ნატა გიორგაძე
18.10.2016

 სექტემბერში ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია 22,4%-ით შემცირდა, სამაგიეროდ, 147%-ით გაიზარდა თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია და ამავე დროს, 131%-ით მოიმატა იმპორტმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ძვირი დენის წილი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წინ ცივი თვეები გველის, გამორიცხული არ არის, ელექტროენერგიის შეწონილი ფასი გაიზარდოს. სპეციალისტთა აზრით, შესაძლოა, ეს ელექტროენერგიაზე ტარიფის მატების ერთ-ერთი მიზეზიც გახდეს.

მარი ლიკოკელი
18.10.2016

 "ქართული ოცნება" მოქმედი პარლამენტის პირობებში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის 15 ნოემბრამდე პლენარულ სხდომაზე გადატანასა და განხილვას არ აპირებს. ამის გაკეთებას კი მმართველ პარტიას "საბიუჯეტო კოდექსი" და პარლამენტის რეგლამენტი ავალდებულებს. რამდენად მოასწრებენ ნოემბრის დასაწყისში შეკრებილი პარლამენტარება ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გაცნობას ეს კიდევ ცალკე საკითხია. ასე რომ, ჯერჯერობით მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების ვადები უცნობია.

ნატა გიორგაძე
18.10.2016

 თბილისი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული რეიტინგების მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთი იაფი ქალაქია, თუმცა სამხრთ კავკასიაში ის მეორე ადგილზეა. თბილისზე ძვირი ბაქოა, იაფი კი - ერევანი. თუმცა სამივე ქვეყანას ერთი ასეთი თვისება ახასიათებს - დედაქალაქებში ფასები რეგიონებთან შედარებით 12-15%-ით მაღალია, ბაქოში კი უცხოელებს დასვენება თბილისთან და ერევანთან შედარებით საკმაოდ ძვირი.

მარი ჩიტაია
18.10.2016

 საქართველოში საცალო დაზღვევის სეგმენტი რეალურად ვერ განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა და სხვადასხვა პაკეტების მიმართ მოთხოვნაც მეტ-ნაკლებად სტაბილურია, საცალო სეგმენტის წილი სადაზღვევო კომპანიების მომსახურებაში 6%-საც ვერ აღწევს.

ეკატერინე ბასილაია
17.10.2016

 შესაძლოა, სულ მალე ირაკლი ალასანია პრეზიდენტ მარგველაშვილის გუნდში გამოჩნდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის ვაკანტურ პოსტს ირაკლი ალასანიას სთავაზობს.

გვანცა ღვედაშვილი
17.10.2016

 "საზოგადოების პასუხისმგებლობა იზრდება, რადგან სწორედ მათი არჩევანი იყო, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდა", - განაცხადა "მთელ კვირასთან" ინტერვიუში "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა, რომელმაც ჩვენთან პარტიის მომავალ გეგმებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

სალომე სარიშვილი
17.10.2016

 "ქართული ოცნების" წევრ ეკა ბესელიას შეფასებით, არჩევნებზე მოპოვებული შთამბეჭდავი შედეგი მმართველი გუნდისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ბესელიას განცხადებით, არჩევნებმა ბევრი საინტერესო გარემოებაც გამოავლინა, კერძოდ კი ის, რომ ამომრჩეველმა ბევრ პოლიტიკურ ძალას საკუთარი ადგილი მიუჩინა.

თაკო მათეშვილი
17.10.2016

 არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ დროში პიარსპეციალისტები საზოგადოების განწყობებში რადიკალურ ცვლილებებს არ ელიან. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედონ მეორე ტურში გასულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ოლქების დიდ უმრავლესობაში მაინც სახელისუფლებო კანდიდატები გაიმარჯვებენ.

ელზა პაპოშვილი
17.10.2016

 ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს, იმის ნაცვლად, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქართული პოლიტიკიდან გაეძევებინა, პირიქით გამოუვიდა. მან ამ არჩევნებზე თავისი საჯარო გამოსვლებით ამ პარტიას რეაბილიტაციის საშუალება მისცა და ისინი ქართულ პოლიტიკაში არჩევნების შემედეგ, ახალი სახით დააბრუნა.

თიკო ოსმანოვა
17.10.2016

 საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ ახლად დაკომპლექტებული პარლამენტი მთავრობასაც ხელახლა დააკომპლექტებს, თუმცა, "მთელი კვირის" ინფორმაციით, მმართველი ძალა სავარაუდოდ რადიკალური სამთვარობო ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს.

მარიამ ელიაშვილი
17.10.2016

 ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები, რომლებიც ინტეგრირებული პროგრამით გადიან სასწავლო კურსს, უკმაყოფილებას გამოთქვამენ საბაკალავრო პროგრამის გამო. სტუდენტები რექტორს შეხვდნენ და თავიანთი მოთხოვნები გააცნეს. ისინი ჟურნალისტიკის სოციალური მეცნიერებების ინტეგრირებული პროგრამიდან გამოყოფას ითხოვენ, რადგან წიგნები, რომლებითაც ისინი ეკონომიკასა თუ ისტორიას სწავლობენ, რეალურად, ეკონომისტებისა და ისტორიკოსებისთვისაა გათვლილი.

სალომე სარიშვილი
17.10.2016

 "ახლა ვითარება ახალი განზომილებებითაა შესაფასებელი. ამ არჩევნებმა, შექმნილმა პოლიტიკურმა ატმოსფერომ და ჩვენი საზოგადოების ამ საკითხებისადმი დამოკიდებულებამ ძალიან ბევრი რამ გვიჩვენა. აქედან გამომდინარე, ვითარება უფრო ღრმადაა შესასწავლი," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი დ იქვე დასძენს, რომ ამ ეტაპზე რაიმე ტიპის ცვლილებებსა და პარლამენტში თანამდებობების გადანაწილებაზე საუბარი გაუმართლებელია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×