ნათია ლომიძე
13.10.2016

 წლის ბოლოს გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექდათვალიერება დასრულებული უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, მძღოლები ჯერ თავს არ იწუხებენ, არადა, ახალი წლიდან შეუმოწმებელი მანქანები დაჯარიმდება. შპს "აირბალონისა" და შპს "გაზინჟინერის" წარმომადგენლები შემოწმების მსურველთა რაოდენობას უჩივიან, მიზეზად კი ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებენ.

მარი ჩიტაია
13.10.2016

 არჩევნების დასრულებისთანავე ლარის კურსი მაღლა დაიძრა. ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოვლენიდან 2 დღეც არ გასულა, რომ ეროვნული ვალუტა უკვე რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა გუშინ 40 მლნ დოლარი გაყიდა, კურსს ვერაფერი მოუხერხა და ერთბაშად 2 პუნქტით გადახტა. ჯერჯერობით შემაკავებელი ფაქტორები არ არსებობს და გამორიცხული არ არის, ქვეყანამ უმართავი სავალუტო კრიზისი მიიღოს.

მამუკა ნაცვალაძე
13.10.2016

 მეცამეტე საუკუნე საქართველოსთვის უშფოთველად დაიწყო - დიდი მიზნები აქვს ჩვენს ქვეყანას - ბუფერული სახელმწიფოს კონცეფცია, ტრაპიზონის იმპერიის შექმნა, გეგმის ის ნაწილია, თამარის სამეფოს მსოფლიო რანგის ქვეყნებს რომ გაუტოლებს. ასეთ ფონზე წარმოუდგენელია ის სცენარი, ამ გეგმებს სულ მალე ხუხულასავით რომ ჩამოშლის.

სალომე სარიშვილი
12.10.2016

 სამდღიანი კონსულტაციებისა და მოლაპარაკების შემდგომ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, პარლამენტში საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა და ისიც განაცხადა, რომ პარტია არჩევნების მეორე ტურშიც მიიღებს მონაწილეობას. 66-წევრიანმა პოლიტსაბჭომ ეს გადაწყვეტილება გუშინ საღამოს 3-საათიანი მსჯელობის შემდგომ მიიღო, "ნაცმოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი ეს შედეგი შექმნილი პოლიტიკური ვითარებით ახსნა და აღნიშნა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ივანიშვილს ერთპარტიული მთავრობის ჩამოყალიბების ფუფუნებას არ მისცემდა.

თაკო მათეშვილი
12.10.2016

 პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე დარწმუნებულია, რომ თუკი "ნაციონალური მოძრაობა" ახლა პარლამენტში არ შევა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მათი შანსი იმდენად შემცირდება, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდებათ.

გვანცა ღვედაშვილი
12.10.2016

 "მან თავის თავზე იტვირთა ეს მარცხი. ირაკლიმ თქვა, რომ ვერ შეძლო, პარტიას გამარჯვებით დაესრულებინა ეს არჩევნები და ამ ეტაპზე ასეთი პასუხისმგებლობით გავიდა პოლიტიკიდან," - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე, რომელიც პარტიის დაშლას კატეგორიულად გამორიცხავს. ის ასევე კატეგორიულად უარყოფს "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის შესაძლებლობას.

ეკატერინე ბასილაია
12.10.2016

 საკონსტიტუციო უმრავლეობის მოპოვების შემდეგ დიდი ალბათობაა, "ქართული ოცნება" ავტორიტარიზმისაკენ წავიდეს, - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

ნინო ქეთელაური
12.10.2016

 თუშეთის გზაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც ტურისტების ავტომობილი 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა.

თიკო ოსმანოვა
12.10.2016

 "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს უფლება ილაპარაკოს არჩევნების გაყალბებაზე იმიტომ, რომ რასაც ვუყურე, ორივე მხრიდან ერთი და იგივე მეთოდი იყო გამოყენებული. ეს არ იყო იმ ტიპის გაყალბება, რასაც წლების განმავლობაში მიჩვეულები ვიყავით, აბსოლუტურად ახალი ტიპის მოქმედება იყო. შეტევა ხდებოდა არა უბნებზე, არამედ მანამდე - ხდებოდა სიტუაციის "დალაგება" ფულის მეშვეობით," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "პატრიოტთა ალიანსის" თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა არეშიძე.

ნათია ლომიძე
12.10.2016

 საქართველოში ინტერნეტით პროდუქციის გამოწერის ბუმმა გადაიარა. ინტერნეტ მაღაზიების უმრავლესობა მომხმარებლის სიმცირეს უჩივის. ერთ წელზე მეტია ამ სფეროში რეალიზაციის კუთხით პრობლემებია. მაღაზიების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას სავალუტო ცვლილებას უკავშირებენ, რაც პირდაპირ აისახება საქონლის ფასზე. სწორედ ამის გამო ინტერნეტ ვაჭრობა კრიზისშია.

თეო გუდავაძე
12.10.2016

 ოქტომბრიდან სილამაზის სალონებისთვის ახალი სტანდარტის ამოქმედებას მნიშვნელოვანი ცვლილება მოჰყვება. სავარაუდოდ, გაიზრდება მომსახურების ფასი, რაც მომხმარებლისთვის უსიამოვნო ფაქტი იქნება. გამორიცხული არ არის, ზოგიერთმა საერთოდ უარი თქვას სალონში ვიზიტზე. ეს კი მცირე ბიზნესს ახალ თავსატეხს გაუჩენს.

მარი ჩიტაია
12.10.2016

 ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან უთანხმოების ჩამოვარდნის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება ურთიერთობის მოწესრიგებას რუსეთთან შეეცადა და მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის გაფორმებაც მოასწრო. "თურქული ნაკადის" პროექტის ხელმოწერით ანკარამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები შოკში ჩააგდო. წლების განმავლობაში აშშ-მა ძალიან ბევრი გააკეთა, რომ თურქეთს ეს ნაბიჯი არ გადაედგა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×