ვახტანგ შამუგია 14.10.2016
სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში უკვე ერთი თვეა, რაც სამთავრობო ჯარები, რუსული ავიაციის დახმარებით ცდილობენ ისლამისტებისა და ე.წ. "ზომიერი ოპოზიციის" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გაკონტროლებას - იარაღის დაყრისა და სპეციალური კორიდორით ქალაქის დატოვებაზე მათ უარი განაცხადეს.
|
ელზა პაპოშვილი 14.10.2016
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში გუშინ, გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა და "ნაციონალური მოძრაობის" 7 აქტივისტი დააკავა, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან.
|
ნათია ლომიძე 14.10.2016
ნაადრევმა აციებამ რეგიონებში შეშის პრობლემა შექმნა. ხალხს მოახლოებული ზამთარი აშინებს, რადგან რეგიონებში დამზადებული შეშის მარაგის პრობლემაა, რის გამოც ბევრი ოჯახი, შესაძლოა, გათბობის გარეშე დარჩეს. სპეციალისტები ქვეყნაში შეშის დეფიციტზე საუბრობენ. პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ მისი მოპოვება არაკანონიერტი გზით ხდება.
|
მარი ჩიტაია 14.10.2016
ქვეყანაში იმპორტი კატასტროფულად მატულობს. მარტო სექტემბერში იმპორტის მოცულობამ 1,471 მლრდ დოლარი შეადგინა. ასეთი უარყოფითი სავაჭრო სალდოც არასდროს დაფიქსირებულა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი მატულობს, სავაჭრო დეფიციტი საგანგაშო ნიშნულზეა და ქვეყანაში ეკონომიკური ფონი სულ უფრო მძიმდება. სწორედ ესაა ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზიც.
|
მარიამ აფციაური 14.10.2016
საქართველოში შიდა ავიამიმოსვლის გააქტიურებაზე მუშაობა მიმდინარეობს. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ნატახტარისა და თელავის აეროდრომის შემდეგ ამბროლაურის აეროპორტი გაიხსნა. მიუხედავად ასეთი სტატისტიკისა, ექსპერტების აზრით, ბაზარი ამ მიმართულებით მოუწესრიგებელია. ისინი ფიქრობენ, რომ ზოგ შემთხვევაში მოთხოვნა არის მეტი, თუმცა თვითმფრინავების მცირე გაბარიტებიდან გამომდინარე, ეფექტურად მუშაობა ვერ ხერხდება. სპეციალისტების ნაწილი მაღალ ფასზეც საუბრობს. ქართველები სიძვირის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 13.10.2016
არის თუ არა საქართველოში სოციოლოგიური კვლევები და ეგზიტპოლები მხოლოდ პოლიტიკური იდეოლოგიის იარაღი - ეს კითხვა კიდევ ერთხელ დაისვა მას შემდეგ, რაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ტელევიზიებმა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სოციოლოგიური კვლევა გამოაქვეყნეს, შემდეგ კი, არჩევნების ღამით, ორი ეგზიტპოლიდან ერთი საერთოდ აცდა ოფიციალურ შედეგს, მეორეში კი მნიშვნელოვანი ცდომილება გამოვლინდა.
|
ელზა პაპოშვილი 13.10.2016
პოლიტოლოგი და პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" "პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში, დასავლეთისთვის "საფრთხობელად" და შესაშინებლად სჭირდება.
|
თიკო ოსმანოვა 13.10.2016
გია ვოლსკი თუ ირაკლი კობახიძე - "რეზონანსის" ინფორმაციით, "ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ამ ორ ადამიანს განიხილავს. საბოლოოდ უმრავლესობა ვისზე შეაჩერებს არჩევანს, ნოემბერში გაირკვევა, რადგან მანამდე ახალ პარლამენტს შეკრების უფლებამოსილება არ აქვს.
|
გვანცა ღვედაშვილი 13.10.2016
ალასანიასა და პეტრიაშვილის შემდეგ "თავისუფალი დემოკრატები" გუშინ პარტიის სხვა ლიდერებმაც დატოვეს. მათ შორის - გია ცაგარეიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ირაკლი ჩიქოვანმა, ზურაბ აბაშიძემ და დავით ონოფრიშვილმა.
|
ელზა პაპოშვილი 13.10.2016
"ქართული ოცნების" ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი აბუსერიძის შტაბის წევრებსა და ამავე რაიონის "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარ კანდიდატის გიორგი ონიანის მხარდამჭერებს შორის შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ორივე მხარე ერთმანეთს ჩხუბის პროვოცირებაში ადანაშაულებს და სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების სწრაფად ჩატარებისკენ მოუწოდებს.
|
თაკო მათეშვილი 13.10.2016
პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა არჩევნების შედეგებს მოსალოდნელს უწოდებს და აცხადებს, რომ იგი ზუსტად ისე დასრულდა, როგორც ელოდა. ოპოზიციური პარტიების წარუმატებლობას იგი არასაკმარის დაფინანსებასა და ხალხისათვის მიმზიდველი იდეის არარსებობას უკავშირებს და დასძენს, რომ გაერთიანების გარეშე მათ შანსი არც მომდევნო არჩევნებში ექნებათ.
|
მარი ჩიტაია 13.10.2016
საქართველოში კვირის ბოლოსკენ საწვავი გაძვირდება. იმპორტიორების უმეტესობა მოსალოდნელ საფასო ცვლილებაზე საუბარს თავს არიდებს, მაგრამ რამდენიმემ მაინც დაგვიდასტურა, რომ ნავთობპროდუქტების გაძვირება იგეგმება. სხვაობა ფასში მინიმუმ 5-10 თეთრი იქნება.
|