თამთა ჩაჩანიძე
12.06.2020

კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებში შესაძლოა მწვავე პანკრეატიტი-კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთება განვიტარდეს - ამ დასკვნამდე მივიდნენ ინგლისის ქალაქ ლივერპულში მდებარე ბრიტანული უნივერსიტეტის მეცნიერები. კორონავირუსული ინფექციის ახალი სიმპტომი - მწვავე პანკრეატიტი ძირითადად ჭარბწონიან ახალგაზრდა მამაკაცებშია, ექიმებმა დაადგინეს, რომ ასეთ პაციენტებს ხშირ შემთხვევაში სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის მარალი დონე უფიქსირდებათ, რაც პანკრეატიტის შედეგადაა გამოწვეული.

ელზა პაპოშვილი
12.06.2020

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული წესები  კიდევ უფრო მკაცრდება. პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.  ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომლის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება გამოიწვევს ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

ია აბულაშვილი
12.06.2020

„რაც დღეს ქართულ ოპოზიციაში ხდება, ახალი არ არის, ყოველთვის ასე იყო, ერთი ისპაჰანში გარბოდა, მეორე სტამბულში, მესამე კიდევ სხვაგან. ვიღაც-ვიღაცეებს უკავშირდებოდნენ და წერილებს აცხობდნენ. მაგრამ ყველაზე დიდ უსტარს 31 ოქტომბერს დაწერს ქართველი ხალხი და შალიკოს „ფანჩატურს" პოლიტიკურ მოუსავალში გაშვებს," - ასე ეხამურება პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციაში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებს.

თამთა ჩაჩანიძე
12.06.2020

სოცქსელების მომხმარებლები საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებენ, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს პირბადეები უკეთიათ, მათ შორის მინიმალური დისტანციაც კი არაა დაცული, მეტიც ტრანსპორტში სრული ჭედვაა, მომხმარებლები ამით შეშფოთებულები არიან და შიშობენ, რომ საქართველოში ამის გამო სომხეთის სცენარი არ განმეორდეს, ან ისევ კარანტინის რეჟიმში არ დავბრუნდეთ.

რეზონანსი
12.06.2020

თუ კონფლიქტის მოგვარება ან ტრანსფორმაცია გსურს, აუცილებლად უნდა იცოდე კონფლიქტის ისტორია, საიდან მოდის მისი ფესვები? რა გარემოებები ასაზრდოებდა კონფლიქტს? ვინ უწყობდა ხელს კონფლიქტის გაღვივებას და ვინ ეწინააღმდეგებოდა ამას? რამდენად ეფექტური იყო კონფლიქტის მოგვარების მედიაცია და ა.შ. კონფლიქტებთან, ისევე როგორც ბევრ სხვა პრობლემასთან მიმართებაში საქართველოში არსებული ინსტიტუციური მეხსიერების დეფიციტი ხელს უშლის საზოგადოების სრულფასოვნად განვითარებას, რაც, თავის მხრივ, აფერხებს მდგრადი მშვიდობის დამყარებას.

რეზონანსი
11.06.2020

ამერიკელი კონგრესმენების 120-გვერდიან კვლევას საქართველოს პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. მასში საუბარია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე. თუმცა, თვალში საცემია ის გარემოება, რომ ტექსტში ივანიშვილი მოხსენიებულია არა როგორც საქართველოს მმართველის პარტიის ხელმძღვანელი, ან ქვეყნის არაფორმალური მმართველი, არამედ როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე მილიარდერი, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ახდენს დესტაბილიზაციას.

ელზა პაპოშვილი
11.06.2020

აფხაზეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, რის შესახებაც ადგილობრივი მედია უკვე ღიად წერს. ინფორმაციას დე ფაქტო პრემიერი ანქვაბიც ადასტურებს და ამბობს, რომ შესაძლოა ე.წ. საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ივნისსა და ივლისში ხელფასები ვეღარ გადაუხადონ. 

მარი გოცირიძე
11.06.2020

 მთელ წყალტუბოში სოფელ გვიშტიბს გამორჩეული ადგილი უჭირავს. აქ 90 წლის წინ დიდი მწერალი - ოტია იოსელიანი დაიბადა. ოფიციალური სახლ-მუზეუმი ვერ დაარსდა, მაგრამ მისმა შთამომავლობამ თავადვე შექმნა სახლი-მუზეუმი სტატუსის გარეშე და იქაურობას ახალი სიცოცხლე შთაბერა. გარდა იმისა, რომ მწერლის ეზო-გარემო ბიოგრაფიულ ისტორიასთან გვაახლოებს, იგი რეგიონის კულტურის ცენტრი და იმერეთის სამეურნეო ტრადიციის გაცნობის ადგილიცაა. სამყარო, რომელშიც ოტია იოსელიანი ცხოვრობდა და ახლა ყოველდღიურად ასობით მნახველს მასპინძლობს, ორი ეპოქის იმერეთში გვამოგზაურებს.

თამთა ჩაჩანიძე
11.06.2020

„ოპოზიცია ერთიანი არაა იმ კონტექსტში, რომ ერთიანი სია არ გვაქვს. ჩვენ ერთიანი ვართ იმ კონტექსტში, რომ მაჟორიტარების შეთანხმება გვინდა. ამ ნაწილში პროცესი მიმდინარეობს და მე ვერ ვხედავ, რომ ამ განცხადებამ რაიმე საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამას", - ასე აფასებს „რეზონანსთან" „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წინა ხაზზე ბრძოლას აპირებს.

ია აბულაშვილი
11.06.2020

„მე ამ პარტიის წევრი არასდროს ვყოფილვარ, ვიყავი საინიციატივო ჯგუფის წევრი, მაგრამ ყრილობაზე არ მივსულვარ“ - ასე ეხმაურება გუბაზ სანიკიძე „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუშავილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გუბაზ სანიკიძე, დიდი ხანია, პარტიის წევრი აღარ არის.

თამთა ჩაჩანიძე
11.06.2020

„ისაა (უკრაინის) პრეზიდენტის უშუალო წარმომადენელი თუნდაც კორუფციის და რეფორმების სფეროში; მისი გავლენა გაცილებით დიდია, ვიდრე ნებისმიერი საშუალო რანგის ჩინოვნიკის. ამიტომ მისი ეს განცხადება, რომ ის ფრონტის წინა ხაზზე იქნება, რა თქმა უნდა გარკვეულ კითხვის ნიშნებს და უხერხულობებს აჩენს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელის რანგში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ის რომ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე წინა ხაზზე იბრძოლებს.

თამარ მუკბანიანი
11.06.2020

 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისათვის პენსიის დაანონსებული 30-ლარიანი ზრდა ძალაშია, თუმცა დეკემბერთან შედარებით, ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური მატება მხოლოდ 17 ლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ პენდემიის პერიოდში, სოციალური პაკეტები არაერთ ჯგუფს შეეხო, თუმცა პენსიონერებისათვის არავითარი ცალკე დახმარება არ ყოფილა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×