ნინო ქეთელაური 25.10.2016
"თუ ვინმე საკუთარ კანდიდატს მოხსნის, ეს იქნება ნელი მოქმედების ნაღმი, რომელსაც ათასი კუდი გამოებმება და სპეცორგანოები ასეთ რამეზე ძალიან კარგად მუშაობენ", - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
|
თიკო ოსმანოვა 25.10.2016
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სკეპტიკურად და უიმედოდ უყურებს. უფრო მეტიც, აფხაზურ მედიას ამ საკითხზე ყურადღებაც არ გაუმახვილებია. არჩევნები არ შეუფასებია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.
|
ელზა პაპოშვილი 25.10.2016
ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობის გაძლიერება იმ საპარლამენტო მოცულობით, რაც ახლა არჩევნების შედეგად მივიღეთ, წარმოუდგენელია.
|
ნათია ბექაური 25.10.2016
კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობამ 2015 წელს 1410 ერთეული შეადგინა. 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით კი, სსიპ "აღსრულების ეროვნული ბიუროს" მიერ სულ რეალიზებული იყო 9378 უძრავი ქონება. უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ვალის გამო სხვადასხვა ტიპის ქონების იძულებით გასხვისება მოუწია. დღესდღეობით მოვალეთა რეესტრში 178 500-მდე ჩანაწერია.
|
ნათია ბექაური 25.10.2016
უმუშევრობისა და სიღარიბის დონის შემცირების ფონზე, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი მაინც იზრდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, მიზნობრივი სოციალური დახმარების, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 18%-ით გაიზარდა და 480 783 ადამიანი შეადგინა. როგორც ირკვევა ასეთი მკვეთრი მატება საარჩევნო წლებში ხდება. 2012 წელსაც უმწეოთა ბაზა 14,6%-ით გაიზარდა. ჩნდება ეჭვი, რომ შემწეობის მიმღებთა რაოდენობას არჩევნების წინ ხელოვნურად ზრდიან.
|
მარი ჩიტაია 25.10.2016
რძის პროდუქტების დასახელებაში "მსგავსი" და "ებრი" დღესაც გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო სავაჭრო ობიექტებს ინტენსიურად ამოწმებს, დარღვევები მაინც შეინიშნება, განსაკუთრებით, მცირე მარკეტებში. დარღვევებს არც სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ აგვისტოს შემდეგ შემოწმებული პროდუქციიდან დარღვევის მხოლოდ 2-3 შემთხვევაა დაფიქსირებული, ისიც პროდუქტის შემადგენლობის ეტიკეტთან შეუსაბამობის გამო.
|
მარი ჩიტაია 25.10.2016
არასამთავრობო ორგანიზაციები საავტომობილო გზებზე სატვირთო ტრანსპორტისთვის გადასახადის დაწესების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება სატრანსორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა. მათი აზრით, ყველაზე საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული სახმელეთო გზების 55-60% ტვირთების გადაზიდვის პროცესშია ჩართული.
|
მარი ჩიტაია 25.10.2016
2017 წლის ბიუჯეტის პროექტში მთავარი ცვლილება ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდება. სპეციალისტების ინფორმაციით, წინასაწარ დაანონსებული პროექტების დასაფინანსებლად ხარჯი გაიზრდება, რაც მოგვიანებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტშიც დაადასტურეს.
|
თამარ ლომიძე 25.10.2016
მთავრობასა და მენავთობეებს შორის მორიგებას ჯერ პირი არ უჩანს. ამიტომ ნავთობიმპორტიორებსა და კონკურენციის სააგენტოს შორის სასამართლო დავა ისევ გრძელდება. "სოკარის" შემდეგ პირველ ინსტანციაში "ლუკიოლ ჯორჯიაც" გამტყუვნდა და ახლა ისიც სააპელაციოში აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.
|
ეკატერინე ბასილაია 24.10.2016
სულ მალე მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებაც დაიწყება - ეს იქნება პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და კომიტეტის თავმჯდომარეები.
|
ნინო ქეთელაური 24.10.2016
"საფრთხის შემცველი დღევანდელი რეალობაა, რასაც ჰქვია ქვეყნის კადრებთუხუცესი, რომელიც საკუთარ თავს გვაცნობს, როგორც ქვეყნის "რიგითი მოქალაქე", სინამდვილეში კი სრულიად მარტივად ახერხებს როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის პრივატიზაციას და ერთი პირის მიერ პარლამენტის მართვას. ეს არათუ საფრთხის შემცველი, არამედ შიშის მომგვრელია", - განაცხადა დამოუკიდებლ ექპერტთა კლუბის თავმჯდომარემ სოსო ცისკარიშვილმა "მთელ კვირასთან" საუბრისას.
|
მამუკა ნაცვალაძე 24.10.2016
1879 წელს ბაბილონის გათხრებისას აღმოჩნდა უნიკალური არტეფაქტი - 23 - სანტიმეტრიანი თიხის ცილინდრი, სადაც წერია, თუ როგორ დაიპყრო აქემენიდთა მეფემ კიროს ||-მ ბაბილონი და როგორ გაათავისუფლა ტყვეები, მათ შორის იუდეველები.
|