციები, „ქართული ოცნება" ოპოზიციას სთავაზობს გაფორმდეს მემორანდუმი, რომლის საშუალებითაც პოლიტიკური პარტიები აიღებენ 25-მეტრიანი რადიუსის დაცვის ვალდებულებას და საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის მანძილზე აქტივისტები არ ეყოლებათ.

რეზონანსი
06.07.2020

 ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან შეუსაბამობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ბოლო წლების განმავლობაში კვლავ აქტუალურ თემაა ავტოგასამართ სადგურებზე რეალიზებული საწვავის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საწვავის სტანდარტი მოქმედებს,  წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბაზარზე უხარისხო პროდუქტი მაინც იყიდება.

ია აბულაშვილი
06.07.2020

 პირველი ცნობა საქართველოდან ქართული განძისა და ხელნაწერების გატანის შესახებ გვხვდება იოანე ბატონიშვილის "ალმასობაში", საიდანაც ვიგებთ, რომ თემურ ლენგმა ორი ურემი ხელნაწერი გაიტანა საქართველოდან.

ელზა პაპოშვილი
06.07.2020

სასტიკი მკვლელობა სურამში - 33 წლის თიკო რუსია, სავარაუდოდ, 34 წლის ქმარმა ილია ქურდაძემ მძინარე საწოლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. როგორც მეზობლები „რეზონანსთან“  ყვებიან, შემთხვევა დილით გამთენიისას მოხდა. მათი თქმით, საშინელი მკვლელობის დრო მათი 3 მცრეწლოვანი ბავშვიც სახლში იმყოფებოდნენ. მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. თავიდან მათ ეგონათ, რომ ვიღაც ფოიერვერკს ისროდა, თუმცა გარეთ გამოსულებს ეს საზარელი ამბავი დახვდათ.

მარიამ ნებულიშვილი
06.07.2020

 ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დაწერეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღცავენლის სოფო გორგოძის განცხადებით გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×