მარი ჩიტაია 27.09.2016
რეგიონებში სეზონური მუშახელის შოვნა ჭირს. წელს დღიური მუშის შრომის ანაზღაურება არ გაძვირებულა, თუმცა მოსავლის აღების პერიოდში დამხმარე ხშირად საძებარია. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა კახეთსა და სამეგრელოშია, რადგან ყურძნისა და თხილის მოსავლის დაბინავება ბევრი ადამიანის შრომას მოითხოვს. ადგილობრივების ინფორმაციით, მუშახელის პოვნა იმდენად ჭირს, რომ დამატებით სხვა რეგიონებიდან უწევთ ხალხის ჩაყვანა, რის გამოც ხარჯიც მეტი აქვთ.
|
მარი ჩიტაია 27.09.2016
აღმოსავლური ენების კურსები თანდათან პოპულარული ხდება. ამას ისიც მოწმობს, რომ ბოლო პერიოდში ინტენსიურად იხსნება თურქული, ჩინური და ინდური ენების შემსწავლელი კურსები. ინტერესი მათ მიმართ უკანასკნელ წლებში გაჩნდა, რაც გარკვეულწილად, საქართველოში ჩინური და თურქული ბიზნესის გააქტიურებას უკავშირდება.
|
ნინო კვირკველია 27.09.2016
კომერციული ბანკები ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთებს ამცირებენ. ეს ხდება მაშინ, როდესაც მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ლარიზაციის გაზრდაზე საუბრობს. იმისთვის, რომ ბანკებმა სესხები ეროვნულ ვალუტაში გასცენ, ლარის რესურსი უნდა მოიზიდონ. ამისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გზაა დეპოზიტების მოცულობის გაზრდაა. მომხმარებელი კი ლარში ანაბარს მხოლოდ იმ შემთხვევაში განათავსებს, თუკი საპროცენტო განაკვეთი მიმზიდველი იქნება. ყველაფერი კი პირიქით ხდება.
|
თაკო მათეშვილი 27.09.2016
 არასაკმარისი, თუმცა მნიშვნელოვანი - ასე აფასებენ სამხედრო სპეციალისტები აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისათვის ორი, შთდფტვ-კლასის საპატრულო ხომალდის საჩუქრად გადაცემას და ამბობენ, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანას საზღვაო ფლოტი არ გააჩნია და საზღვრის დაცვაც მოიკოჭლებს, მსგავსი შენამატი უდავოდ სასარგებლოა.
|
თიკო ოსმანოვა 27.09.2016
8 ოქტომბერს ვაკის მეორე ოლქი პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთი ეპიცენტრი იქნება - საპარლამენტო მანდატისთვის სულ 15 ადამიანი იბრძოლებს, თუმცა, განსაკუთრებით საინტერესო იქნება "დიდი ტრიოს შერკინება": ელენე ხოშტარია ("ნაციონალური მოძრაობა") - ბიძინა გეგიძე ("ქართული ოცნება") - ვიქტორ დოლიძე ("თავისუფალი დემოკრატები").
|
თიკო ოსმანოვა 27.09.2016
მმართველი პარტიის კანდიდატ ბიძინა გეგიძეს გული სწყდება, რომ მისი ოპონენტი ელენე ხოშტარია "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.
|
თიკო ოსმანოვა 27.09.2016
"ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მეორე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მთავარ კონკურენტად "მმართველი პარტიის კანდიდატ ბიძინა გეგიძეს მიიჩნევს, თუმცა მის დამარცხებაში დარწმუნებულია.
|
სალომე სარიშვილი 27.09.2016
საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მუდმივად პროვოკაციებსა და მოსალოდნელ არეულობაზე აპელირება, მმართველი გუნდის მხრიდან არასწორად შერჩეული პოლიტიკაა, ვინაიდან ამის შესაჩერებლად ბერკეტი არა საზოგადოებას, არამედ ხელისუფლებს აქვს.
|
ელზა პაპოშვილი 27.09.2016
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საზოგადოებასა და ქვეყანაში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება არ შეიმჩნევა. ამის მიზეზად კი ამომრჩევლის ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ასახელებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე ძალის არგამოჩენამ შეუქმნა.
|
ვახტანგ შამუგია 27.09.2016
სამოქალაქო ცეცხლის ალში გახვეულ სირიაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა - პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ერთგული სამთავრობო ჯარები უკვე რამდენიმე დღეა, რაც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს, ისლამისტური დაჯგუფებების მიერ დაკავებულ, ალყაშემორტყმულ ალეპოს უმოწყალოდ ბომბავენ. ასადისტებს მხარს რუსული ავიაცია უჭერს.
|
ნინო ქეთელაური 27.09.2016
"აუდიტორია 115-ის" წევრებმა თსუ-ში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს და ახალ რექტორს პირველ კურსელებისთვის სიტყვით მიმართვის საშუალება არ მისცეს. ისინი უნივერსიტეტის ავტონომიისა და მათი სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რადიკალური პროტესტით იმუქრებიან.
|
ეკატერინე ბასილაია 26.09.2016
ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა და "ოცნების" სასარგებლოდ აგიტაცია პრაქტიკულად პირდაპირ საჯაროდ სთხოვა. თანაც იქვე გაახსენა ყველას, რომ 2012 წელს სწორედ მისმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ისინი "ნაციონალების" წნეხისგან და ამ თავისუფლებაზე უნდა ელაპარაკონ თანამშრომლებს, ახლობლებს და მეზობლებს.
|