გვანცა ღვედაშვილი
14.09.2016

 ბიძინა ივანიშვილმა თავის თავსა და იმიჯს მიაყენა დარტყმა იმით, რომ პოლემიკაში შევიდა პარტიასთან, რომელსაც, მისი თქმით, 1% თუ 0.5% აქვს, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი. 

ნინო ქეთელაური
14.09.2016

 პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" გუშინ კიდევ ერთმა ცნობილმა სახემ, გიორგი რუხაძემ დატოვა, რომელიც ამბობს, რომ ამ მოძრაობის ლიდერი პაატა ბურჭულაძე ფაქტობრივად უკვე აღარ არის და მას რეალურად "გირჩიდან" პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ, ეს უკანასკნელი კი ბიძინა ივანიშვილის ინტერესს ემსახურება.

ლიკა გურაბანიძე
14.09.2016

 "ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ მან ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე არა საზოგადოების, არამედ კოჰაბიტაციის დამკვეთთა სასარგებლოდ გაიარა," - აცხადებს "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ნინო ქეთელაური
14.09.2016

 საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბლოკ "თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს" რეგისტრაციის აღდგენა დაევალა.

თაკო მათეშვილი
14.09.2016

 პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე წინასაარჩევნოდ პროვოკაციების, ინციდენტებისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ რიგი პარტიები ამისთვის სპეციალურად მუშაობენ.

მისი აზრით, ეს არც არჩევნების შემდეგაა გამორიცხული. 

მარი ჩიტაია
13.09.2016

 გაზგასამართი სადგურები მძღოლებს ყოველ ნაბიჯზე ატყუებენ. გარდა იმისა, რომ აირბალონებს დაუშვებლად მაღალ ატმოსფეროზე ტუმბავენ, გაზგასამართ ობიექტებში სისტემა ტექნიკურადაც ისეა მოწყობილი, რომ მყიდველი შეძენილი აირის მოცულობასა და ფასშიც მოტყუვდეს. თბილისში აირბალონები ყველგან 220-230 ატმოსფეროზე იტუმბება, ხოლო რეგიონებში ეს მაჩვენებელი 250-260 ატმოსფეროსაც აღწევს, რაც უსაფრთხოების ნორმის უხეში დარღვევაა და ნებისმიერი ასეთი შემთხვევა შესაძლოა, ფატალური შედეგითაც დამთავრდეს.

ნინო მეტრეველი
13.09.2016

 ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ ერთ ადგილზე გაიყინა, არადა, ფინანსისტების ნაწილი წინასაარჩევნოდ ლარის გამყარებას ვარაუდობდა. ასეთი მოლოდინი იყო საზოგადოებაშიც. ის კი არა ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა ცოცვა-ცოცვით გაუფასურდა კიდეც. ამიტომ მოსახლეობა შიშობს, რომ არჩევნების შემდეგ ლარის გაუფასურება განახლდება, რადგან მათ ყველა იმედი გაუცრუვდათ და ირგვლივ ვერაფერ სანუგეშოს ვერ ამჩნევენ.

ნატა გიორგაძე
13.09.2016

 საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა კერძო სექტორში 20 ლარს, ხოლო საჯარო სექტორში 135 ლარს შეადგენს. თანაც, ეს მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებულებითაა განსაზღვრული და მასზე ჩანაწერი კანონში არ არსებობს. ამიტომ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და სახალხო დამცველის აპარატი მთავრობას რეკომენაციას აძლევს და კანონში "მინიმალური ხელფასის" შესახებ ჩანაწერის გაკეთებას სთავაზობს. რაც შეეხება მინიმალური ხელფასის ოდენობას, პროფკავშირებშიც და ომბუდსმენის აპარატშიც მიაჩნიათ, რომ მისი დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამმხრივი კომისიის რეკომენდაციები-კონსულტაციები და მისი კორექტირება პერიოდულად, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესაბამისად უნდა ხდებოდეს.

მარიკა გოგოხია
13.09.2016

 ყოფილი ბიზნესმენი თამაზ ხუხაშვილი კუთვნილი ქონების უკანონოდ წართმევაში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს. ის ბრალს სდებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კახა დამენიას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. ბიზნესმენი წართმეული ქონების კომპენსაციასაც ითხოვს, რომლის ჯამური ოდენობა 210 000 აშშ დოლარია.

მარიამ ხიდაშელი
13.09.2016

 ნავთობპროდუქტების იმპორტის რამდენიმეთვიანი ზრდა აგვისტოში დასრულდა. იმპორტიორებმა საქართველოში 37 ათასი ტონით ნაკლები ნავთობპროდუქტები შემოიტანეს. გარკვეულწილად, ეს ფაქტი უკავშირდება იმასაც, რომ აჭარიდან თურქეთის მოქალაქეებმა ბენზინისა და დიზელის გადატანის მასშტაბები შეამცირეს.  პარალელურად, მცირედით გაიზარდა ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე, თუმცა ამ პროცესს საქართველოს საცალო ქსელში გავლენა არ მოუხდენია.

ელზა წიკლაური
13.09.2016

 საქართველოში უმუშევრობის პრობლემა დღემდე მწვავედ დგას.  ამიტომაც, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების მხრიდან "დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის" დაპირება ერთ-ერთ მთავარ პუნქტად იქცევა. ამჯერადაც, პარტიები ჩვეულ სტილს არ ღალატობენ და გამარჯვების შემთხვევაში ათეულობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნის პირობას დებენ. ზოგი 135 ათასზე საუბრობს, ზოგი - 200 ათასზე, ზოგიერთის სურვილი უფრო ამბიციურია და მომავალი 4 წლის განმავლობაში დამატებით 250 ათასი ადამიანის დასაქმებაზე აკეთებს გათვლას.

ელზა წიკლაური
13.09.2016

საქართველოში ექიმების მიერ ზედმეტი მედიკამენტების გამოწერის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ხმამაღალი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა, პაციენტები ისევ ჩივიან, რომ ექიმები ბევრი წამლის გამოწერას კვლავ არ ერიდებიან. სპეციალისტების თქმით, პრობლემა იმ დრომდე იარსებებს, ვიდრე კლინიკა, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანია ერთი ჯგუფის ხელში იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×