ელზა წიკლაური 23.09.2016
ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი რყევის თავიდან აცილების მიზნით, სებ-მა გუშინ ბაზარს 20 მლნ დოლარი მიაწოდა. შედეგად ერთი დოდარის ოფიციალური ღირებულება 2,3124 ლარამდე ჩამოვიდა და ბოლოდროინდელი მუდმივი გაუფასურება ცოტათი შეჩერდა. იმის გამო, რომ ახლა საგარეო ვალის მომსახურების პერიოდია, თანაც ყურძნის სუბსიდირების შედეგად მოსახლეობაში ლარის დამატებითი მასა გაჩნდა, გამორიცხული არ არის, რომ ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა კვლავაც გაგრძელდეს, ამიტომ სებ-ი თადარიგს იჭერს.
|
ელზა წიკლაური 23.09.2016
სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიგა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუკი წლების განმავლობაში მშპ-ში მისი წილი 8%-ს არ აღემატებოდა, 2016 წლის 2 კვარტლის დაზუსტებული მონაცემით, თითქმის 11%-ს აღწევს. აღნიშნული მონაცემის ზრდის მიზეზი ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტები გახდა. სპეციალისტთა აზრით, იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა უფრო წინ წავიდეს, ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
|
მარი ლიკოკელი 23.09.2016
საქართველოს ავიასივრცე უცხოური გადამზიდავებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება. რაც დრო გადის, საერთაშორისო ავიაკომპანიების დაინტერესება მუდმივად იზრდება. ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალ რეისებს ამატებს უნგრული "ვიზ ეარი", ხოლო ჩინური ავიაკომპანია ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის რეგულარული მიმოსვლით დაკავდება.
|
ვახტანგ შამუგია 23.09.2016
სირიაში ჩაშლილმა სამშვიდობო პროცესმა და საბრძოლო მოქმედებების განახლებამ ამერიკისა და პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მოკავშირე რუსეთის ისედაც უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 13 სექტემბერს მიღებული ხელშეკრულების დარღვევაში რუსული მხარე და ბაშარ ასადი დაადანაშაულა.
|
სალომე სარიშვილი 23.09.2016
საფრანგეთში ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხზე დასკვნით აქტს ხელი 23 სექტემბერს ლევილის მამულში მოეწერება, რის შემდგომაც ქართული მხარე მის რესკონსტრუქციაზე დაიწყებს მუშაობას. როგორც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ "რეზონანსს" უთხრა, გადმოცემის შემდეგ მამულის განვითარებისა და რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს მთავრობას 10 წლის განმავლობაში 5,6 მილიონი ევროს დახარჯვა აქვს დაგეგმილი.
|
მამუკა ნაცვალაძე 22.09.2016
აპენინის ნახევარკუნძულმა ერთ-ერთი გამორჩეული კვალი დაატყო მსოფლიო ისტორიის განვითრებას. ხმელთაშუა ზღვაში შეჭრილი ეს ნახევარკუნძული ჩექმის ფორმას გვაგონებს. აქ უძველესი დროიდან ლათინები დამკვიდრდნენ, ძვ. წ-აღ-ის IX ს-დან ეტრუსკები მოდიან, ძვ. წ-აღ-ის VIII-VII სს-ში კი ბერძნები შემოიჭრნენ, რომელთაც აპენინის სამხრეთით ნეაპოლიდან სიცილიის ჩათვლით ბერძნული ქალაქები დააარსეს. სწორედ ამიტომ სამხრეთ აპენინებს დიდი ხნის განმავლობაში "დიდი საბერძნეთის" სახელითაც იხსენიებდნენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 22.09.2016
"ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმი შესთავაზა - როგორც მმართველი ძალა აცხადებს, მემორანდუმი წინასაარჩევნო პერიოდში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი უნდა გახდეს, რათა ინციდენტები იქნეს აცილებული. მათივე განცხადებით, იმის მიხედვით, თუ ვინ დაუჭერს მხარს მემორანდუმს და ვინ არა, ცნობილი გახდება, რომელ პოლიტიკურ სუბიექტს რა განზრახვა ამოძრავებს.
|
თაკო მათეშვილი 22.09.2016
ინიციატივა პარტიების მხრიდან მინისტრთა კაბინეტის არჩევნებამდე დასახელების თაობაზე პოლიტოლოგებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მათი ნაწილი აღნიშნულ იდეას იწონებს და მიიჩნევს, რომ ეს სამართლიანი იქნება, რადგან ამომრჩეველს ეცოდინება, თუ როგორი მთავრობა ეყოლება ამა თუ იმ პარტიისათვის მხარის დაჭერის შემთხვევაში.
|
თაკო მათეშვილი 22.09.2016
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "ევროატლანტიკური საქართველოსთვის" ინიციატივას იმის შესახებ, რომ პარტიებმა წინასაარჩევნოდ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელონ, არასაჭიროს უწოდებს.
|
თიკო ოსმანოვა 22.09.2016
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირკიტაძე რუსთაველების გულის მოგებას კიდევ ერთხელ შეეცდება. თუმცა შეძლებს თუ არა 10 მეტოქის, მათ შორის მმართველი პარტიის კანდიდატის, გიორგი ბეგაძის უკან ჩამოტოვებას და 50%-იანი ბარიერის გადალახვას, 16 დღეში გაირკვევა.
|
თიკო ოსმანოვა 22.09.2016
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბეგაძე რუსთავის თანამედროვე ქალაქად გადაქცევას გეგმავს და ამაში საზოგადოების ჩართვას აპირებს.
|
თიკო ოსმანოვა 22.09.2016
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირკიტაძე კი რუსთაველებისთვის მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და სოციალური სახლების მშენებლობას აპირებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|