თამარ მუკბანიანი
04.06.2020

 საქართველოს ბიუჯეტი 5  წლის განმავლობაში, ახალაშენებულ კორპუსებში შეძენილ ფართებში იმ სესხებს დაასუბსიდირებს, რომელსაც მოქალაქეები 2020 წლის ბოლომდე აიღებენ. რატომ დასჭირდა მაღალშემოსავლიან სექტორს მსგავსი მხარდაჭერა და ეხმარება თუ მასთან აფილირებულ ბიზნესს მთავრობა? ამ კითხვის გარდა, არსებობს კიდევ ერთი მთავარი შეკითხვაც - შეაჩერებს თუ არა, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მოსალოდნელ ვარდნას ხელოვნური სტიმულირება?

ელზა პაპოშვილი
04.06.2020

გაერთიანებული ოპოზიციის თავზე შავი ღრუბელი გროვდება. როგორც ჩანს ოპოზიციაში უკვე დიდი ხანია საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან.  როგორი იქნება ოპოზიცია არჩევნებზე წარმოდგენილი? - კოალიცია, საერთო მაჟორიტარები თუ დამოუკიდებლად მონაწილეობა, ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა დაპირისპირების აშკარა ნიშნები ჩნდება. 

თამარ მუკბანიანი
04.06.2020

 ,,ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ ჯარიმების პატიების გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტი, რომლითაც ,,სითი პარკის“ მიერ დაწესებული ჯარიმები მოქალაქეებს უნდა ეპატიოთ, უკვე პარლამენტშია. სპეციალისტები და ოპოზიციონერი დეპუტატებიც, მიიჩნევენ, რომ სანქციები არალოგიკურად დიდია, თუმცა ახლა მისი ჩამოწერა წინასაარჩევნო სვლაა.

თამთა ჩაჩანიძე
04.06.2020

საქართველო ტურისტების მიღებისთვის ემზადება - ტურისტების მიღებას ასევე პროგნოზირებენ ისეთი ქვეყნებიც, სადაც ეპიდემიოლოგიური კუთხით განსაკუთრებით რთული სიტუაცია იყო. რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ტურისტების მიღება ქვეყნებისთვის და რა რისკებზე მიდიან ტურისტების მიღებით ისეთი ქვეყანები, რომელებიც კორონავირუსს მეტ-ნაკლებად კარგად გაუმკლავდნენ.

ია აბულაშვილი
04.06.2020

წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას სახელობის ეკლესია, რომელიც სვანეთში, სოფელ კალაში მდებარეობს, მე-10 საუკუნით თარიღდება. ეკლესია მოხატულია კვირიკესა და ივლიტას ცხოვრების სცენებით. კედელზე ასომთავრული წარწერა კი გვამცნობს, რომ ეკლესია მოუხატავს 1112 წელს ქართველ მხატვარ თევდორეს.

ელზა პაპოშვილი
04.06.2020

ქუჩური გარჩევა და სროლა ქუთაისში  მეეზოვესა და ბიზნესმენს შორის.  ქალაქის ცენტრში დაპირისპირება ბიზნესმენ გელა თოფურიასა და მეეზოვეს შორის გუშინ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. როგორც ბიზნესმენის მეზობლები „რეზონანსთან“ ამბობენ, მეეზოვე თოფურიას სახლთან საქმიანობდა, როდესაც ავტომობილით ის გარეთ გამოვიდა და მისი ნივთი შემთხვევით დააზიანა. თავადპირველად მათ შორის კონფლიქტი  სწორედ ამ ფაქტის გამო დაიწყო. შელაპარაკება მოხდა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.  

თამარ შუკვანი
04.06.2020

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა შევიდა - ამის შესახებ ინფორმაცია ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსს" მიაწოდა. მისივე თქმით, რუსები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში სამხედრო წარმომადგენლობას კიდევ ზრდიან. თუ რა ტექნიკაზეა საუბარი და რეალურად, რისთვის ემზადებიან ოკუპანტები, ამ დეტალებზე მაისაია საუბრობს.

თამარ შუკვანი
04.06.2020

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ოფიციალურად უკვე 6 თვეა არსებობს, მეცნიერებმა დღეს ცოტა რამ იციანი ამ ვირუსის შესახებ, თუნდაც, რამდენად იცვლის სახეს კლიმატური ზეგავლენისას და კლავს თუ არა მაღალი სიცხე კოვიდ-19-ს. დღევანდელ მედიცინას, რომელიც მაღალგანვითარებულ დარგად ითვლება, რეალური დასკვნების გაკეთება არ შეუძლია და რაიმე კონკრეტული მიღწევა ამ მიმართულებით, სამწუხაროდ არ გააჩნია.

ია აბულაშვილი
04.06.2020

"არა მგონია, "ოცნებამ" გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას, რაიმე არგუმენტი მოუძებნოს. ან, რატომ უნდა გადაგეს გახარია, ეს ჩემი აზრით არალოგიკური იქნება. თუმცა, "ქართული ოცნება" და ივანიშვილი ლოგიკას არ ექვემდებარება"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

თამთა ჩაჩანიძე
04.06.2020

თბილისში ყვავების ადამიანებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელშიც კი გავრცელდა. კადრებში კარგად ჩანს მათი აშკარა აგრესიულობა, რის გამოც შეშინებული მოქალაქეები ყვავებისგან თავის დაღწევას ცდილობენ და კივილ-წივილით გარბიან.

გვანცა წულაია
03.06.2020

 ოკუპირებული აფხაზეთის “მთავრობას” “საზღვრების” მეტად გაკონტროლების სურვილი გაუჩნდა. დე ფაქტო პრეზიდენტი “წესრიგის დამყარების” სურვილითა და კონტრაბანდის სრულად ხელში ჩაგდების მიზნით, “საზღვრებზე” სრული კონტროლის დაწესებას აპირებს. როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ასლან ბჟანიას სურვილი კონტრაბანდის გაკონტროლებითაა განპირობებული.

თამარ მუკბანიანი
03.06.2020

 მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით, ინფლაცია გაორმაგებულია და ამ სავალალო ნიშნულიდან ფეხის მოცვლას არ აპირებს. მაისის  მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების ზრდამ 6.5% შეადგინა. სპეციალისტები “რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ გაცილებით დიდია ინფლაცია საკვებსა და მედიკამენტებზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×