თიკო ოსმანოვა 20.09.2016
"ქართული ოცნების" კანდიდატის ზაზა ხუციშვილის თქმით, მოსახლეობა მმართველი პარტიის მიმართ დადებითად არის განწყობილი. მისივე თქმით, ქვეყანა წინ მიდის და ვითარდება და მოსახლეობა ამას ხედავს.
თავის კონკურენტ ბერძენიშვილს კი წარმატებას უსურვებს.
|
თიკო ოსმანოვა 20.09.2016
8 ოქტომბერს, ვაკის მესამე ოლქში სადეპუტატო მანდატისთვის 6 კანდიდატი იბრძვის, თუმცა გამარჯვების მეტი შანსი ორ მათგანს აქვს - "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ მუსიკოს ზაზა ხუციშვილს, რომელმაც პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყება გადაწყვიტა და ჯერ კიდევ მოქმედ დეპუტატს, "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ლევან ბერძენიშვილს.
|
ეკატერინე ბასილაია 20.09.2016
წინასაარჩევნოდ მხარდამჭერებზე თავდასხმებსა თუ სხვა სახის პროვოკაციის მოწყობაზე ურთიერთბრალდებები "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ისევ გრძელდება. ამჯერად "ოცნება" ოპონენტ პარტიას შეიარაღებული პირების საარჩევნო შტაბში შეგზავნასა და ამ ფორმით პროვოკაციის მოწყობის გეგმაში სდებს ბრალს. "ნაციონალური მოძრაობა" კი პირიქით, აცხადებს, რომ ეს ფარსი ხელისუფლებამ დადგა სწორედ იმ მიზნით, რომ "ნაციონალებს" დაბრალებოდათ ყველაფერი.
|
ეკატერინე ბასილაია 20.09.2016
"პროვოკაციებს ვინ აწყობს - აქ მტყუან-მართლის გარჩევა დიდი უმადური საქმე იქნება. მათზეა ნათქვამი: ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო. "მეოცნებეებს" საზოგადოების მხარდაჭერა და უპირატესობა მხოლოდ იმის გამო გააჩნიათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" სადიზმისთვის ცოცხები არ მოიხმარა.
|
ელზა პაპოშვილი 20.09.2016
პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ არჩევნებზე, ძლიერ პოლიტიკურ მოთამაშეებად, კვლავ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი რჩებიან. მისი აზრით, თუმცა საყვარელიძის აზრით, მოსახლეობა განაწყენებულია როგორც "ოცნებაზე" ასევე "ნაციონალურ მოძრაობაზე", რაც მისი აზრით, ამ არჩევნებზე გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.
|
ელზა წიკლაური 20.09.2016
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების მოცულობა მაქსიმალურ ზღვრამდე გაზარდა. თუ ზაფხულში სებ-ი მუდმივმოქმედ და ერთდღიან სესხს, პრაქტიკულად, არ გასცემდა, აგვისტოს ბოლოდან ჯერ ერთდღიანის, შემდეგ კი დამატებით მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხების გაცემა დაიწყო. გასულ კვირას სებ-მა ჯამურად 830 მლნ ლარის სესხი გასცა. ეს ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა აქვთ.
|
ნინო მეტრეველი 20.09.2016
საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების ოდენობა ერთ კვარტალში 0,7 მილიონი ტონით შემცირდა. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის დატვირტვის შემდეგ პორტები კიდევ უფრო მეტ ტვირთს დაკარგავენ. ამ ფონზე ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი რისკი შექმნას, რა თქმა უნდა, თუკი პორტის ასაშენებლად ინვესტიციების მოზიდვა მოხერხდა.
|
მარი ჩიტაია 20.09.2016
უცხოელი დამსაქმებლები ქართველი მოქალაქეების შრომის უფლებებს მასობრივად არღვევენ. სპეციალისტების ინფორმაციით, საქართველოში მოღვაწე ყოველი ათი კომპანიიდან ერთის დასახელებაც ჭირს, სადაც დასაქმებულების უფლებები დაცულია. შრომის კოდექსის უგულებელყოფაში ყველაზე მეტად თურქი, ჩინელი და ინდოელი დამსაქმებლები არიან შემჩნეული, თუმცა მათგან დიდად არც ევროპელები განსხვავდებიან, რომლებმაც შრომის საერთაშორისო სტანდარტი ყველაზე კარგად იციან, მაგრამ რატომღაც საქართველოში იგი ავიწყდებათ და თვითნებურად ცდილობენ ქართველი თანამშრომლების შევიწროებას.
|
ნატა გიორგაძე 20.09.2016
8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროვოკაციები თუკი პოლიტიკურ ექსცესებში გადაიზარდა, ეს საქართველოს ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს და ქვეყანა ცხოვრების არსებული რიტმიდან ამოვარდება. ასეთი სცენარი განსაკუთრებით იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ არჩევნების შემდეგ დამარცხებული პოლიტიკური ძალა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გზას დაადგება.
|
მარიკა გოგოხია 20.09.2016
სასკოლო ხარჯის სრულად გაწევა მშობლების დიდმა ნაწილმა ვერ შეძლო. პედაგოგები არ მალავენ, რომ მოსწავლეები საკმარისად არ არიან მზად და ბევრ მათგანს სასკოლო ინვენტარი ჯერაც არ შეუძენია. ცხადია, რომ ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუარესება სკოლის მოსწავლეებზეც აისახა. უფასო სახელმძღვანელოები რომ არა, ბევრი ოჯახი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა.
|
ნატა გიორგაძე 20.09.2016
საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. 6 ქარის ტურბინა თითოეული 3.45 მგვტ დადგმული სიმძლავრით, უკვე დამონტაჟებულია. ოქტომბერ-ნოემბერში კი ენერგიის გამომუშავების შემოწმების მიზნით ელექტროსადგურების ტესტირება განხორციელდება.
|
ნინო ქეთელაური 19.09.2016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს 23 სექტემბერს აირჩევენ. დარეგისტრირებული სულ 3 კანდიდატია: ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე და თსუ-ის პროფესორი ცირა ბარამიძე, რომელთა ბიოგრაფიებს აკადემიური საბჭოს 36 წევრი განიხილავს, გაესაუბრება და სასურველ კანდიდატს ფარული კენჭისყრით აირჩევს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|