ელზა პაპოშვილი
22.10.2016

 არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას 8 ოქტომბერს საარჩევნო ოლქებში მიმდინარე დარღვევების და მათ მიერ წარდგენილ დამკვირვებლებზე თავდასხმის ფაქტების არაეფექტურ გამოძიებაში ადანაშაულებენ.

თეო გუდავაძე
22.10.2016

 თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ადამიანთა ინტერესი მასშტაბურად მატულობს. საქართველოში ახალგაზრდების უმეტესობა კომპიუტერულ ტექნიკაზეა მიჯაჭვული. სავალალოა, რომ მოზარდები კომპიუტერთან სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ. მშობლების ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვების ინტერნეტისგან მოწყვეტა შეუძლებელია. შესაბამისად, ახალ თაობას რეალური სამყაროსთვის ძალიან მცირე დრო რჩება და ვირტუალურ სივრცეში გაცილებით დიდხანს უწევთ ყოფნა.

ნათია ლომიძე
22.10.2016

 შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ქვეყანაში კვლავ ქაოსია. ამის გამო, უამრავი ადამიანი იღებს საწარმოო ტრავმას. მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. ყველაზე სახიფათო პროფესიებს შორის მშენებლობა პირველ ადგილს იკავებს. კვლევების მიხედვით იქ ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. სპეციალისტები და დასაქმებულები შრომის კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვენ.

მარი ჩიტაია
22.10.2016

 საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული სსიპ-ების და აიპ-ების რაოდენობა მკვეთრდა გაზრდილია. ოფიციალური მონაცემით, მათი რაოდენობა ქვეყანაში 293-ს შეადგენს, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რეალურად მათი რიცხვი 2000-ს აჭარბებს. პრობლემას ქმნის ისიც, რომ დაფინანსების მიმღები სსიპ-ებთან დაკავშირებული ინფორმაცია დახურულია და მასზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც კი ნაკლებად მიუწვდება ხელი.

თიკო ოსმანოვა
22.10.2016

 საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთბრუნვის მინიტორინგთან დაკავშირებით, 5 წლის შემდეგაც, საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის. უკვე 1 წელია, ქართული და შვეიცარიული მხარე პასუხს მოსკოვისგან ელოდება. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ ჩრდილოელი მეზობელი დოკუმენტის ტექნიკურ დეტალებს უახლოეს მომავალში მოაგვარებს და ამის შესახებ ქართული მხარეს მალე აცნობებს, რაშიც ეჭვი ეპარებათ პოლიტოლოგებს. მათი თქმით, რუსეთს დოკუმენტის ამოქმედება არ აწყობს.

გვანცა ღვედაშვილი
22.10.2016

 გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში გარემოს დაბინძურების მონიტორინგი განახორციელა, რომლის მიხედვითაც ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის მაჩვენებელი ნორმაზე შედარებით მაღალია. აღნიშული მონიტორინგის შედეგების შეფასება და ზოგადად ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური გამოწვევების შესახებ "რეზონანსი" "კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის" გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორ რეზო გეთიაშვილს ესაუბრა.

მარი ჩიტაია
22.10.2016

 საქართველოს ავიაბაზარზე ადგილობრივი კომპანიების წილი მიზერულია. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია მძაფრია, უცხოური გადამზიდავები ბაზრის 91%-ს აკონტროლებენ. სპეციალისტების აზრით, ქართული კომპანიები ავიაციის საერთაშორისო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, რადგან სახელმწიფოს მხარდაჭერა არ აქვთ. გარდა ამისა, ქვეყანაში მეორადი ბაზარიც არ არსებობს, რის გამოც ადგილობრივი კომპანიები ვერ ვითარდებიან და, შესაბამისად, ბაზარზე ფეხის მოკიდება უჭირთ.

ეკატერინე ბასილაია
21.10.2016

 პრაღაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოსთან 4-წლიანი ურთიერთობის ნორმალიზების შედეგით კმაყოფილია და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორივე მხარე დაინტერესებულია განაგრძოს და გააღრმავოს თანამშრომლობა.

თაკო მათეშვილი
21.10.2016

 "მოსახლეობის ნაწილი სერიოზულ იმედებს ამყარებს იმაზე, რომ რუსეთთან ვაჭრობით სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ ეს უფრო ნოსტალგიური განწყობაა, ვიდრე რეალობა," - ამბობს პოლიტოლოგი, კოფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას და დასძენს, რომ უვიზო მიმოსვლა, რომლის აღსადგენადაც მუშაობა უკვე დაწყებულია, არც ისეთი დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ამას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ფიქრობს.

ვასო კაპანაძე
21.10.2016

 ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ჩხარტიშვილი, რომელიც ბორის აკუნინის ფსევდონიმითაა სახელგანთქმული, საქართველოს ესტუმრა. მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. "თავისებური შეგრძნებაა - ეს არის დაბრუნება იქ, სადაც თითქოს არასდროს ვყოფილვარ. საქართველოში გავატარე ჩემი ცხოვრების პირველი თვე," - ამბობს მწერალი.

სალომე სარიშვილი
21.10.2016

 "პრეზიდენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ისედაც ვერ შექმნის, მაგრამ მას თავისუფლად შეუძლია შექმნას ჯგუფი, რომელიც კონსტიტუციას გადასინჯავს. ეს იქნება პრეზიდენტთან არსებული საკონსტიტუციო კომისია და ამაში მას ვერავინ მიედავება," - ასე ფიქრობს კონსტიტუციონალისტთა ნაწილი.

თიკო ოსმანოვა
21.10.2016

 სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსანი, იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ზაზა თავაძემ ამ პოსტზე გიორგი პაპუაშვილი ჩაანაცვლა, რომელსაც ცოტა ხნის წინ უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. თავაძის დანიშვნას უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ის "ოცნების" პოლიტიკური მოკავშირე იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×