ლიკა გურაბანიძე
08.10.2016

 "მხოლოდ ქალაქში არსებული სიმშვიდე ქვეყნის მასშტაბით სიმშვიდეს არ ნიშნავს", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა "რეზონანსთან" საპარლამენტო არჩევნების დღის შეფასებისას განაცხადა.

გვანცა ღვედაშვილი
08.10.2016

 ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ არჩევნების დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული რეგიონი სამეგრელო და აჭარა იქნება, სადაც პოლიტიკოსებს საამისო ნიადაგი უკვე მოსინჯული აქვთ. მისივე თქმით, საქართველოში არჩევნებს გარკვეული ინციდენტი ყოველთვის მოჰყვებოდა და ახლა ამაში გასაკვირი არაფერი იქნება.

ელზა პაპოშვილი
08.10.2016

 გორის მაჟორიტარობის კანდიდატთან და ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან, 2 ოქტომბერს გორში ჩხუბში მონაწილე ედუარდ ნუცუბიძე ამბობს, რომ ის "ქართული ოცნების" არც კორდიანტორი და არც საარჩევნო შტაბის წევრია და მითუმეტეს არც კახი კალაძის ცოლისძმას იცნობს.

მარიამ ელიაშვილი
08.10.2016

 არჩევნების დღეს "საარჩევნო კოდექსით" გათვალისწინებული რამდენიმე აკრძალვა ამოქმედდება. კერძოდ, კენჭისყრის უბანში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია, ფასიანი თუ უფასო პოლიტიკური რეკლამების განთავსება. დაუშვებელია შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.

ვახტანგ შამუგია
08.10.2016

 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ცესკო-ს მონაცემებით საქართველოს 3 473 316 მოქალაქეს აძლევს ხმას. მათი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩევნებთან დაკავშირებით უკვე ჩაკეტა "საზღვარი".

ნათია ლომიძე
08.10.2016

 სასკოლო სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი ძალიან რთული ენით არის დაწერილი. მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნები მოსწავლეებისთვის იმდენად ძნელი აღსაქმელია, რომ წიგნში მოყვანილი მასალა მათთვის სრულიად გაუგებარია. სწორედ ამის გამო, მოსწავლეთა დიდი ნაწილი რეპეტიტორის გარეშე სასკოლო გამოცდებზე ვერ გადის. სწორედ სკოლის დონეზე ჩამორჩენაა იმის მთავარი მიზეზი, რომ აბიტურიენტები მეცნიერებადტევადი პროფესიების მიმართ გულგრილნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო რიგ მიმართულებებს სრულად აფინანსებს, აბიტურიენტებს საბუნებისმეტყველო დარგების მიმართ ინტერესი მაინც არ უჩნდებათ.

მარი ჩიტაია
08.10.2016

 შაქრის თავბრუდამხვევი გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარებითაა გამოწვეული. მსოფლიო ბირჟებზე 1 ტონა თეთრი შაქრის ღირებულება 600 დოლარის ფარგლებშია. ასეთი მაღალი ფასი 2012 წლის მეორე კვარტალის შემდეგ აღარ ყოფილა. ბოლო 1 წელია, შაქარი შეუჩერებლივ ძვირდება. 2015 წლის ივნისიდან მოყოლებული ფასი თითქმის გაორმაგდა.

მამუკა ნაცვალაძე
08.10.2016

 XIX-ის დასაწყისიდან რუსეთის საიმპერატორო კარის მცდელობითა და დიდი რუდუნებით საქართველო პოლიტიკური რუკიდან გაქრა. ამ მოვლენას წინ საკმაოდ მძიმე და რთული ვითარება უძღოდა - 1802 წლის ცნობილ მანიფესტამდე რუსეთი იმ ინტრიგების ხლართვით მიდის, რომლის ქრონოლოგიური საწყისი 1768-74 წლების მოვლენებზე - რუსეთ-თურქეთის ომზე გადის. ამ ომში რუსეთის მხარეს ქართველთა მონაწილეობით თვისებრივად ახალი ეტაპი იწყება საქართველოს ისტორიაში. ეტაპი რომელმაც თავდაყირა დააყენა ქართული სახელმწიფოებრიობის ბედი.

მარი ჩიტაია
08.10.2016

 კომერციული ბანკებისთვის განათლება და სოფლის მეურნეობა ისევ არაპრიორიტეტულია. შემთხვევითი არაა, რომ საკრედიტო პორტფელში ყველაზე დაბალ წილს სწორედ ტრანსპორტი, ჯანდაცვა და განათლება იკავებს. დაკრედიტების მაჩვენებელი მცირეა ასევე სოფლის მეურნეობასა და სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესში.

ეკატერინე ბასილაია
07.10.2016

 8 ოქტომბრის არჩევნებზე, ღამის 8 საათიდან იწყება მოლოდინებით ყველაზე დაძაბული საათები და უკვე დაანონსებულია, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდებას ხელისუფლებას დიდი ალბათობით, ორი პარტია წაუყენებს - ერთი "ნაციონალური მოძრაობა", მეორე კი "პატრიოტთა ალიანსი", რომელმაც უკვე მხარდამჭერების შეკრება რუსთაველის ძეგლთან დაანონსა და თუკი მეორე ადგილზე არ გავლენ, აქციებსაც იწყებენ.

რეზონანსი
07.10.2016

 მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესში რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი ღიად თუ ფარულად მხარდაჭერის გამოხატვა მედიის საქმე არ არის.

თაკო მათეშვილი
07.10.2016

 თავიდან მშვიდი, ბოლოს კი განსაკუთრებულად აგრესიული, ემოციური და არარაციონალური - ასე ფასდება სპეციალისტების მიერ უკვე დასრულებული წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ოფიციალურად 8 აგვისტოდან დღემდე მიმდინარეობდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×