ელზა პაპოშვილი
21.06.2020

რატომ დატოვა თბილისის ორი მაჟორიტარული ოლქი „ვაკანტურად“ „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ და ამ საკითხზე ხომ არ მიდის მოლაპარაკებები კონკრეტულ პარტიებთან ან პოლიტიკოსებთან? მათ კიდევ აქვთ იმედი, რომ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან. მითუმეტეს, რომ ამ ოლქებიდან ერთ-ერთში - საბურთალოზე - უკვე გეგმავენ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას თაკო ჩარკვიანი და ალეკო ელისაშვილი.

ტატა შოშიაშვილი
21.06.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად სომხეთსა და აზერბაიჯანში სიტუაცია სულ უფრო და უფრო მწვავდება. ათასობით დაავადებული, ასობით ლეტალური შედეგი, გაგრძელებული კარანტინი, სიტუაციის კრიტიკულ ზღვრამდე მიყვანა, საავადმყოფოებში პაციენტებისთვის საჭირო ადგილების შეზღუდული რაოდენობა და ა.შ. - ყველა ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა აზერბაიჯანი და სომხეთი, რომელთა ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითიდღე მძიმდება. 21 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 10 916 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო აზერბაიჯანში კი - 5 574.

რეზონანსი
21.06.2020

საქართველოში ამჟამად COVID-19-ის პანდემის გამო კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი იმყოფება, ძირითადად  სასტუმროებში, სადაც მოქალაქეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ ნომრებში და გარე სამყაროსგან სრულად იზოლირებული არიან. ერთ-ერთი ასეთი მოქალაქე „რეზონანსთან“ იმ პირობების შესახებ ყვება, რომელიც საკარენტინზე ზონებშია შექმნილი. 

ტატა შოშიაშვილი
21.06.2020

 ეგვიპტის არმია ლიბიაში შეჭრისთვის ემზადება და თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ანალიტიკოსების შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა დღეს სირიაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტზე უფრო მასშტაბური და სისხლიანი დაპირისპირება მივიღოთ.

რეზონანსი
21.06.2020

საკონსტუტციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრის წინ რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, აქედან 136-მა წევრმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, ხოლო 5 დეპუტატი მის წინააღმდეგ წავიდა.

თამთა ჩაჩანიძე
21.06.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გადაჭრით უარყოფს გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას, რომელიც რომელიც კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდის მცდელობას ეხებოდა ამის შესახებ მან „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
21.06.2020

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულებები, რაც ქვეყანას აღებული აქვს, ზედმიწევნით კარგად შესრულდეს, მაგრამ ასევე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მხრიდან ახალი ინიციატივებიც წამოვიდეს, რომ სტატიკურ რეჟიმში და მუდმივად ასოცირების ხელშეკრულების შემსურებელი ქვეყანა არ ვიყოთ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას.

ია აბულაშვილი
20.06.2020

„ფსევდო ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ნათელაშვილთან იკრიბებიან, არანაირი კონსულტაციები არ გამივლია. დამოუკიდებლად ვიყრი კენჭს საბურთალოზე და დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ძალა ერთობაშია“ კონკურენტს არ დამიყენებენ. მე არცერთ ხმას არ გავატან პუტინის ვექტორს“, - აცხადებს პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელიც საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

ტატა შოშიაშვილი
20.06.2020

„ბოლომდე არ ვეთანხმები და, რა თქმა უნდა, ვერც უარვყოფ. ჯერ არ ვიცით, რა გველის მომავალში. მაგრამ ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა საკუთრივ საქართველოში დამაკმაყოფილებელია", - ასე აფასებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) დირექტორის შემაშფოთებელ განცხადებას, რომ სამყარო კორონავირუსის ეპიდემიის ახალ და სახიფათო ეტაპზეა, ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ის კვლავ მომაკვდინებელია.

ია აბულაშვილი
20.06.2020

დავით გარეჯის ლავრას, რომელიც დასაბამს მე-4 საუკუნიდან იღებს, აქ მოღვაწე ბერ-მონაზონთა სიმრავლის გამო ბერთა ქალაქსაც უწოდებედნენ. 1616 წელს ლავრაში, აღდგომა ღამეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა - 6 ათასი გარეჯელი ბერ-მონაზონი მოწამებრივად აღესრულა.

ია აბულაშვილი
20.06.2020

„ჩემი პირადი მოსაზრება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ჩვენს პარტიონრებთან კონსულტაციების შედეგად მიღებულ გადაწყვტილებაზე.  ამიტომ, ვიდრე არ გაიმართება კონსულტაციები, კომენტარს ვერ გავაკეთებ მიიღებს თუ არა მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „ევროპული საქართველოს“ გადაწყვტილებას საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყარში მონაწილეობის შესახებ.

ტატა შოშიაშვილი
20.06.2020

„ჩრდილოეთ ნაკადში" ჩადებულია ძალიან სერიოზული ინვესიტიციები გერმანიის მხრიდან. თუ ხანგოშვილთან დაკავშირებით სანქციები იქნება გამოყენებული, გერმანელები ამის სხვა ფორმით გაკეთებას შეეცდებიან", - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას გერმანელი დეპუტატის ინიციატივას, რომ ბერლინში გასულ წელს მომხდარ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირის გამო, გერმანიამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობაზე უარი უნდა თქვას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×