თიკო ოსმანოვა 26.09.2016
პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, გააგრძელებს იმ საქმეს, რასაც 4 წლის განმავლობაში აკეთებდა. მისი თქმით, "ქართულმა ოცნება" არასწორი პოლიტიკა აირჩია, ამიტომ თუ არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, ქვეყნის უკუსვლა გარდაუვალი იქნება.
|
მამუკა ნაცვალაძე 26.09.2016
ეპირის მეფის, ლეგენდარული პიროსის სახელი უცნაურად შემორჩა ისტორიას - მეფე, რომელიც რომს დაუპირისპირდა და დაამარცხა კიდეც, იმავე ბრძოლაში დამარცხებული თავად აღმოჩნდა. "კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და ჯარი აღარ მეყოლება", - ეს ფრაზა სასოწარკვეთილ პიროსს ეკუთვნის. იმ მეფეს, რომლის ისტორიის გათვალისწინება ხშირად სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდება შემდგომი პერიოდის პოლიტიკურ სივრცეში.
|
მამუკა ნაცვალაძე 24.09.2016
უცნაურია ცხოვრება - არავინ უწყის, სად მოეწევა ბედისწერა კაცს. ადამიანი, რომელიც მთელ ევროპას აზანზარებდა და შიშის ზარს სცემდა, კაცი, რომელიც სულ ახლახან საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებით ყველაზე საშიშ და საზარელ დამპყრობელთა რანგის ტაბელში რიგით მეორე აღმოჩნდა, აღესრულა ისე, რასაც ვერ იწინასწარმეტყველებდა ვერც ერთი მისანი.
|
რეზონანსი 24.09.2016
წინასაარჩევნოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, საარჩევნო ბარათები მიიღეს, რამაც მათი მშობლების განაწყენება გამოიწვია.
|
ნინო ქეთელაური 24.09.2016
ახლად არჩეული რექტორი "რეზონანსთან" საუბარში აკადემიურ საბჭოსა და თავის კონკურენტებს მადლობას უხდით. რაც შეეხება სტუდენტთა შესაძლო პროტესტს, აცხადებს, რომ ყველასათვის მოსაწონი რექტორი ვერ იქნება, თუმცა ყველასთან თანამშრომლობისათვის მზადაა.
|
ნინო ქეთელაური 24.09.2016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. 36 - კაციანი აკადემიური საბჭოდან 21-მა რექტორად გიორგი შარვაშიძე აირჩია. რაც შეეხება დანარჩენ 2 კანდიდატს, გიორგი ბარამიძეს 6-მა, ცირა ბარამიძეს კი 5-მა დაუჭირა მხარი, 4 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა. გუშინ საღამოს მან უკვე ოფიციალურად დაიკავა რექტორის თანამდებობა და საქმიანობას შეუდგა.
|
ნათია ლომიძე 24.09.2016
ბოლო წლებში თევზაობის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროა და მას დიდი იმედით შეჰყურებენ. ისინი ე.წ. ბადეებითა და ელექტრომოწყობილობებით ცდილობენ თევზის დაჭერას, რაც გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს. არიან ისეთებიც, ვისთვისაც თევზაობა გატაცებაა და არა ფინანსური შემოსავლის წყარო. ისინი ანკესით თევზაობას ანიჭებენ უპირატესობას და ცდილობენ, ამით ეკოსისტემა არ დააზარალონ.
|
მარი ჩიტაია 24.09.2016
საავტომობილო ზეთების ბაზარზე ვითარება აბსოლუტურად უკონტროლოა. სპეციალისტების ინფორმაციით, ფალსიფიკაციის მასშტაბი წლიდან წლამდე იზრდება. სარეალიზაციო ზეთების უმეტესობა, გარდა იმისა, რომ ფალსიფიცირებულია, ტოქსიკურად საშიშ ნივთიერებებს შეიცავს და მისი გამოყენება როგორც მძღოლებს, ასევე გარშემომყოფებსაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ბოლო 2-3 წელია, ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები საცხებ-საპოხი მასალების სპეციალურ მარკირებასაც კი მოითხოვენ, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებას ქვეყანაში ჯერჯერობით არავინ ჩქარობს.
|
მარიამ აფციაური 24.09.2016
პირველი ნოემბრიდან მიმოქცევაში ახალი 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოჩნდება. განახლებულ კუპიურას ხალხში, ასევე სპეციალისტებში უკვე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები. პრეტენზიები ასეთია: ნაკლები დაცულობა (ზოგიერთმა რესპონდენტმა გაიხსენა გაყალბების შემთხვევებიც), ბანკნოტზე "საქართველოს" დასახელების მოშლა, ფინანსთა მინისტრის ხელმოწერის გაუქმება და მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერის დატანება. სპეციალისტების აზრით, ამ სახის ცვლილებები კონსტიტუციაში არ არის გათვალისწინებული.
|
ეკატერინე ბასილაია 24.09.2016
რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე, მით უფრო მწვავეა განცხადებები იმაზე, თუ როგორ გეგმავს და ცდილობს ესა თუ ის პარტია თავისი ოპონენტის ღონისძიებების ჩაშლას "შემოგზავნილი ხალხით". ამ ტიპის პროვოკაციაში ერთმანეთს ძირითადად "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ადანაშაულებენ. ყველაზე მეტად კი "ქართული ოცნება" ჩივის, რომ ოპოზიციის მსხვერპლია ხელისუფლება და რომ "ნაციონალურ მოძრაობას"
|
რეზონანსი 24.09.2016
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას პარტიებისთვის გამოყოფილი აქვს ადგილები და სტენდები ბანერების განსათავსებლად, მათი ნაწილი სააგიტაციო მასალის გაკვრას აკრძალულ შენობებსა თუ საგზაო ნიშნებზე ამჯობინებს. ეს საკითხი ოთხშაბათს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს და რამდენიმე პარტია დააჯარიმეს კიდეც, თუმცა ამით პრობლემა არ მოგვარებულა.
|
გვანცა ღვედაშვილი 24.09.2016
ბიძინა ივანიშვილს არ უნდა პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ მან ისეთი სისტემა შექმნა და ისე ჩაერთო მასში, რომ იქიდან გამოსვლა საკმაოდ რთულია. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს "რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|