ეკატერინე ბასილაია
28.09.2016

 "ქართული ოცნების" მიერ ბოლო ერთი თვის განმავლობაში "ნაციონალების" მიერ დაგეგმილ დესტაბილიზაციაზე საუბარს გუშინ "იუთუბზე" გავრცელებული ფარული ჩანაწერი მიემატა, რომელშიც ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი პარტიის წევრებს მოუწოდებს რევოლუციური სცენარი დაგეგმონ და ხალხის მობილიზებაზე იმუშაონ.

მარიამ ელიაშვილი
28.09.2016

 ინტერნეტსივრცეში მორიგი აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-მა პარტიის წევრები დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა, მათ მისვლაზე უარი განაცხადეს და თქვეს, რომ მზად არიან, მათ კითხვებს მხოლოდ პარტიის ოფისში უპასუხონ.

რეზონანსი
28.09.2016

 კოლიაცია "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" დაშლის ზღვარზეა. ბურჭულაძეს გუშინ "გირჩი" გამოეყო ვაშაძის პარტია "ახალი საქართველო" კი, დარჩენა-არ დარჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

თიკო ოსმანოვა
28.09.2016

 "ქვეყანაში ყველანაირ რევოლუციას გამოვრიცხავ. იმიტომ კი არა, რომ ამაზე "ნაციონალები" არ ფიქრობენ, უბრალოდ, დღეს რევოლუციის მოწყობის რესურსი არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ გაჩნია. იქნება ეს "ნაციონალები" "ლეიბორისტები", ბურჭულაძე თუ სხვა პარტია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

ნინო ცნობილაძე
28.09.2016

 საკუთარი სახლებიდან 25 წლის წინ აყრილი დევნილების უმრავლესობა დღესაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათ არც პოლიტიკოსთა დაპირებების სჯერათ და არც იმის, რომ მათთვის რამე უკეთესობისაკენ შეიცვლება.

მარი ჩიტაია
28.09.2016

 წონასწორობის ერთი წერტილი ლარისთვის უკვე აღარც არსებობს. ეროვნულ ვალუტას ვერც მთავრობა და ვერც ეროვნული ბანკი ვერ შველის. უშუალოდ არჩევნების წინ უმძიმესი ვითარება შეიქმნა. სებ-ი დიდი ოდენობით დოლარს ყიდის, მაგრამ ლარის დევალვაციის შეჩერება ვერ ხერხდება.

მარიამ აფციაური
28.09.2016

 მშობლების დიდი ნაწილი სპორტზე, ხელოვნებასა და სხვა წრეებზე ბავშვის მიყვანას ვეღარ ახერხებს. უმეტეს შემთხვევაში უარის თქმის მიზეზი სოციალური მდგომარეობაა. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მშობლებმა ხარჯი მაქსიმალურად შეკვეცეს. მცირე სახის კვლევაში მონაწილეობა 50-მა ადამიანმა მიიღო. აქედან 36-მა უარყოფითი პასუხი გაგვცა.

ნათია ლომიძე
28.09.2016

 დედამიწის მოსახლეობის 92% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს დაავადებებისა და სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზია. ამ მხრივ მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა საქართველოშიც. როგორც გარემოსდამცველები აცხადებენ, განსაკუთრებით რთული სიტუაციაა თბილისში, სადაც ჰაერის დაბინძურება დასაშვებ ზღვარს სამჯერ აღემატება. დედაქალაქის მსგავსად არც ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშია სახარბიელო ვითარება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი მოწამლულ ჰაერს სუნთქავს.

რეზონანსი
28.09.2016

 ნინო გოგუაძე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია საბურთალოს #5 საარჩევნო ოლქში. პროფესიით იურისტს საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს. წლების განმავლობაში იურისტად მუშაობდა საქართველოს პარლამენტში. იყო "კორძაძის საადვოკატო ბიუროს" ადვოკატი. 2007 წელს დაინიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად საქართველოს კონსერვატიული პარტიიდან. 2014-2016 წლებში აირჩიეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად და იმავდროულად, იყო ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე. საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დამთავრებული აქვს ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროფესიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაო გამოცდილების მქონემ, დღეს გადაწყვიტა, გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი. ვინ არის ნინო გოგუაძე, რატომ გადაწყვიტა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობა და რატომ უნდა დაუჭიროს მას მხარი საბურთალოს ამომრჩეველმა?

რეზონანსი
28.09.2016

 "ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტი ბექა ნაცვლიშვილია, რომელსაც საზოგადოება თბილისის საკრებულოდან კარგად იცნობს. საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და ამ რაიონს, მისი ძალისხმევით, სხვა განხორციელებულ პროექტებთან ერთად, სამი უმნიშვნელოვანესი პროექტი დარჩება. დიდი გეგმები აქვს ისანშიც. მათგან მთავარი ისნის, როგორც ინდუსტრიული რაიონის, ფუნქციის დაბრუნებაა.

ელზა წიკლაური
27.09.2016

 მსოფლიო საბანკო სისტემა ახალი გამოწვევის წინაშეა - აზერბაიჯანში რამდენიმე ბანკს ლიცენზია უკვე გაუუქმდა, რუსეთშიც რეგულატორმა წელს 48 ბანკი დახურა. გარდა ამისა, პრობლემა აქვს გერმანულ "დოიჩე ბანკსაც", რომლის ხელმძღვანელიც ფინანსურ დახმარებას ითხოვს. დახურვის წინაშეა უკრინული და ევროპის სხვა ქვეყნებში მოქმედი ფინანსური ორგანიზაციებიც. საქართველოში კი ჯერჯერობით საბანკო სექტორში რამე ნეგატიური ცვლილება არ შეინიშნება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ბანკის გამსხვილებას.

ელზა წიკლაური
27.09.2016

 სამედიცინო დაწესებულებების სიმრავლის მიუხედავად, საქართველოში ჯანდაცვის მომსახურება შეუჩერებლივ ძვირდება. მატულობს ფასი როგორც ამბულატორიულ გამოკვლევებზე, ასევე ძვირდება ექიმთან ვიზიტიც. განსაკუთრებით გაზრდილია ოპერაციების ხარჯი. ამაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სტატისტიკა და ფინანსური ანგარიშგებაც მიუთითებს. კერძოდ, 2016 წლის 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41,2%-ით ნაკლები გადაუდებელი და გეგმიური ოპერაცია ჩატარდა, სამაგიეროდ, ამავე პერიოდში ბიუჯეტს საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯი 23,4%-ით გაეზარდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×