ეკატერინე ბასილაია 03.10.2016
საზოგადოებას კვალიფიციური და სწორი ანალიზის გაკეთებაში უნდა დავეხმაროო, - ამ იდეით "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ბოლო, ყველაზე აქტიურ და დასკვნით ფაზაში, როგორც პარტიის ერთგვარი მაშველი რგოლი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც გამოჩნდა და 10 რეგიონიდან კვირაში ორჯერ საათნახევრიანი გადაცემა ძირითადად მიუძღვნა "ოცნების" ქებას და ოპონენტების განქიქებას.
|
თაკო მათეშვილი 03.10.2016
საგარეო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები, ჯანდაცვის სფეროს რეფორმა, თავისუფალი გარემოს შექმნა, ჩინეთთან პარტნიორობა, ციხეებში სიტუაციის გამოსწორება, "დიქტატურის მოსპობა" - სწორედ ეს ყველაფერი მიაჩნიათ პოლიტოლოგებს "ქართული ოცნების" ოთხწლიანი მმართველობის მთავარ მიღწევად.
|
თიკო ოსმანოვა 03.10.2016
წინა ხელისუფლების დროს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ სანდრა რულოვსთან შესახვედრად ხალხი მიკროავტობუსებით დაჰყავთ. მისი თქმით, მან ეს პირადად ნახა სენაკში, სადაც სპეციალურად რულოვსთან შესახვედრად ჩავიდა.
|
თიკო ოსმანოვა 03.10.2016
ერთ კვირაში, თბილისის შემდეგ, ზუგდიდი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში მოექცევა. საპარლამენტო მანდატისთვის სულ 10 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერი, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. რის გამოც, პოლიტოლოგთა ნაწილი აქ "ქართული ოცნების" მარცხს პროგნოზირებს და არ გამორიცხავს, რომ სამეგრელო ხელისუფლებისთვის აქილევსის ქუსლადაც იქცეს, როგორც ეს წინა საპარლამენტო და შუალედური არჩევნების შემთხვევაში მოხდა.
|
თიკო ოსმანოვა 03.10.2016
"თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს მის კონკურენტად ის არაჯანსაღი საარჩევნო გარემო მიაჩნია, რომელიც, მისი თქმით, ზუგდიდში ჯერ კიდევ არსებობს.
|
თიკო ოსმანოვა 03.10.2016
"ქართული ოცნების" კანდიდატი მერაბ ქვარაია კი დარწმუნებულია, რომ სამეგრელოში მმართველი პარტიის" კანდიდატები გაიმარჯვებენ. მისი თქმით, "ოცნების" კანდიდატებს ალტერნატივა არ ჰყავთ.
|
ნინო ქეთელაური 03.10.2016
8 ოქტომბრის ღამეს "ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიაციას გეგმავს, - ამის შესახებ "თავისუფალი ზონიდან" წამოსული კიდევ ერთი წევრი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი საუბრობს.
|
ნინო ომანაძე 03.10.2016
ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის 16.2%-ს შეადგენს, ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანელები 6.5%-ს და სომხები 5.7%-ს წარმოადგენენ. გარდა ამისა, ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან რუსები, ოსები, აფხაზები, ბერძნები, ჩეჩნები, ებრაელები და ქურთები.
|
ვახტანგ შამუგია 03.10.2016
 არაამქვეყნიური სილამაზის გალობა ქართულ, ლათინურ და ქრისტეს მშობლიურ, არამეულ ენებზე, მესაზე შეკრებილი, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კათოლიკე მრევლი, საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები, ნახევრად ცარიელი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, 150-მდე სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტი, საპატრულო პოლიციის უამრავი თანამშრომელი, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები და რომის პაპის საქართველოში ვიზიტით უკმაყოფილო რამდენიმე ათეული მართლმადიდებელი ქრისტიანი სასულიერო პირი და მათი მრევლი... - ასეთი იყო რომის პაპის, ფრანცისკეს მიერ თბილისში აღვლენილი კათოლიკური მესა.
|
თიკო ოსმანოვა 03.10.2016
ლანჩხუთსა და ჩოხატაურში საპარლამენტო მანდატისთვის 10 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის - მმართველი პარტიის ახალი სახე ნინო წილოსანი, რომელმაც ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი თემურ ჭკუასელი ახალხან ჩაანაცვლა. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიაც გვიან დაიწყო. თუმცა, მისი კონკურენტების მსგავსად, გამარჯვებაში დარწმუნებულია. კატეგორიულად გამორიცხავს იმ მოსაზრებას, რომ ჭკუასელის ჩანაცვლება პარტიამ გურიაში არსებული დაბალი რეიტინგის გამო გადაწყვიტა.
|
თიკო ოსმანოვა 03.10.2016
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანი კონკურენტად არავის მიიჩნევს. ამბობს, რომ გურიისა და გურულების სიყვარულში, მათდამი ერთგულებასა და თავდადებაში კონკურენტი არ ჰყავს. დარწმუნებულია, რომ 8 ოქტომბერს "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.
|
თიკო ოსმანოვა 03.10.2016
გამარჯვებაში დარწმუნებულია "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნინო კვიტაიშვილი. მმართველი პარტიის კანდიდატს სუსტ პოლიტიკოსად მიიჩნევს და შესაბამისად, ფიქრობს, რომ 8 ოქტომბერს მისი დამარცხება არ გაუჭირდება.
|
|