თიკო ოსმანოვა 07.09.2016
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს მის შევიწროებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კალაძე "ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების" პოზიციიდან ებრძვის.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.09.2016
|
გვანცა ღვედაშვილი 07.09.2016
|
თიკო ოსმანოვა 07.09.2016
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას ამჯერად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს. მან 2010 წელს მას და ქიბარ ხალვაშს შორის დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიის წილები რეალურად ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა, ქიბარ ხალვაში კი მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
|
მალხაზ გაგუა 07.09.2016
ბოლოდროინდელი კვლევები ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუებულია და ეს ნოყიერ ნიადაგს უქმნის საპარლამენტო არჩევნებზე გამავალ დამოუკიდებელ კანდიდატებს. როგორც ერთ-ერთი მათგანი, ხობის მაჟორიტარობის უპარტიო კანდიდატი ვილენ სერგია ამბობს, მართალია, მსხვილი პარტიების კანდიდატებს ერთგვარი ფორა აქვთ იმ კუთხით, რომ მათ ზურგს უმაგრებს პარტიული სტრუქტურები და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფინანსური რუსურსი, არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლასაც აქვს ერთგვარი პლუსი, რადგან ეს კანდიდატს მოქმედების მეტ თავისუფლებას აძლევს.
|
მარი ჩიტაია 06.09.2016
საქართველოში ავტოგაზის ფასი თვითნებურად მატულობს. ყველა გაზგასამართ სადგურში ბუნებრივი აირი 10 თეთრით გაძვირდა. კომპანიების უმეტეს ნაწილში არ იციან, რატომ გაზარდა მომწოდებელმა ტარიფი, როცა მის გაიაფებასაც კი ელოდნენ. მით უმეტეს, როდესაც ბოლო დროს ბენზინის ფასმა დაიკლო და ლარმაც შედარებით სტაბილურობისკენ აიღო კურსი.
|
რეზონანსი 06.09.2016
საქართველოს რეგიონების ნაწილი უწყლობის გამო იტანჯება, ხოლო ვისაც წყალი აქვს, ზემაღალი ტარიფის გამო ჩივის. ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს 1 კბ/მ წყალში 50 თეთრის გადახდა უწევს. სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში იმაზე ბევრად მეტი რესურსია, ვიდრე მოთხოვნა არსებობს, შესაბამისად, წყალი გაცილებით იაფი უნდა ღირდეს. თუმცა, არასწორად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო, ტექნიკური დანაკარგი მაღალია, რაც ტარიფის ზრდას იწვევს.
|
ელზა წიკლაური 06.09.2016
წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლის გულის მოგებას გულუხვი დაპირებებითა და "მოსახლეობის კეთილდღეობაზე მორგებული" სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებით ცდილობენ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათი დაპირებები უტოპიურია. წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტების დიდი ნაწილი გამოკვეთილ მემარცხენეებად იქცევიან და მოქალაქეებს თუ ბიზნესს საგადასახდო ტვირთის მკვეთრად შემცირების პირობას აძლევენ. ისედაც მწირი ბიუჯეტის მქონე ქვეყნისთვის ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა.
|
მარიამ ხიდაშელი 06.09.2016
ლექტროენერგიის დეფიციტი ყოველთვიურად იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა რუსეთის ელექტროენერგიაზე უფრო მეტად დამოკიდებული ხდება. ზამთარში ყველაზე საიმედო ჰიდროსადგურის - ენგურჰესის - დენი მთლიანად აფხაზეთის რეგიონს მიაქვს, დანარჩენი საქართველო კი დეფიციტს იმპორტით ივსებს.
|
ელზა წიკლაური 06.09.2016
რუსეთში სიმდიდრე ყველაზე არათანაბრადაა გადანაწილებული. იქ ქონების 88%-ს მილიარდერები და მილიონერები ფლობენ. ყველაზე თანასწორები იაპონელები არიან, სადაც მილიონერები ქვეყნის საერთო სიმდიდრის 22%-ს აკონტროლებენ. საქართველოში კი ქონების გადანაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. ექსპერტული გათვლებით კი, უკვე გადანაწილებული ქონების მიხედვით, მილიონერები ქონების 40-45%-ს ფლობენ.
|
მარი ჩიტაია 06.09.2016
ახალი სასწავლო წლის მოახლეობა სავაჭრო ობიექტებს ნაწილს დაეტყო, ნაწილი კი კვლავ კლიენტების გააქტიურებას ელის. ბავშვთა ტანსაცმლის მაღაზიებსა და ბაზრობებზე მოთხოვნამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10-15%-ით მოიმატა. საკანცელარიო ნივთების შეძენას კი მომხმარებელი ჯერაც არ ჩქარობს. ამ ბიზნესის წარმომადგენლები გაყიდვის სიმცირეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რეალიზაციის მაჩვენებლის გაუმჯობესება ჯერჯერობით ვერ შეძლეს.
| |
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|