ეკატერინე ბასილაია
06.10.2016

 8 ოქტომბრის არჩევნებზე, წინასწარი განწყობით, 5-6 რეგიონია ისეთი, სადაც დიდწილად გარკვეულია, რა შედეგი დაიდება და ვინ იქნება პირველი. საქართველოში არსებული 10 რეგიონიდან მოგებისა და მეტ-ნაკლებად დამშვიდების საბაბი "ქართულ ოცნებას" პირველ რიგში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში - ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში აქვს; ასევე დიდწილად იმერეთში, ივანიშვილის იმერული წარმომავლობიდან გამომდინარე და ტრადიციულად "ანტინაციონალ" გურიაში. იგივე შეიძლება ითქვას რაჭა-ლეჩხუმსა და შიდა ქართლზეც, სადაც ბოლო არჩევნებში "ოცნება" იგებდა.

ნინო ქეთელაური
06.10.2016

 დედაქალაქის ცენტრში გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე "ნაცმოძრაობა" და "ოცნება" ურთიერთბრალდების რეჟიმს ინარჩუნებენ. ორივე პარტია თანხმდება, რომ მომხდარი ფაქტი ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება, თუმცა ამით დაინტერესებულ ძალაში ერთმანეთს მოიაზრებენ.

ვახტანგ შამუგია
06.10.2016

 ვარდების მოედანზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შემაჯამებელი აქცია გაიმართა. პარტიის ლიდერთა მტკიცებით, მას 100 000 მოქალაქე დაესწრო, თუმცა მათ არ ეთანხმებიან ოპონენტები და მტკიცებულებად სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო და ფოტომასალა მოჰყავთ. სპეციალურად ამ აქციისათვის გადაიკეტა დედაქალაქის მთავარი პროსპექტი, რამაც გზებზე საცობები და მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ათობით ეკიპაჟი.

რეზონანსი
06.10.2016

 ჩემო მეგობრებო, საქართველოში დადგა არჩევნების დრო, მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრებაში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებათა ერთობლიობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით განვითარდება საქართველო უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და კეთილდღეობას, ყველამ ერთად ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა მომავალზე.

თიკო ოსმანოვა
06.10.2016

 საარჩევნო ბლოკის "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯემალ გახოკიძე თავის მთავარ კონკურენტად "ქართული ოცნების"კანდიდატს, კობა კობალაძეს მიიჩნევს. თუმცა ფიქრობს, რომ იმ პროექტით, რომლითაც პარლამენტში შესვლას აპირებს, შეძლებს გლდანელების გულის მოგებას და შესაბამისად, გამარჯვებაში დარწმუნებულია.

სალომე სარიშვილი
06.10.2016

 ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ გადალახა კიდევ ერთი ბარიერი ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მიღების გზაზე. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე პროცედურაა დარჩენილი.

ნათია ლომიძე
06.10.2016

 თბილისი ევროპის ერთი-ერთი ყველაზე ხმაურიანი ქალაქია. როგორც გარემოს დაბინძურების ექსპრესლაბორატორიის კვლევამ აჩვენა, განსაკუთრებით პრობლემაა იმ უბნებში, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად განვითარებულია. კვლევის შედეგებს აბსოლუტურად იზიარებენ ქართველი სპეციალიტები, რომელთა შეფასებითაც უკეთესი მდგომარეობა არც გარეუბნებშია.

მარი ჩიტაია
06.10.2016

 ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყნიდან დიდი ოდენობით კაპიტალი გაედინება და ამან ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითად იმოქმედა. საბანკო სექტორში მსხვილი გადაჯგუფების გამო, რასაც ცალკეულ ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემაც დაემატა, საქართველოდან "კაპიტალი გარბის". სპეციალისტები ერთხმად ადასტურებენ, რომ მსხვილმა გადარიცხვებმა საზღვარგარეთ კურსზე უარყოფითად იმოქმედა. მართალია, ეროვნული ბანკი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ოფიციალური განცხადებით, ირიბად ადასტურებს, რომ ლარის მერყეობა გამოწვეულია რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინი.

მამუკა ნაცვალაძე
06.10.2016

 საქსონიელი გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენის სახელი მჭიდროდ დაუკავშირდა საქართველოს ყქ||| ს-ის 60-ანი წლების ისტორიას. კაცს, რომელსაც ევროპაში ცნობილი ავანტიურისტისა და თაღლითის რეპუტაცია ჰქონდა, რუსეთის საიმპერატორო კარის კავკასიური პოლიტიკის რეალური აღსრულება დაეკისრა.

ნინო ქეთელაური
05.10.2016

 "თუ მაინც ისე მოხდა, რომ პარლამენტში ისევ 2 პარტია აღმოჩნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან მივიღებთ პარლამენტს, სადაც მთავარი არა საქმის კეთება, არამედ ლანძღვა-გინება იქნება," - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე.

თაკო მათეშვილი
05.10.2016

 "ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიას მორალურ-ზნეობრივი ჰიგიენა აკლია" - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ნაწილსა და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ პოლიტიკოსები ისევ ფარული ჩანაწერებით, კადრებითა და მსგავსი ნეგატიური წესებით ცდილობენ თამაშს.

რეზონანსი
05.10.2016

  გუშინ კოლმეურნეობის მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის - თარგამაძეც, თუმცა შედარებით მსუბუქად. ორი დაზარალებული - ქალი და მამაკაცი - მძიმე მდგომარეობაში არიან. განსაკუთრებით მძიმეა მამაკაცის მდგომარეობა. გამოძიება წესიერად დაწყებული არ იყო, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ტერაქტში უმალ ერთმანეთი დაადანაშაულეს. გიგა ბოკერიამ შემთხვევის ადგილზევე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას პირადად ივანიშვილს აკისრებს: "ივანიშვილი და მისი გუნდი ეჭვმიტანილი კი არა, ბრალდებული და განაჩენგამოტანილია."


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×