თამარ შუკვანი
03.06.2020

მიმდინარე წლის წინასაარჩევნო კამპანია მალე აქტიურ ფაზაში შევა, სადაც, ანალიტიკოსთა ნაწილის თქმით, ოპოზიციის მთავარი გზავნილები და დაპირება უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის შექმნა იქნება. ახალი კორონავირუსის პანდემიამ ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შექმნა და სწორედ ამ კრიზისის დაძლევის ერთგვარ გეგმაზე გააკეთებს აქცენტს ოპოზიცია. ის ეცდება მთავარი ბერკეტი ამ კუთხით აამუშაოს და, ხელისუფლებასთან შედარებით, უპირატესობაც მოიპოვოს.

თამთა ჩაჩანიძე
03.06.2020

„მათი პოლიტიკაში შემოსვლა კარგს არაფერს მოიტანს. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ დღევანდელი წინასაარჩევნო პროცესი ძალიან წააგავს გერმანიის ვაიმარის რესპუბლიკის ბოლო არჩევნებს. ღმერთმა არ ქნას, რომ სიტუაცია დაპირისპირებამდე მივიდეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „ქართული მარშის" პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში ჩართვას.

გვანცა წულაია
03.06.2020

 ბოლო დღეებია, ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით გამოკვეთილად დადებითი ტენდენციებია. პანდემიის პირობებში გაუფასურებული ლარი თავის პოზიციებს იბრუნებს. მთავარია, ეროვნული ვალუტა 3.0-იან ნიშნულს ჩამოსცდეს და ახალი წონასწორული კურსი დიდხანს შენარჩუნდეს. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარს გამყარებაში ეკონომიკური გამოცოცხლება ეხმარება.

ელზა პაპოშვილი
03.06.2020

თურქეთის დაკავებული მოქალაქეები თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. იარაღის უკანონო ტარებისა და საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ 9 პირს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც გირაოს ითხოვდა.

ია აბულაშვილი
03.06.2020

მოწამეთას სამონატსრო კომპლექსი, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია, ქუთაისიდან 6 კილომეტრში, სოფელ მოწამეთას ახლოს მდებარეობს. მონასტერი გალავნით არის შემორტყმული და დგას კლდოვან-ტყიან მთაზე. აქ ადრე ციხე-ქალაქი ყოფილა, სადაც იდგა ხარების ეკლესია, რომელიც 735-737 წლებში მურვან ყრუმ დაანგრია. მოწამეთას მონასტრის დაარსების ისტორია არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს უკავშირდება. ძმებმა მურვან ყრუს ლაშქარს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და მოწამებრივად აღესრულნენ. დავითი და კონსტანტინე დაკრძალეს ხარების დანგრეული ეკლესიის აკლდამაში. მე-11 საუკუნეში მეფე ბაგრატ მეოთხემ აქ მონასტერი ააგო და წმინდანები გადმოასვენა. ამ ადგილს კი მოწამეთა ეწოდა.

ია აბულაშვილი
03.06.2020

„ეს იყო დროებითი გაერთიანება და ნათელაშვილის ფანჩატური დარჩა ფანჩატურად. სხვა პერპექტივა არ ჰქონდათ, რადგან ყველა მათგანს აქვს მხოლოდ უაზრო პრეტენზიები პირველობაზე" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა „გაერთიანებულ ოპოზიციაში" საერთო მაჟორიტარების პროექტის ჩავარადნის პროცესს.

თამთა ჩაჩანიძე
03.06.2020

მეზობელ სომხეთში ეპიდვითარება კვლავ კრიტიკულია, 3 ივნისის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაიცვალა 12. ამ დროისათვის დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 524-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 170-ს მიაღწია.

ელზა პაპოშვილი
03.06.2020

საზარელი შემთხვევა გლდანულაში - პოლიცია ახლა იმ ადამიანს ეძებს, ვინც ახალშობილი კორპუსთან მდებარე ურნაში დატოვა. დილიდან გლდანულაში ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ისინი  სისხლის კვალს, რომელიც, სავარაუდოდ, ახალშობილის უნდა იყოს,  კორპუსიდან 150 მეტრიდან მოშორებით მოსდევდნენ. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, არის თუ არა დაკავებული ამ საზარელი დანაშაულისთვის ვინმე და რა მოხდა რეალურად.

თამარ შუკვანი
03.06.2020

მაჟორიტარების ერთიან კანდიდატებზე კონსულტაციები ოპოზიციაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ დრომდე უცნობია, ოპოზიციური სპექტრი რამდენად შეძლებს საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ საბოლოოდ დაწყებული მოლაპარაკება ჩაიშლება და ოპოზიციური პარტიები კონსენსუნსს ვერ მიაღწევენ. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის საერთო კანდიდატის პრაიმერის წესით შერჩევის საკითხიც.

ია აბულაშვილი
03.06.2020

„ე.წ. ოპოზიციას დღეის მდგომარეობით ნამდვილად არ ჰაყვს ლიდერი, რომელსაც საკმარისი ქარიზმა ექნება მოახდინოს მასების მობილიზება. სააკაშვილს დარჩა ტრადიციულად თავისი 10-12%. სხვას ესეც არ გააჩნია, ბოკერია-უგულავას პარტიას საერთოდ ნულოვანი რეიტინგი აქვს, სხვებზეც იგივე შეიძლება ითქვას. ამ პირობებში, თუ "ოცნებამ" უშუალოდ არჩევნების წინ რაიმე დიდი სისულელე არ ჩაიდინა და პოლიტიკური ხარაკირი არ გაიკეთა, შეუძლია გაიმარჯვოს" - ასე აფასებს პეტრე მამრაძე არჩევნებამდე ქართულ პოლიტიკაში შექმნილ ატმოსფეროს.

თამარ შუკვანი
03.06.2020

ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე 100-ზე მეტი კომპანია მუშაობს და მისი გამოცდა ადამიანების ჯგუფზე უკვე მიდის. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა იმაზე უფრო ადრე შეიქმნება, ვიდრე მოსალოდნელია. მედიკოსების შეფასებით, ვაქცინის შექმნა ახალი ვირუსის მაღალი ლეტალობის გამო მიდის დაჩქარებული ტემპით და სანამ კორონავირუსის ვაქცინის ეფექტურობა და უკუჩვენებები არ იქნება ცნობილი, საქართველომ მისი გამოყენება არ უნდა იჩქაროს.

თამარ მუკბანიანი
02.06.2020

 ნავთობის ფასმა, ისტორიული მინიმუმის შემდეგ, სწრაფი ზრდა დაიწყო. “ბრენტის”  ტიპის საწვავის ფასი ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე უკვე 36-39 აშშ დოლარს გადასცდა. ფასის მატებას გაზრდილი მოთხოვნითა და ოპეკ-ის მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებით ხსნიან ანალიტიკოსები. მიუხედავად მსოფლიო ბაზრის ტენდენციისა, ამ ეტაპზე ფასის მატება საქართველოს საცალო ქსელში მხოლოდ 7-10 დღის შემდეგაა მოსალოდნელი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×