სალომე სარიშვილი
15.09.2016

 მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ხმის დაფიქსირებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებიც აპირებენ. საამისოდ მათ შესაბამისი დოკუმენტაცია (პასპორტი ან დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) დასჭირდებათ, რაც დე ფაქტო საზღვრის გადმოსაკვეთადაა აუცილებელი. 

თიკო ოსმანოვა
15.09.2016

 საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს მორიგ ბრალდებას უყენებს. ამბობს, რომ შეიძლება, მის უსაფრთხოებას პრობლემა შეექმნას და ამაში ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს. აცხადებს, რომ ამის შესახებ ყველა მხრიდან უთვლიან.  

თაკო მათეშვილი
15.09.2016

 პოლიტოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია წინასაარჩევნოდ პარტიების რეიტინგებს აფასებს და ამბობს, რომ შედეგები, რომელთაც კვლევები დებენ, რეალობას ნაკლებად ასახავს.

გვანცა ღვედაშვილი
15.09.2016

 პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ძალებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, იმ ადგილზე, სადაც ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების ამომრჩევლებთან შეხვედრა იქნება დაგეგმილი, სხვა ძალების წევრები და მათი მხარდამჭერები არ უნდა მივიდნენ.

ნინო ქეთელაური
15.09.2016

 ინტერნეტში სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს "გირჩის" იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. ჩანაწერში ბურჭულაძე პასუხობს, რომ "მსგავსი რამ არ ხდება".

მარი ჩიტაია
14.09.2016

 საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. მთავრობა ამით ექსპორტის გაზრდასა და წარმოების სტიმულირებას ცდილობს. როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ეს პროცესი სამომავლოდ გარკვეულ მოგებას მოგვცემს.

მარი ჩიტაია
14.09.2016

 საბანკო სექტორში ტოტალური გამსხვილების პროცესის პარალელურად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბანკებად გარდაქმნა იწყება. მიკროსაფინანსოებს კომერციული ბანკის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი კაპიტალი გააჩნიათ, მთავარია, სურვილი ჰქონდეთ. ამ რამდენიმე ხნის წინ საფინანსო ბაზარზე მსგავს ტენდენციას საფუძველი "ფინკა ბანკმაც" მისცა, რომელიც მანამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოადგენდა.

ელზა წიკლაური
14.09.2016

 ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა საგანგაშოდ იზრდება. საქართველოს უარყოფითმა საგარეო სავაჭრო ბალანსმა იანვარ-აგვისტოში უკვე 65%-ს მიაღწია. იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტის მაჩვენებელი არ გაიზარდა, უახლოეს მომავალში ეს ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობას საფრთხეს შეუქმნის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამისათვის აუცილებელია რეალური სექტორის განვითარება და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება. სხვა შემთხვევაში, ყველა სახელმწიფო რესურსი წყალში გადაყრილი აღმოჩნდება.

ვახტანგ შამუგია
14.09.2016

 დნესტრისპირელი სეპარატისტები, მათი ცხინვალელი "კოლეგების" მსგავსად, რეფერენდუმისათვის ემზადებიან. საზოგადოებას მოუწევს გადაწყვიტოს, სურს თუ არა თავისი, არაღიარებული სახელმწიფო წარმონაქმნის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა.

მარიამ აფციაური
14.09.2016

 წლევანდელი ზაფხული თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა - ასე ფიქრობს რესპონდენტების დიდი ნაწილი. მათ სრულფასოვნად დასვენება სხვადასხვა მიზეზით (მათ შორის, სოციალური მდგომარეობისა და არამდგრადი ამინდების გამო) ვერ შეძლეს. ბევრმა მთელი ზაფხული სულაც სამსახურში გაატარა. უმეტეს შემთხვევაში, შვებულებაზე უარის თქმა სამუშაო ადგილის დაკარგვის შიშითა და დამსაქმებლის მხრიდან შრომითი პირობების დარღვევით იყო გამოწვეული.

თაკო მათეშვილი
14.09.2016

 ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა,  შინაგან საქმეთა მინისტრმა და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ამაზე უკვე არაერთხელ ისაუბრეს.

სალომე სარიშვილი
14.09.2016

 დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პროცესის აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად, ქვეყანაში პრორუსული ძალების გააქტიურება იგრძნობა, რომელთა მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების არალეგიტიმურად ცნობაა. მისი აზრით, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, რაზეც, სამოქალაქო სექტორთან ერთად, მედიამ აქტიურად უნდა იზრუნოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×