მარიამ ნებულიშვილი
06.07.2020

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ უგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ინფორმაციის გაცვლისთვის და მიმოსვლის აღდგენისთვის. მისი განცხადებით, უნგრეთი არის პირველი ქვეყანა, რომელის მოქალაქეებსაც შეეძლებათ საქართველოში ჩამოსვლა.

ტატა შოშიაშვილი
06.07.2020

 უკრაინა შავ და აზოვის ზღვებში ფრთოსანი სარაკეტო კომპლექსების განლაგებას გეგმავს. 2021 წლისთვის „ნეპტუნის" 2 სარაკეტო კომპლექსი შავ ზღვაში, ხოლო ერთი კი აზოვის ზღვაში განთავსდება. ამის შესახებ თანამდებობაზე ივნისში დანიშნულმა, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურმა, ალექსეი ნეიჟპაპამ „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

რეზონანსი
05.07.2020

ჩაი, უძველესი აღმოსავლური კულტურის ორგანული ნაწილი, პორტუგალიელი მეზღვაურების წყალობით XVII ს-დან დასავლეთ ევროპაში გავრცელდა და ჯერ ბებერი კონტინენტის, შემდეგ კი მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ პოპულარულ სასმელად იქცა.

ჩაი კონკურენციას უწევს ყავას, შესაბამისად პოპულარული თემა - ჩაი თუ ყავა,  დღემდე აქტუალობას არ კარგავს. ბუნებრივია, ჩაისთან დაკავშირებით ჩნდება უამრავი კითხვა.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

ელზა პაპოშვილი
05.07.2020

ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე 4  საქართველოს მოქალაქე ქალი გაუჩინარდა. მათ ამ დრომდე  ეძებენ, ხოლო არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთიდან ე.წ. კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის დროს ისინი მდნიარეში ჩაცვივდნენ და დაიხვრჩნენ.  

ია აბულაშვილი
05.07.2020

"ოპოზიციის ერთ-ერთი შეცდომა იყო, რომ დროზე ადრე ჩამოაწიკწიკა თავისი გეგმები. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლება არ ჩქარობს თავისი საარჩევნო გეგმების გამხელას, როგორც პარტიულ სიასთან, ისე მაჟორიტარებთან დაკავშირებით" - ასე ეხმაურება ოპოზიციისა და ხელისუფლების საარჩევნო გეგმებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

ელზა პაპოშვილი
05.07.2020

გიორგი შაქარაშილის გარდაცვალების 10 ტომიანი საქმე და ჩიხში შესული გამოძიება. რაც დრო გადის მით უფრო გაურკვეველი და ამოუხსნელი ხდება ფაქტი - ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი. ფაქტია უკვე ისიც, რომ ოჯახი მის მკვლეელობას აღარ გამორიცხავს და ახლა გამოძიებისგან ელოდება კონკრეტულ პასუხებს და ქმედებას. 

მარიამ ნებულიშვილი
05.07.2020

 „დასვენების ხარისხზე, ეს ყველაფერი ნამდვილად არ იმოქმედებს" , - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ეპიდემიოლოგი ალექსანდრე გოგინავა, სანაპირო ზოლის „კოვიდ-19"-ის პრევენციის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. გოგინავას თქმით, უსაფრთხო დასვენებისთვის აუცილებელია მოსახლეობამ დაიცვას ფიზიკური დისტანცირების რეკომენდაცია და ჰიგიენური ნორმები.

ია აბულაშვილი
05.07.2020

გორის ციხის აკლდამები, რომელიც მდებარეობს ყაზბეგში, ზღვის დონიდან 1870 მეტრზე, სტეფანწმინდიდან 10 კმ-ის დაშორებით, ვახუშტი ბატონიშვილი "გორის სოფლების" სახელით მოიხსენიებს.

მარიამ ნებულიშვილი
05.07.2020

 „ეს ყველაფერი ჩვენ არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თუნდაც რუსული სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად ჩვენთვის ამერიკელები ტანკებს დაძრავენ და გერმანელები თვითმფრინავებს მოგვცემენ" - ასე პასუხობს სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსის" შეკითხვას უნდა ჰქონდეს თუ არა საქათველოს სამხედრო მოკავშირეების იმედი სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში.

თამთა ჩაჩანიძე
04.07.2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არასრული ოთხი თვეა დარჩენილი, პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო აქტივობები მეტ-ნაკლებად უკვე დაიწყეს, ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით არცერთი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს არანაირ სიახლეს არ სთავაზობს, თუმცა აქვე დასძენენ, რომ ამისი რესურსი პარტიებს გააჩნიათ.

ტატა შოშიაშვილი
04.07.2020

ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთის საზღვართან ახლოს, რადიაციის დონის გაზრდის სავარაუდო მიზეზად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ბირთვულ რეაქტორზე მიმდინარე სამუშაოებს ასახელებს - ამის შესახებ ინფორმაცია 3 ივლისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა.

თამთა ჩაჩანიძე
04.07.2020

კორონავირუსმა ამჯერად უკვე დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროს შეუტია, თუმცაღა ქვეყნები, რომლებსაც ეგონათ, რომ ვირუსი უკვე დაამარცხეს ე.წ. მეორე ტალღის წინაშე აღმოჩნდნენ, აქედან გამომდინარე, შესაძლოა ითქვას, რომ მსოფლიო მის წინაშე უძლური ხდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×