ია აბულაშვილი 26.06.2020

„ბოკერიას ცოლმა, ჩერგოლეიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ სააკაშვილის გამოსვლა დიდ ზიანს აყენებს საქართველოში ოპოზიციის განვითარებასო, მაგრამ ეტყობა ვერ ხვდება ან ვერ ბედავს იმის თქმას, რომ ბოკერია უფრო მეტს აკეთებს "ოცნებისთვის" ვიდრე თვითონ "ოცნება" ახერხებს ამას. ხშირად ვამბობ, ბოკერიას "ოცნება" მაღალ ხელფასს და პრემიას უნდა უხდიდეს ტელევიზიაში ყოველი გამოსვლისთვის" - ასე კხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე ოპოზიციაში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით დაპირისპირებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.06.2020

„აუცილებელი არაა, რომ გახარია პარლამენტში ასე ხშირად დადიოდეს, მაგრამ ახლა ხშირი სიარულით გადაფარავს იმას, რომ მერე პარლამენტში მისვლაზე უარის თქმა მოუწევს, რათა ეკონომიკური კრიზისი როცა იქნება, შესაძლოა თქვას, რომ პარლამენტში ხშირად ვიყავი და მართლაც ყველაფერს თავის საზღვარი აქვს- შესაძლოა დაახლოებით ამ ტიპის რაღაცა განაცხადოს," - ასე აფასებს შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენას.
|
ია აბულაშვილი 26.06.2020

სვიფის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მესტიაში, სოფელ სვიფში მდებარეობს მე-10 საუკუნეში აუგიათ. ეკლესიას აქვს ძველი ხის მოჩუქურთმებული კარი, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება. ეკლესიის მოხუტულობა კი რომელიც ფრაგმენტულად დღესაც შემიორჩენილია, ქართული კედლის მხატვრობის უნიკალრ ნიმუშს წარმოადგენს. ეკლესიის ფრესკები მე-11 მე-14 საუკუნეშია შესრულებული, ფასადი მოხატულია ძველი აღთქმის და სამები სცენებითა და წმინდა მხედრების გამოსახულებებით.
|
მარიამ ნებულიშვილი 26.06.2020
პარლამენტში პრემიერის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხის პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა. სიტყვიერი დაპირისპირება იყო „ევროპული საქართველოს" წევრ ოთარ კახიძეს და უმრავლესობის წევრ ირაკლი სესიაშვილს შორის.
|
მარიამ ნებულიშვილი 26.06.2020
პარლამენტში პლენარულ სესიაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ წლიური ანგარიში წარადგინა. სხდომას ასევე ესწრებოდა პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო ოპოზიცია.
|
ელზა პაპოშვილი 26.06.2020

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შქარაშვილის ბუნდოვანებით გარდაცვალების ერთი კვირის თავზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა. მათ ჯერჯერობით ბრალი ძალადობის მუხლებით აქვთ წაყენებული, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე არ გამორიცხავს, რომ როგორც დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს, ასევე მუხლები დამძიმდეს. ახალ ყველაფერი ექსპერტიზის პასუხებზე იქნება დამოკიდებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.06.2020

ბრიტანულმა ფასიანმა ტელეკომპანია „სკაიმ" შეიმუშავა ფილმების სია, რომელიც მისი აზრით „მოძველებული შეხედულებისაა", სადაც არაერთ კლასიკურ შედევრს შორის მულტფილმი „ჯუნგლების წიგნი" (მაუგლის ისტორია), 1961 წელს გამოსული ფილმი „საუზმე ტიფანისთან" ( მთავარ როლებში ოდრი ჰეპბერნი) და „უკანასკნელი სამურაი", რომელიც ეკრანებზე 2003 წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს.
|
რეზონანსი 26.06.2020
გიორგი შაქარაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევეა, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მოაწილოეობა, თავისუფების უკანონო აღკვეთა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა. მათ მიერ ჩადენლი დანაშაული 4-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა დღეს გამართულ საგანგებო ბროფინგზე, რომელიც 17 ადამიანის, მათ შორის რაგბისტის, ფეხბურთელისა და ძიუდოში კადეტთა შორის ევროპის 2019 წლის ჩემპიონის დაკავებას მიეძღვნა.
|
მარიამ ნებულიშვილი 26.06.2020
„გოსდუმის დეპუტატის კი არა გოსდუმის დამლაგებლის გეშინიათ უკვე" - ასე მიმართა გუბაზ სანიკიძემ „ქართულ ოცნებას ტელეკომპანია კავკასიის ეთერით.
|
თამარ მუკბანიანი 25.06.2020
სოციალური აგენტები, სოციალურ დაცვას და გარანტიებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბურ გაფიცვას გეგმავენ. სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმებულებს 80 ლარიდან ხელფასის 160 ლარამდე გაზრდას და სამუშაო ჯგუფის შემქნას სთავაზობს, სადაც სოცმუშაკების ინტერესების დამცველი პროფკავშირი წარმოდგენილი არ იქნება. ეს პირობები აგენტებისთვის ნიუღებელია.
|
თამარ მუკბანიანი 25.06.2020
პირველი ივლისიდან საქართველო უცხოელ ვიზიტორებს ვერ მიიღებს. ავიარეისების შეზღუდვა 31 ივლისამდე გაგრძელდა, თუმცა სფეროს წარმომადგენლები არც აგვისტოში ელიან უცხოელ დამსვენებლებს. როგორც ჩანს, წელს ზაფხულის სეზონი, შიგა ტურიზმის ამარა დარჩება და სრული კრახისთვისაა განწირული.
|
ელზა პაპოშვილი 25.06.2020

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს, მან 5 ხმა მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 2 კანდიდატურა იყო წარდგენილი. მერაბ ტურავასთან ერთად ამ პოსტის დასაკავებელ არჩევნებში ირინა იმერლიშვილიც მონაწილეობდა. თუმცა ტურავას მხარი 5-მა მოსამართლემ დაუჭირა, იმერლიშვილს კი მხოლოდ 4-მა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|