თამთა ჩაჩანიძე 02.06.2020

„ეს კლასტერი რა თქმა უნდა საშიში არაა იმისთვის, რომ სიტუაცია გაუარესებისკენ დრამატულად შეცვალოს... კორპუსის ჩაკეტვა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ ინფექციის რამდენად სწრაფი გავრცელება იქნება და დაავადებულებთან რამდენად ბევრი კონტაქტია" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, ე.წ. საბურთალოს კლასტერისაგან მომავალ საფრთხეებს.
|
თამარ შუკვანი 02.06.2020

კორონავირუსის გლობალური ეპიდემიისა და საზღვრების საყოველთაო პირობებში, პირველი ევროპული სახელმწიფო, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ დაუბრკოლებლად ჩასვლა, მონტენეგრო გახდა. ამასთან, საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებს არც კოვიდ-19-ზე ტესტირებას ჩაუტარებენ და არც სავალდებულო კარანტინში მოათავსებენ. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ფიქრობს, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ ეპიდვითარების კუთხით შესაძლო თავად მონტენეგროს შეუქმნას გარკვეული პრობლემები და არა იმ ქვეყნებს, საიდანაც მონტენეგრო ტურისტებს მიიღებს.
| |
ირაკლი ლომიძე 01.06.2020
რამდენიმე დღეა, ეკონომიკის რეცესიის პირობებში, ლარის კურსი სწრაფად მყარდება და ახლა 3,09-ის დიაპაზონშა. ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი ნიშნულია. ანალიტიკოსები ლარის გამყარების რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის ერთ-ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას უკავშირდება, სებ-ის მიერ ბაზრისთვის ფულის მიწოდებას ლარის ბონდების განაღდების მიზნით. იმავდროულად საუბარია სავალუტო ჯიხურების დახურვაზეც, რითაც ბანკებს კონკურენტი ჩამოაშორეს და კრიზისის პირობებში სავალუტო ოპერაციების მეტი შესაძლებლობა მისცეს.
|
ელზა პაპოშვილი 01.06.2020

7 თვიანი პაუხის შემდეგ, შესაძლოა სინოდი კვლავ შეიკრიბოს. რა იქნება სინოდის განხილვის თემები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი მსჯელობის მთავარი საგანი მეუფე პეტრეს საკითხი იქნება. გახდიან თუ არა მეუფეს საბოლოოდ ანაფორას და განკვეთავენ თუ არა მას ეკლესიიდან, ეს სინოდის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ.
|
ნინა გარდაფხაძე 01.06.2020
ემიგრანტების ნაწილი, რომელიც პანდემიის გამო საქართველოში დაბრუნდა, ახლა ავიამიმოსვლის აღდგენას ითხოვს და რეისების დანიშვნისთანავე სასწრაფოდ ევროპაში წასვლას გეგმავს. მიზეზი, რასაკვირველია , საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობაა. ემიგრანტების პრობლემები კი საქართველოს ეკონომიკაზე ასე აისახა: 2020 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 42,3%-ით შემცირდა და დაახლოებით 79,1 მლნ დოლარი შეადგინა.
|
ირაკლი ლომიძე 01.06.2020
იაფი ჰიდრორესურსების მიუხედავად, საქართველოში დენის ტარიფის შემცირების პერსპექტივა რეალურად არ არსებობს. ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი დაჟინებით ირწმუნება, რომ დენის გადასახადის დაწევა შესაძლებელია, მაგრამ ტენდენცია მუდმივად ზრდისკენაა. საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის სიძვირითაც გამორჩეულია.
|
ელზა პაპოშვილი 01.06.2020

უკანონო პატიმარი თუ ე.წ. კანონიერი ქურდი - ვინ არის მინდია გორაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში მეტსახელად „ლავას ოღლ ბატუმსკად“ მოიხსენიებენ. 39 წლის ბათუმელი გორაძის მხადასაჭერად 1-ელ ივნისს მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან გამართეს. მანამდე კი აჭარის ტელევიზიასთან და თურქეთის საელჩოსთან იმყოფებოდნენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.06.2020

რუსეთი კოვიდ-19-ის სამკურნალოდ ქვეყანაში ახალი მედიკამენტის ჩაშვებას იწყებს - ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატი „ავიფავირი" დაარეგისტრირა, რომლის საავადმყოფოებში გამოყენებას 11 ივნისიდან დაიწყებენ, ქვეყანა იმედოვნებს, რომ ამ გზით რთული ეპიდვითარებიდან გამოვა, ჯანდაცვის სისტემას შეამსუბუქებს და ნორმალურ ეკონომიკურ რიტმში დააბრუნებს.
|
თამარ შუკვანი 01.06.2020

თუკი გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, 8 მარტის შეთანხმებას ოპოზიცია ჩაშლილად გამოაცხადებს. ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლებას გარკვეულ დროს აძლევენ, - საარჩევნო სისტემაში საკანონდებლო ცვლილებების პირველ მოსმენამდე, რომელიც 21 ივნის გაიმართება, რურუამ საპატიმრო უნდა დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რაც ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, თავად ოპოზიციას აყენებს წამგებიან პოზიციაში.
|
თამარ შუკვანი 01.06.2020

აშშ-ში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო ტალღა არ ცხრება, რამაც ფართმოსაშტაბიანი სახე მიიღო, - რამდენიმე ქალაქში სიტუაცია ქაოსის დაწყების ზღვარზეა. მომიტინგეები რასიზმს აპროტესტებენ. ამასთან, ეს იმ უმუშევარი ხალხის მასაცაა, ვინც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგდა. თუკი ვითარება არ დასტაბილურდება, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ პროცესი შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს და ეს იყოს იმედგაცრუებული და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხალხის გლობალური ქაოსის დასაწყისი.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.06.2020

ბოლო სამი დღის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის მკვეთრი მატება შეინიშნება, ინფექციონისტები ამ ფაქტს ვირუსის იმ ფორმებს უკავშირებენ, რომელსაც კლინიკური ნიშნები არ აქვს, ხოლო პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა კი ამაში მეორე ტალღის საფრთხეს ხედავს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|