გვანცა ღვედაშვილი
29.09.2016

 პოლიტიკური სუბიეტები საარჩევნო პროგრამებში მოსახლეობას მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასა და სასჯელის ლიბერალიზაციას ჰპირდებიან. პიარსპეციალისტმა ნინა პერტენავამ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ეს საკითხი საზოგადოებისთვის მეტად მტკივნეულია და მისი საარჩევნო პროგრამაში ჩადებით ნებისმიერი პარტია მხოლოდ მოიგებს.

თიკო ოსმანოვა
29.09.2016

 ჭიათურის 56-ე საარჩევნო ოლქში სადეპუტატო მანდატისთვის 12 კანდიდატი იბრძოლებს - ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვებას პროგნოზირებს, "ეროვნული ფორუმის" მაჟორიტარობის კანდიდატი ანი მიროტაძე კი "ქართულ ოცნებას" ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

თიკო ოსმანოვა
29.09.2016

 "მმართველი პარტიის კანდიდატი სულხან მახათაძე გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამბობს, რომ რაიონში "რესპუბლიკელებისა" და "ეროვნული ფორუმის" რეიტინგი ნულის ტოლია.

თიკო ოსმანოვა
29.09.2016

 "ეროვნული ფორუმის" კანდიდატი ანი მიროტაძე თავის მთავარ კონკურენტად ნომერ 41-სა და ადმინისტრაციულ რესურსს მიიჩნევს.

თიკო ოსმანოვა
29.09.2016

 "რესპუბლიკური" პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ წერეთელი, გამარჯვების შემთხვევაში, იმ პრობლემებზე გააგრძელებს მუშაობას, რომელიც რაიონში ეკოლოგიის თვალსაზრისით უხვად არის.

მარი ჩიტაია
29.09.2016

 ბოლო 1 წელიწადში ფქვილი 30%-ით გაიაფდა, მაგრამ პურპროდუქტებზე ფასის დაწევას არავინ ჩქარობს. პურის ქარხნებში გაიაფება თავში აზრადაც არავის მოსვლია.

ნატა გიორგაძე
29.09.2016

 ქართული ლარი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 6 პუნქტით გაუფასურდა მაშინ, როდესაც ჩვენს სამეზობლოში თითქმის ყველა ვალუტა სტაბილურობას ინარჩუნებს. პრობლემა მხოლოდ თურქულ ლირას აქვს, თუმცა გაუფასურების მასშტაბი ჩვენთან შედარებით მცირეა. მთავრობასა და ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ ლარის კურსის შემდგომი დაცემა აღარ მოხდება, ეკონომისტები კი უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი.

მარი ჩიტაია
29.09.2016

 მიწის უფასო რეგისტრაციის პროცესში მონაწილე მოქალაქეებისგან სახელმწიფოს მიერ დაქირავებული კომპანიები მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯის გადახდას ითხოვენ. რამდენიმე მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქშიც. "რეზონანსს" რამდენიმე მოქალაქემ დაუდასტურა, რომ აზომვითი სამუშაოების სანაცვლოდ 30-50 ლარის ოდენობის თანხა მოსთხოვეს, თანაც ისე, რომ ფირმის წარმომადგენლებს საჭირო დოკუმენტაცია არ წარმოუდგენიათ და არც თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი გაუციათ.

რეზონანსი
29.09.2016

 ალექსი ალექსიძე

თბილისი-აშხაბადი

ნეიტრალური თურქმენეთი 2016 წელს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღნიშნავს - ქვეყანამ ამ მოკლე პერიოდში დიდი ნახტომები გააკეთა წინ, განავითარა ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, გახდა ენერგეტიკული რესურსების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი შუა აზიის რეგიონში და მის გარეთაც.

თურქმენეთი

ელზა პაპოშვილი
29.09.2016

 "ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პარლამენტი მხოლოდ ორპარტიული იყოს და ის თავის მთავარ მეტოქედ მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" აღიქვამს.

მამუკა ნაცვალაძე
29.09.2016

 VII -ის ქართველთა და სომეხთა იდეოლოგიურმა დაპირისპირებამ, ქართველთა სარწმუნოებრივმა შეუვალობამ, ფაქტობრივად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის კულტურისა და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განვითარების ორიენტირები.

თაკო მათეშვილი
28.09.2016

 "რესპუბლიკელებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის ქიშპი პერსონალურ დაპირისპირებებში გადაიზარდა. ამჯერად მწვავე შეფასებებით ერთმანეთს პარტიების წევრი ქალბატონები - ეკა ბესელია და თინა ხიდაშელი "გაუმასპინძლდნენ". როგორც აღმოჩნდა, კოალიციაში ყოფნისასაც კი არ თვლიდნენ ერთმანეთს იმ მასშტაბის ფიგურებად, რომ ჩვეულებრივი, საქმიანი ურთიერთობა ჰქონოდათ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×