თაკო მათეშვილი
08.09.2016

 პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა ბუნებრივს უწოდებს იმ ფაქტს, რომ არჩევნებამდე 2 თვით ადრე პარტიები ბიზნესმენებისაგან საკმაოდ მსუყე შემოწირულობებს იღებენ.

მისი აზრით, არც ისაა გასაკვირი, რომ შემოწირულობების უდიდესი ნაწილი სახელისუფლებო პარტიისაკენაა მიმართული და "ქართულ ოცნებას" კონკურენტებთან შედარებით ბევრად მეტი თანხა ხვდება.

ია აბულაშვილი
08.09.2016

 "არსებობს იმის ალბათობა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ ორმა პარტიამ - "ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" - გადალახოს ბარიერი. მაგრამ  არის იმის ალბათობაც, რომ ბარიერი თუნდაც მცირე სიდიდით კიდევ ორმა-სამმა პარტიამ გადალახოს" - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თიკო ოსმანოვა
08.09.2016

 "ქართული ოცნება" რეგიონში მაჟორიტარი კანდიდატების შეცვლას აგრძელებს - ამჯერად მმართველმა პარტიამ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ჭკუასელი ახალი კანდიდატით ჩაანაცვლა. მის ნაცვლად დეპუტატობისთვის ნინო წილოსანი იბრძოლებს.

გვანცა ღვედაშვილი
08.09.2016

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს ძველი პარლამენტი ვეღარ აირჩევს. მათი დამტკიცება უკვე ახალ შემადგენლობას მოუწევს, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებზე გაირკვევა. 

გუშინ პარლამენტის პლენარული სხდომა იყო ჩანიშნული, რომელიც კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა უკვე მე-6 გადაიდო.  

მარი ჩიტაია
07.09.2016

 მიწის რეგისტრაციის რეფორმის პირველი ეტაპი წარმატებული აღმოჩნდა. 1-ლი აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 განცხადება შევიდა. მიღწეული შედეგით, რომელიც ჯერჯერობით 1 თვის მონაცემს ასახავს, იუსტიციის მინისტრი კმაყოფილია და მის განწყობას ქართველი ექსპერტებიც იზიარებენ, თუმცა პროექტთან დაკავშირებით სკეპტიკურ დამოკიდებულებას მაინც იჩენენ. 

ელზა წიკლაური
07.09.2016

საწვავის ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა, არაბრენდული ავტოგასამართი სადგურების რიცხვი თითქმის მსხვილი კომპანიების მფლობელობაში არსებულის აგს-ების რაოდენობას გაუტოლდა.  კონკურენციამ მოიმატა ფარმაცევტულ ბაზარზეც, არაბრენდული აფთიაქები დედაქალაქის ყველა უბანში იხსნება. მანამდე თბილისში ერთიმეორეს მიყოლებით ჩნდებოდა ახალი სუპერმარკეტებიც.

მარი ჩიტაია
07.09.2016

 სამომხმარებლო ბაზარზე ფასლიფიკაციის რისკი დიდია, მაგრამ გამოვლენილი ფაქტები სულ რამდენიმეა. სურსათის სფეროში ძნელად მოიძებნება ისეთი მიმართულება, სადაც ეს პრობლემა არ არის. სპეციალისტების შეფასებით, ფალსიფიკაციის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა ყავა, თაფლი და ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი, რომლის დიდი ნაწილი სამომხმარებლო ბაზარზე სუროგატი ნედლეულისგან არის დამზადებული.

მარიამ აფციაური
07.09.2016

 თბილისში მცხოვრებლებს გარედან შემომავალი პიროტექნიკის, მუსიკის, მანქანებისა და მოტოციკლეტების გამაყრუებელი ხმა დღემდე აწუხებთ. ამას თან ერთვის რესტორნებიდან გამოსული ხალხის ორომტრიალი. მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარი უფლების დაცვასა და წლების წინ ხმაურთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტის სისრულეში მოყვანას ითხოვს.

ლიკა გურაბანიძე
07.09.2016

მერია აცხადებს, რომ ძველი თბილისის 8 ქუჩაზე საფეხმავლო ზონა მოეწყობა და ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტება.

სალომე სარიშვილი
07.09.2016

 მმართველი ძალა წინასაარჩევნო პერიოდში გარკევულ დაძაბულობას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციების მოწყობა აქვს დაგეგმილი. თავად "ნაციონალები" კი ამბობენ, რომ არჩევნებში "ოცნების" წაგება გარდაუვალია, ამიტომ მას წინასაარჩევნო პროცესის აბსურდული ბრალდებებით წარმართვა აქვს გადაწყვეტილი. ექსპერტებში კი ამ საკითხზე აზრთა სხვაობაა, ისინი ორი შესაძლო სცენარის განვითარებაზე საუბრობენ.

სალომე სარიშვილი
07.09.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთ პრობლემად პარტიებში "საკადრო შიმშილს" მიიჩნევს. მისი თქმით, ეს ეხება როგორც მმართველ ძალას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. ფიქრობს, რომ უმეტეს შემთხვევაში საზოგადოება მის რეგიონსა თუ უბანში წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს საერთოდ არ იცნობს, რაც ხელს არც მმართველ ძალას და არც ოპოზიციურ სპექტრს არ აძლევს.

სალომე სარიშვილი
07.09.2016

 "ბატონ ბიძინას არასდროს დაუმალავს, რომ დავით უსუფაშვილის გადაბირება უნდოდა და ასეთ შემთხვევაში ყველაფერს ჰპირდებოდა. ასე ვთქვათ, როგორც ოქროს თევზი, ისე იყო. სწორედ იმიტომ, რომ ეს არ გამოუვიდა, ივანიშვილი გაღიზიანდა, თუმცა ვერ გეტყვით, ბოლო ხანების განცხადებები და "რესპუბლიკელებზე" შეტევა რამ გამოიწვია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×