არჩილ თავაძე
31.10.2016

  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქალაქ ნინგბოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინიციატივით, საერთაშორისო სემინარი გაიმართა საზღვაო ნავსადგურების ეფექტური მართვის საკითხებზე. სხვა მონაწილეებთან ერთად, სემინარს საქართველოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ეს კი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის მონდომებით მოხერხდა.

მამუკა ნაცვალაძე
31.10.2016

 ძველი ეგვიპტე ცივილიზებული სამყაროს ყურადღების ცენტრში უძველესი დროიდან მოექცა. ის უნიკალური არქიტექტურა, მშენებლობის ამოუხსნელი ხერხები, დღესაც ვერავის ტოვებს გულგრილს. საცნაური კი ისაა, რომ ამ გრადიოზული შენობებისა და პირამიდების მიღმა საოცრად საინტერესო და თავშესაქცევი ისტორიები იმალება.

თაკო მათეშვილი
29.10.2016

 გარევაჭრობა - პრობლემა, რომლის არსებობასაც ყველა აღიარებს და რომლითაც ყველა შეწუხებულია, თუმცა მაინც არ გვარდება. მოსახლეობა აღშფოთებას ხმამაღლა გამოთქვამს, ქალაქის მესვეურნი კი ისევ ირწმუნებიან, რომ პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობენ.

თეო გუდავაძე
29.10.2016

 საქართველოში წელს ზამთარი ნაადრევად დაიწყო, მოსახლეობა კი ცივი თვეების გადასატანად აბსოლუტურად მოუმზადებელია. პრობლემა არა მარტო რეგიონებში, არამედ დედაქალაქშიც თვალშისაცემია. ხალხი ჩივის, რომ პროდუქტის მომარაგება ვერ შეძლეს. რა თქმა უნდა, მთავარი "დამნაშავე" მაღალი ფასებია. შედარებით უკეთესად გრძნობენ თავს სოფლად მცხოვრები ის ადამიანები, რომლებიც ბაღ-ბოსტნებს ამუშავებდნენ და ზამთრისთვის მოსავლის გარკვეული ნაწილი უკვე გადანახული აქვთ.

მარი ჩიტაია
29.10.2016

 სარფის სასაზღვრო პუნქტზე მუდმივად პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, თურქეთის მიმართულებით გადაადგილება ჭირს. მსხვილ გადამზიდავებს პრობლემა ჯერჯერობით არ შექმნიათ, მაგრამ მცირე მეწარმეებს ტვირთის გადატან-გადმოტანა სერიოზულად უჭირთ. სახარბიელო მდგომარეობა ამ მხრივ არც რუსეთშია, სადაც, სატრანზიტო შეზღუდვების გამო, იმპორტიორებს ტრანსპორტირება გაუძვირდათ. პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე ტექნიკური ხარვეზი, რომლითაც საბაჟოზე არსებულ შეზღუდვებს ამართლებენ.

ნათია ლომიძე
29.10.2016

 დასავლეთ საქართველოში ხალხი კივისა და ფეიხოას მოსავლით უკმაყოფილოა. ამ ეტაპზე სუბტროპიკული ხილის საბაზრო ფასი არც ისე მაღალია, თუმცა სამეგრელოსა და გურიაში მოსავალი იმდენად ცოტაა, რომ მის გაყიდვას ადგილობრივები, წინა წლებთან შედარებით, მაღალ ფასად აპირებენ.

მამუკა ნაცვალაძე
29.10.2016

 შორეული აღმოსავლეთიდან დაძრულმა მომთაბარე თურქებმა თავდაყირა დააყენეს იმჟამინდელი მსოფლიო ყ| საუკუნიდან დაწყებული სამი ასწლეულის განმავლობაში. თურქ-სელჩუკებმა პოლიტიკური გავლენა მოიპოვეს ახლო აღმოსავლეთში, რამაც მათ საშუალება მისცა ფაქტობრივად მთელი იმჟამინდელი სამყაროს უდიდესი ნაწილი გავლენის ქვეშ ჰყოლოდათ.

თიკო ოსმანოვა
29.10.2016

 ხვალ 50 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აქედან მმართველ პარტიას 49 ოლქში ჰყავს კანდიდატი, 50-ე კი მთაწმინდის ოლქია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" თავიდანვე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს "დაუთმო".

ნინო ომანაძე
29.10.2016

 ბოლო რამდენიმე დღეა, აფხაზეთში აქტიურად განიხილავენ ე.წ. უკრაინული ვიკილიქსის მიერ სოციალური ქსელებში გავრცელებულ საფოსტო მიმოწერებს, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვისა და აფხაზეთის 2014 წლის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატების, რაულ ხაჯიმბას, ლეონიდ ძიაპშბას და მერაბ ქიშმარიას შორის შედგა.

ეკატერინე ბასილაია
29.10.2016

 "ბრძოლა იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ ჩვენი შანსები, რომ გავიმარჯვოთ და არა მარტო 2 ოლქში, არამედ იმდენ ოლქში მაინც, რომ "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შედგეს, ეს აბსოლუტურად რეალურია," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი აბესაძე.

ეკატერინე ბასილაია
29.10.2016

 "აბსოლუტური ღრმა რწმენა მაქვს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ. ის ვერაგული თუ ეშმაკური, რაც გინდათ დაარქვით, კამპანია, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" წამოიწყო, რომ მოდით, ჩვენ კი ნუ მოგვცემთ ხმას, საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ მიეცითო, რაც პირდაპირ გულისხმობს, რომ ხმა მათ უნდა მისცენ, ეს კამპანია ჩაეშალათ," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია, რომელიც მეორე ტურს კახეთს რეგიონში დააკვირდება.

სალომე სარიშვილი
29.10.2016

 "ალბათ მოულოდელი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მეორე ტურში სასწორი "ქართული ოცნების" მხარეს გადაიხრება. ამაზე მეტყველებს ხმების ის უმრავლესობა, რაც "ოცნებას" აქვს მიღებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პროგნოზის არგამართლების შანსიც არსებობს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე და იქვე დასძენს, რომ სურათის შეცვლა იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მოსახლეობა პასიური იქნება, იზარმაცებს და არჩევნებზე არ მივა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×