ნინა გარდაფხაძე 01.07.2020
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმსა და ეკონომიკის სრულ რეცესიაში ბანკებმა სესხებზე პროცენტი გაზარდეს. მაისში ზრდამ 1.2% შეადგინა. ეს მაშინ, როცა ცენტრალური ბანკი საბანკო სექტორისათვის სესხებს აიაფებს და პროცენტებს დაბლა სწევს. ფინანსისტები კომერციული სტრუქტურების გადაწყვეტილებას სავალალოს უწოდებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.07.2020

„რუსეთი შეეცდება ფეიკნიუსებით, სხვადასხვა ფეიკფაბრიკებით, ბოტებით, უამრავი სხვადასხვა მეთოდებით, უფრო მეტად ინტერნეტის გამოყენებით საზოგადოებაში კონკრეტული რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ სიმპატიების განცდა შექმნას, მეტი ხმები რომ მიიღონ, რათა პარლამენტში მისი ინტერესები დაიცვან," - ასე აფასებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსეთის საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებით.
|
ელზა პაპოშვილი 01.07.2020

95 მომხრე - 5 წინააღმდეგი - პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები სამსაათიანი განხილვის შემდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა. ამ კანონპროექტის მიღებაში მონაწილეობას ოპოზიცია არ იღებდა. პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.
|
გვანცა წულაია 01.07.2020
შეზღუდვების გახანგრძლივებამ საჰაერო სივრცეში პრობლემები შექმნა. უნგრული ავიაკომპანია „ვიზ ეარი” ქუთაისის ბაზარს დროებით ხურავს და, სანამ საქართველო სივრცეს არ გახნის, კომპანია ქართულ ბაზარზე მუშაობას წყვეტს. მოსალოდნელია, რომ „ვიზ ეარს” სხვა ავიაკომპანიებმა მიბაძონ, რადგან პანდემიამ ავიასფერო განსაკუთრებით დააზარალა.
|
ელზა პაპოშვილი 01.07.2020

სასტიკი მკვლელობა გორში-საკუთარ საცხოვრებელ სახლში 44 წლის პოლიციელი დავით სვიანაძე მისივე მდგმურმა მოკლა. თურქეთის მოქალაქე, რომელიც პოლიცელის სახლში ცხოვრობდა, მას მძინარე მდგომარეობაში თავს დაესხა და, გამოძიების ინფორმაციით, ცივი იარაღით ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ის სახლიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება ცხელ კვალზევე შეძლო. მეზობლები აცხადებენ, რომ მათ ამბის შესახებ ცოლის განწირული კივილის შემდეგ გაიგეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.07.2020

ამერიკის შეერთებული შტატების ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა კორონავირუსთან დაკავშირებული მორიგი ლაბორატორიული ექსპერიმენტი ჩაატარა, შედეგმა სპეციალისტები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ შესაძლოა ახალ კორონავირუსმა ადამიანის ტვინში შეაღწიოს და უჯრედები დააინფიციროს.
|
ია აბულაშვილი 01.07.2020

„პროფესიით ფსიქოფიზიოლოგი ვარ და ფიზიოლოგიაში არის ასეთი კანონი „მოტივაციის ოპტიმუმი და მისი ცვალებადობა", რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანს როდესაც ძალიან უნდა რამე, აქვს არანორმალური მოტივაცია და არა აქვს საფუძველი, ის ვეღარ აზროვნებს და ამოცანის წარმატებით გადაჭრის ეფექტიც მცირდება. ეს დაემართა ჩვენს ოპოზიციას. იმდენად დიდია ძალაუფლებისკენ ლტოლვა, რომ გონება აქვთ დაკარგული," - ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშივილი ოპოზიციაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
|
მარიამ ნებულიშვილი 01.07.2020
პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ახალ სააარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდა გენდერული კვოტირების საკითხშიც.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.07.2020
რუსეთმა ქერჩის სრუტეში ტამანის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაასრულა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 220 000-ტონიანი სატვირთო გემების მიღებას შეძლებს, რუსეთი მიიჩნევს, რომ წლის ბოლოსთვის ტერმინალის გამტარუნარიანობის ზრდის შედეგად, დატვირთვის სიჩქარე საათში 30,000 ტონას გაუტოლდება.
|
მარიამ ნებულიშვილი 01.07.2020
2019 წლის 26 მაისს ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიისას, ნინოსხევის ჩანჩქერში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ კერძო სკოლა „ალბიონის" ორ პედაგოგს ბრალდება წარუდგინა.
|
ია აბულაშვილი 01.07.2020

მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი, რომელიც წალენჯიხაში შემაღლებულ გორაკზე მდებარეობს, მე-10 საუკუნის ქართული ხურთომოძღვრების ძეგლია. ლეგენდის თანახმად, ტაძრის აგება თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული. თამარ მეფეს სვანეთში ასვლისას ამალით ამ ადგილის შორიახლოს შეუსვენებია. გზა რომ განაგრძეს, გაირკვა, რომ ძვირფასეულობით ხურჯინაკიდებული ჯორი აკლდათ. მაშინვე მდევარი გააგზავნეს, მოიძიეს და მეფეს მოახსენეს, რომ იმ ადგილას ვნახეთ, სადაც პატარა მიწა და პატარა წყალიაო. თამარს თავისი თვალით უნახავს ეს ადგილი და ძალიან მოსწონებია. ბრძანა რომ აქ ეკლესია აეშენებინათ, ხუროთმოძღვარიც დაუტოვებია ტაძრის ასაგებად.
|
მარიამ ნებულიშვილი 01.07.2020
წელს საქართველოში ყირიმ-კონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ინფექციონისტები ამბობენ, რომ დინამიკა მზარდია, თუმცა საზოგადოებას პანიკის საფუძველი ჯერ-ჯერობით არ აქვს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|