თიკო ოსმანოვა 09.09.2016
მაშინ, როცა საქართველოში დაგეგმილი მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2016 იწყებოდა, რუსეთში დაუგეგმავად სამხედრო წვრთნები დაიწყეს. რუსეთსა და საქართველოში ფართომასშტაბიანი და ძალიან მნიშვნელოვანი წვრთნების ფაქტობრივად ერთდროულად ჩატარება დამთხვევა რომ არაა, ამაზე ყველა თანმხდება.
სამხედრო სპეციალისტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული წვრთნები ცოტათი უფრო ადრე დაიწყო, ის რეალურად საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე სწავლების პასუხია და თანაც საკმაოდ შთამბეჭდავი პასუხი.
|
ლიკა გურაბანიძე 09.09.2016
"ამ ვიზიტს წინასაარჩევნო აქციად ნუ მოვნათალავთ. ამ ღონისძიების ჩასატარებლად მუშაობა დიდი ხანია, დაწყებულია. ეს საქართველოს მხარდაჭერაა და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის," - ამის შესახებ "რეზონასს" საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განუცხადა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით
|
თიკო ოსმანოვა 09.09.2016
"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები არიან საბჭოთა სახეები და ბიზნესმენები, რომლებიც პარლამენტში ერთადერთი რამისთვის მოდიან - საკუთარი ბიზნესი შეინარჩუნონ და ამისათვის სასათბურე პირობები ჰქონდეთ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია.
|
გვანცა ღვედაშვილი 09.09.2016
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ათეულის ქმედითუნარიანობა, პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, არჩევნების შემდეგ გამოჩნდება.
|
თიკო ოსმანოვა 09.09.2016
"ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთი მნიშვნელოვანი რამ, ის ყოველთვის აერთიანებს ოპოზიციას - 2011 წელს მან ოპოზიცია გააერთიანა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ახლა კი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ", - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს. ამბობს, რომ ივანიშვილმა ტონი თუ არ შეარბილა, ეს "ქართული ოცნების" რეიტინგზე ძალიან ცუდად იმოქმედებს.
|
ლიკა გურაბანიძე 08.09.2016
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლებში მე-12 კლასის გაუქმების შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. "მე-12 კლასის გაუქმება არ მოხდება. იგეგმება, რომ ბოლო ორ კლასში (მე-11-12) იყოს უმაღლესისთვის გაძლიერებული მომზადება," - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
|
მამუკა ნაცვალაძე 08.09.2016
V საუკუნე გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში. ვახტანგ გორგასლის პოლიტიკურმა ალღომ და გამჭრიახობამ სულ სხვა რელსებზე დააყენა ჩვენი ქვეყანა - ფილიგრანულმა პოლიტიკამ შეაძლებინა ქართლს არა მარტო საკუთარი ინტერესები დაეცვა ურთულესი საერთაშორისო ვითარებისას, არამედ თავად ეკარნახა სასურველი პოლიტიკა ირანისა და ბიზანტიისთვის.
|
თიკო ოსმანოვა 08.09.2016
პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას ნატო-ში შესვლამდე საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ სამხედრო ექსპერტები არარეალურს უწოდებენ და ამას რუსეთის ფაქტორით ხსნიან.
|
ელზა წიკლაური 08.09.2016
ნავთობკომპანიებისა და კონკურენციის სააგენტოს დავა 1 წლისა და 2 თვის შემდეგაც პირველი ინსტანციის სასამართლოს ჯერ არ გასცდენია. იმის გამო, რომ საქმე საკმაოდ მოცულობითია, სასამართლოში მისი განხილვის დროში გაწელვა არც კომპანიებისთვის და არც ეკონომისტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ამას ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე მოსამართლეების მცირე რაოდენობა ემატება. აფბა-ში არ გამორიცხავენ, რომ პროცესი არათუ პირველ, არამედ მეორე და მესამე ინსტანციაშიც კი ძალიან გაიწელოს.
|
მარი ჩიტაია 08.09.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, ძირითადი საშუალებების იმპორტი დღგ-ს გადასახადისგან სრულად გათავისუფლდეს, სპეციალისტების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ერთ-ერთი ვერსიით, ქვეყანაში სამეწარმეო გარემო შეიძლება გაუმჯობესდეს, თუმცა დღგ-ს გადასახადის დიფერენცირება გახდება საჭირო. განსახვავებული მოსაზრებით კი, "საგადასახადო კოდექსში" ახალი ჩანაწერი რეალურად ვერ გამოასწორებს სიტუაციას, პირიქით, შეიძლება ამით სამეწარმეო გარემო დამძიმდეს კიდეც.
|
მარი ჩიტაია 08.09.2016
რეგიონებში უძრავი ქონების ბაზარზე ფასიც და მოთხოვნაც შემცირებულია. ერთადერთი გამონაკლისია ბათუმი, სადაც სამშენებლო სექტორი განვითარებას ახერხებს და ისიც უცხოელი მოქალაქეების ხარჯზე. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, საცხოვრებელი ბინების გაყიდვის ნახევარი უცხოელ მოქალაქეებზე მოდის.
|
სალომე სარიშვილი 08.09.2016
დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნების" პარტნიორად უფრო "პატრიოტთა ალიანსი" უნდა მოვიაზროთ. ყოველ შემთხვევაში საარჩევნო პროცესის ლოგიკა აქეთკენ გვიბიძგებს," - ასე აფასებს ექსპერტთა ნაწილი "ქართული ოცნების" მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარს იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|