მარიამ მაჭავარიანი
01.11.2016

 საქართველოში პერიოდულად ამაყობენ, რომ სამშენებლო ბუმმა მთელი ქვეყანა მოიცვა, მაგრამ ერთეულ სპეციალისტთა გარდა, ყველა დუმს, რომ სამშენებლო ბიზნესში უკონტროლობა ბატონობს. პრობლემას ვერ ხედავენ, რომ ბეტონის სიმტკიცე 300-ის ნაცვლად, 150 მარკას არ აღემატება, არც ის ადარდებთ, რომ უხარისხო მასალებისგან აგებული ახალი სახლები 25-30 წელიწადში დაიწყებს დაშლას. მერე რა, რომ შენობა სეისმომედეგობას ვერ გაუძლებს... თუმცა მარტო უხარისხო სამშენებლო მასალებში როდია პრობლემა, მთავარია, რომ მშენებლობა ტექნოლოგიურ პროცესთა დარღვევით მიმდინარეობს.

მარი ჩიტაია
01.11.2016

 რეფინანსირების სესხები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ამდენი ფული სებ-ს კომერციული ბანკებისთვის არასდროს უსესხებია. აგვისტოდან მოყოლებული, რეფინანსირება მკვეთრად გაიზარდა და დღეს იგი 1,3 მლრდ ლარის ფარგლებშია. ეროვნული ბანკი ამას სეზონური ფაქტორით ხსნის. სპეციალისტები კი დამნაშავედ ოლიგოპოლიურ ჯგუფის მიიჩნევენ, რომელიც კომერციული ბანკების, სებ-ისა და ფინანსთა სამინისტროსგან შედგება.

მარი ჩიტაია
01.11.2016

 უახლოეს 2-3 კვირაში, შესაძლოა, ერთ-ერთი მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი დაიხუროს. ამის შესახებ "ბიზნეს-რეზონანსს" მსხვილმა იმპორტიორებმა მიაწოდეს ინფორმაცია. ჯერჯერობით დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა, როგორც ცნობილია, კომპანიას პრობლემა გაუსტუმრებელი ფინანსური ვალდებულებების გამო შეექმნა. საყურადღებოა, რომ ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევა არ არის, მსხვილი სავაჭრო ქსელების მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

მარი ჩიტაია
01.11.2016

 ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეალობა აბსოლუტურად აცდენილია. მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს იმედი აქვთ, რომ წლის ბოლოს მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 3%-ის გადააჭარბებს, არადა ყოველ თვე კლებაა. 2016 წლის ცხრა თვეში ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 2,6 პროცენტია. ექსპერტები აცხადებენ, რომ სავალუტო ფონდის ნაწინასწარმეტყველევი 3,4%-იანი შედეგის მისაღწევად მთავრობას მომავალ 2 თვეში არანაირი შანსი არ აქვს.

მარიამ მაჭავარიანი
01.11.2016

 საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის უკონტროლობას მედიკამენტების ფასებზე განუკითხაობაც ემატება. განვლილი 2-3 წლის წინანდელ ფასებთან შედარებით, მომხმარებელმა მკვეთრი გაძვირება საკუთარ ჯიბეზე უკვე იწვნია. განსაკუთრებული ცვლილება შეინიშნება ანტიბიოტიკებზე, ასევე,ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე. გამონაკლისი არც ჯენერიკებია. ბრენდული მედიკამენტებისგან განსხვავებულ არაპატენტირებული პრეპარატების ღირებულებაც კი საკმაოდ მაღალია.

ეკატერინე ბასილაია
31.10.2016

 "ოცნებამ" დიდი ხნის სურვილი და ქადილი აასრულა და "ნაციონალები" მაჟორიტარულ ფლანგზე სრულად გაანადგურა, ისე რომ ერთი მანდატიც არ არგუნა. მეორე ტური "ოცნების" აბსოლუტური გამარჯვებით დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ერთი ოლქის - ხაშურის გარდა, ყველა მოიგო და საკონსტიტუციო უმრავლესობაც გაინაღდა.

ნატალია ჯალაღონია
31.10.2016

 ნოემბრის ბოლოს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II შესაძლოა რუსეთს ეწვიოს. იგი რუსეთის პატრიარქ კირილის დაბადების დღეზეა მიწვეული. თუმცა, საპატრიარქოში აცხადებენ, საბოლოო გადაწყვეტილება პატრიარქის მოსკოვში გამგზავრების შესახებ ჯერ მიღებული არ არის.

სალომე სარიშვილი
31.10.2016

 ვახო შამუგია

30 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ხმის მიცემის ხელახალი პროცესი 50 ოლქში ჩატარდა. თბილისში ხელახალი კენჭისყრა 18 რაიონში იყო.

ნინო ქეთელაური
31.10.2016

 არჩვნების მეორე ტურებმა საქართველოს რეგიონებში ურთიერთბრალდებების, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. განსაკუთრებული დაძაბულობით, ისევ მარნეული გამოირჩეოდა, სადაც დილიდანვე "ნაციონალური მოძრაობის" და "ოცნების" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას მოხდა.

ელზა პაპოშვილი
31.10.2016

 სად წავიდა დავით უსუფაშვილი, შექმნის თუ არა ის ახალ პოლიტიკურ ძალას და რა შანსები აქვს, მას როგორც პოლიტიკურ ლიდერს - ამის შესახებ "მთელ კვირასთან" პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები საუბრობენ. მათი განცხადებით, უსუფაშვილმა "რესპუბიკური პარტიიდან" წასვლით სწორი ნაბიჯი გადადგა, რადგანაც ახლა ქართულ "პოლიტიკურ ბაზარზე" ახალი ძალის სერიოზული მოთხოვნილებაა, ხოლო ამ შანსს ვინც გამოიყენებს, ბაზრის დაკავებასაც ის მოახერხებს.

გვანცა ღვედაშვილი
31.10.2016

 იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს სასამართლოს პრაქტიკაში პირველად 12 მოსამართლე უვადოდ აირჩია. აღნიშნულ მოსამართლეებს 3 - წლიანიი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ამოეწურათ, რის შემდეგაც საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისისა და რეგიონების სასამართლოებში უვადოდ დაინიშნენ.

თიკო ოსმანოვა
31.10.2016

 არჩევნების შემდეგ ქართულ მედიასივრცეში შესაძლოა მორიგი მასშტაბური ძვრები დაიწყოს. "მთელი კვირის" ინფორმაციით, ტელეკომპანიები "მაესტრო", "ჯი-დი-ესი" და "იმედი" საზოგადოებრივი-პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვას აპირებს. არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზია მაუწყებლობის ძველ გასართობ-შემეცნებით ფორმატს დაუბრუნდება. რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, მისი მფლობელობის საკითხი ისევ გაურკვეველია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×