ელზა პაპოშვილი 18.06.2020

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მემორანდუმს ხელი მოაწერეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.
|
ია აბულაშვილი 18.06.2020

21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა გაიმართება და სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებები 29 ივნისისთვის სამივე მოსმენით მიღებული უნდა იყოს. 26 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სრულდება, ამიტომ, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, პარლამენტს 29 ივნისს კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოუწევს.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.06.2020

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი საკუთარ წიგნში, სახელწოდებით „ოთახი, სადაც ეს მოხდა", დონალდ ტრამპს საზოგადოებისთვის განსაცვიფრებელ ბრალდებებს უყენებს, რაზედაც აშშ-ს პრეზიდენტმა საპასუხოდ ყოფილ მრჩეველს ბრალი კანონდარღვევაში დასდო, მატყუარა და თეთრ სახლში ყველასთვის საზიზღარი პიროვნება უწოდა.
|
თამარ მუკბანიანი 18.06.2020
საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს კარანტინში ყოფნა არ მოუწევთ, მაგრამ მათი სრულფასოვანი ტესტირება აუცილებელი იქნება. ჯერ მხოლოდ ეს არის, რაც პირველ ივლისს ნამდვილად ამოქმედდება საერთაშორისო ტურიზმისთვის საზღვრების გახსნასთან ერთად. დანარჩენი საკითხები ზუსტდება, მაგრამ მაინცდამაინც საჩქარო არც კია, რადგან 1-ლი ივლისიდან რომ უცხოელი სტუმრების მიღება შესაძლებელი არ იქნება, უკვე პრაქტიკულად დადასტურებულია.
|
ელზა პაპოშვილი 18.06.2020

არის თუ არა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული მხოლოდ ერთი პირი და შესაძლოა თუ არა, რომ მის ლიკვიდაციას რამდენიმე ადამიანი გეგმავდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავს დანაშაულს მინიმუმ სამი ადამიანი მაინც გეგმავს. ერთი მოთვალთვალეა, მეორე უშულოდ მის პიროვნებას და გადაადგილებას სწავლობს, მესამე კი ამ დავალებას ასრულებს. შესაბამისად ჩნდება კითხვა გადაიარა თუ არა საფრთხემ და ხომ არ შეიძლება დამნაშავეებს გეგმა „ბ“ ჰქონდეთ.
|
ია აბულაშვილი 18.06.2020

უბისისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომლის სიტორია მე-9 საუკუნიდან იწყება, გრიგოლ ხანძთელის სახელთან არის დაკავშირებული. გიორგი მერჩულე უბისიის ეკლესიის დაარსების შესახებ მოგვითხრობს თავის თხზულებაში: "მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისა მეფისა, აღაშენა მონასტერი და უწოდა უბეი".
|
თამთა ჩაჩანიძე 18.06.2020

შეჩერდება თუ არა ახალი კორონავირუსი ვაქცინის გარეშე, თუ მასზე არც ჰაერის ტემპერატურის მატება და არც სხვა ფაქტორები მოქმედებს. თუ ვითარება ვაქცინის შექმნამდე შემოდგომა-ზამთრის პერიოდში უფრო მზარდი დინამიკით წავიდა, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს კაცობრიობა.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.06.2020

„ბიძინა ივანიშვილისგან ძალაუფლება მიიღო და როგორც კალიგულას ან ნერონის ფსიქოტიპი, ისე ხმარობს ამ რესურსს. ასეთი ფსიქოტიპია და ამიტომ კობახიძის ქცევაში არც ვცდილობ ლოგიკა დავიჭირო", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე, „ქართული ოცნების" ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ არჩევნების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთებას.
|
გვანცა წულაია 17.06.2020
კორონავირუსის პანდემიამ ქართული ბიზნესი ძალიან დააზრალა. ზარალი იმდენად დიდია, რომ მისი აღდგენა წლებსა და უამრავ რესურსს მოითხოვს. ასეთია კოვიდ-19-ის გავლენა ადგილობრივ წარმოებაზე, რომელიც ახლა საკმაოდ რთულ ვითარებაშია.
|
ელზა პაპოშვილი 17.06.2020

რას აპირებს ოპოზიცია 20 ივნისს და პარლამენტში საარჩევნო ცვლილებების განხილვის ფონზე ხომ არ მიიღებს შაბათს დაწყებული აქცია პერმანენტულ ხასიათს? ორგანიზატორები აცხადებენ, კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული ყველა უსაფრთხოების ზომა აქციაზე დაცული იქნება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პარლამენტში საარჩევნო ცვლილებების განხილვას დააკვირდებიან და თუ ეს საკითხი ჩავარდა, აქციები გაგრძელდება.
|
თამარ მუკბანიანი 17.06.2020
მსოფლიოს ყველა პრობლემა, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მედიცინის საფარქვეშ მოექცა და ამ ჭრილში განიხილება. ამ ფონზე, უფრო მწვავედ გამოჩნდა ყველა ის სისუსტე და ძლიერი მხარე, რომლებიც ჯანდაცვის სისტემებშია. საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდა მედიკამენტების ფასი, მეტად გამწვავდა პირველადი ჯანდაცვის მომსახურების საკითხები, კლინიკების უმეტესობაში ხელფასი 25-30%-ით შემცირდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.06.2020

ცხინვალის დე ფატქო უშიშროების კომიტეტი ოფიციალურ თბილისს ახალი ბრალდებებს უყენებს და რეგიონში ახალი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებაზე აკეთებს მინიშნებებს. თბილისში ოკუპაციის ხაზზე პროვოკაციებსა და ვითარების მკვეთრ გამწვავებას არ გამორიცხავენ, თუმცა უფრო რეალურად მიაჩნიათ ვერსია, რომ ამით დე ფაქტო ხელისუფლება საკუთარი მნიშნელობის დემონსტრირებას ახდენს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|