თამარ მუკბანიანი
23.06.2020

 ეკონომიკის ამოქმედების შემდეგ, პრობლემა ის რეგულაციებია, რომლებიც სახელმწიფომ ბარ-რესტორნებს წარუდგინა. გარდა იმისა, რომ გაიდლაინები სექტორზე მორგებული არ არის, პრობლემა აღსრულებაცაა და მაკონტროლებელთა მიდგომაც, რომელიც პირველსავე ჯერზე ობიექტებს მაქსიმალური ოდენობით აჯარიმებენ. 

გვანცა წულაია
23.06.2020

 ივლისის დასაწყისიდან მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას დაიწყებს. წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის ბანკიდან გამოტანილ თანხას სახელმწიფო დააფინანსებს. ახლა დღის წესრიგში მხოლოდ ერთი კითხვაა - რამდენად მოესწრება პროგრამის 1 კვირაში ამოქმედება, რადგან ცვლილებები ჯერ არსად განხორციელებულა.

ია აბულაშვილი
23.06.2020

ქართულ სამონასტრო ცხოვრებაში, რომელიც მე-6 საუკუნიდან იწყება, განსაკუთრებული ადგილი უკავია საეკლესიო ხელნაწერ წიგნებს. პირველი ასეთი ჩვენამდე სრულად მოღწეული ხელნაწერი წიგნი თარიღდება 950 წლით და გადაწერილია საბას ლავრაში. ეს არის საბერმონაზვნო კრებლი, რომელშიც შესულია ეკლესიის ცნობილი მამების - იოანე ოქროპირის, ეფრემ ასურის, ბასილი დიდისა და სხვათა ქადაგებები.

თამთა ჩაჩანიძე
23.06.2020

„8 მარტის შეთანხმებას, როგორც ჩანს, ორივე მხარე არღვევს. ასეთია როგორც მესამე მხარის - ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოზიცია, ისე ჩემი პოზიცია და დაარღვევენ მანამ, სანამ ან ერთი, ან მეორე მხარე, ან ორივე ერთად ისევ ჩვენი მეგობრების მხრიდან არ დაიტუქსება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებებს 8 მარტის შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
23.06.2020

„რეგიონებში მაჟორიტარობის კადიდატების წარდგენას „გაერთიანებული ოპოზიცია“ არ ჩქარობს. არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც შეგვიძლია წარვადგინოთ კანდიდატები“ - აცხადებს პარტია „ემსახურე საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
23.06.2020

ქუჩურ გარჩევას შეწირული კიდევ ერთი სიცოცხლე - 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა. როგორც ჩანს, გამომძიებლები შაქარაშვილის გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიებს ამუშავებენ. კითხვები საქმის ირგვლივ ოჯახსაც აქვს და ამიტომაც საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს. 

რეზონანსი
23.06.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განმარტებით, სამინისტრო ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე მუშაობდა ელექტრონული რესურსების განვითარებაზე. აღნიშნული ცვლილება „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და მიზნად სკოლებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს. აღნიშნული ცვლილების მიზანი კი სკოლებში ტექნოლოგიების შეტანა და ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობაა.

ია აბულაშვილი
23.06.2020

„მისი სტილიდან გამომდინარე, ალბათ იმ დროს ელოდება, როცა მის კომენტარს მეტი ეფექტი და გავლენა ექნება, ან ამ ჩანაწერის გამოქვეყნებამ კომენტარის გაკეთების სურვილი დაუკარგა“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის დუმილს, რომელსაც ამ დრომდე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

თამთა ჩაჩანიძე
23.06.2020

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისში ცოფის ვირუსით დაინფიცირებულ ძაღლებთან დაკავშირებული ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ინფორმაცია „რეზონანსს" თბილისის მერიასა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში დაუდასტურეს. მერიაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევებიდან საბედნიეროდ დაბენიდ ფაქტი გამოვლენილი არაა, თუმცა, მათი განცხადებით, პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს.

რეზონანსი
23.06.2020

მოძრაობა „ლელო“ 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში გეგმავს თავისი კანდიდატის დაყენებას, თუმცა, ზოგ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს. ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბრისას „ლელოს“ წარმომადგენელმა კახა კოჟორიძემ განაცხადა და სხვა ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა, რომელთაც, სავარაუდოდ, „ლელო“ თავის კანდიდატს არ დაუპირისპირებს.

თამთა ჩაჩანიძე
23.06.2020

მსოფლიოში კორონავირუსულ შემთხვევათა რაოდენობა რეკორდულად მატულობს, ისრაელმა და სამხრეთ კორეამ კორონავირუსის მორიგ შემოტევას მეორე ტალღის კვალიფიკაცია მიანიჭეს, რის შესახებაც უკვე ოფიციალურად განაცხადეს. ზედიზედ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოში ინფიცირების ახალი შემთხვევების ანტირეკორდი ფიქსირდება, რის შედეგადაც ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 მილიონს გადასცდა.

ნინა გარდაფხაძე
22.06.2020

 თხილის მოსავლის მიღებამდე ცოტა დრო რჩება და ფერმერებს უკვე 4 წამლობა ჩატარებული აქვთ. შედეგად საქართველო წელს მაღალი ხარისხის თხილის დიდ მოსავალს მიიღებს, რომლის ფასიც სავარაუდოდ 8-9 ლარი იქნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წლების წინ გაცხადებული მიზანი, რომ აზიური ფაროსანას მართვა შესაძლებელი გამხდარიყო, ბოლომდე შესრულებულია. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×