ნინო ქეთელაური 02.11.2016
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, სიმსივნური დაავადებები 6-ჯერაა მომატებული, სადაც გადამწყვეტი როლი გარემო პირობებს აკისრია - ამის შესახებ "რეზონანსთან" ეკოლოგმა, "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს აღწევს, რაზეც სახელმწიფო რეაგირებას არ ახდენს.
|
ია აბულაშვილი 02.11.2016
"ოცნების გამარჯვება პირდაპირ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილის სახელთან და რომ არა მის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული სწორი პოლიტიკური სვლები, "ოცნებას" გამარჯვების მოპოვება გაუჭირდებოდა" - აცხადებს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" არჩევნების შედეგებეზე ესაუბრა.
|
მარიამ ელიაშვილი 02.11.2016
მწერლები და განათლების ექსპერტები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან საზეპიროების სწავლების საჭიროებაზე ვერ თანხმდებიან. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციაზე განთლების სისტემის პრობლემებზეც ისაუბრა და თქვა, თანამედროვე სკოლები უინტერესოა. ჟეჯელავას აზრით, ქართული ნაწარმოებებიდან ციტატების სწავლებას აზრი არ აქვს. მის პოზიციას იზიარებენ ქართველი მწერლები, რომელთაც "რეზონანსი" ამ საკითხზე ესაუბრა. თუმცა განათლების ექსპერტები, საზეპიროების სწავლების მომხრენი არიან.
|
სიმონ კილაძე 02.11.2016
მართვის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით სანქციები გასამკაცრებელია - ასეთია საზოგადოების ერთი ნაწილის მოსაზრება, რომელიც ადრეულ ასაკში მართვის მოწმობის გაცემას საფრთხედ მიიჩნევს. ერთადრეთი, ვინც ამ საკითხს შედარებით იოლად უყურებს, ახალგაზრდობაა. მათ წარმოუდგენიათ, რომ მანქანის მართვის ელემენტარული ცოდნა მოწმობის აღებისას მთავარი პრიორიტეტია.
|
მარი ჩიტაია 02.11.2016
შარშანდელთან შედარებით, ლარის მდგომარეობა გაუარესებულია. მართალია, ეროვნულ ვალუტას სერიოზული პრობლემა ჰქონდა წინა წლის ნოემბერ-დეკემბერში, მაგრამ კურსი მთელი ამ ხნის განმავლობაში 2,39-2,40 ლარის ფარგლებში იყო შენარჩუნებული. ახლა კი ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,4123-ია. შეიძლება ითქვას, ეროვნული ბანკის მმართველის შეცვლის დღიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნიშნული. სავალუტო პუნქტებში, ოფიციალური კურსის გამოცხადების შემდეგ, ლარი 2,44-მდე ავარდა.
|
ნათია ლომიძე 02.11.2016
მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში მოსალოდნელმა საკადრო ცვლილებებმა და გადაჯგუფებამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება. საკადრო ცვლილებას საზოგადოების ნაწილი ხელისუფლების განახლებას უკავშირებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ მსგავსი გადაჯგუფება ლარის სტაბილურობისთვის აუცილებელია.
|
ეკატერინე ბასილაია 01.11.2016
მომავალი წლის გაზაფხულზე შესაძლოა, ქართულ ოპოზიციურ სპექტრზე ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს. დავით უსუფაშვილის "რესპუბლიკელებიდან" წასვლისა და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაზე გაკეთებული მისი განცხადების შემდეგ, პოლიტოლოგები უკვე პროგნოზებს აკეთებენ იმაზე, რომ ახლო მომავალში ახალი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალის პერსპექტივა არსებობს და ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის სიახლე სასიცოცხლოდ აუცილებელია.
|
ნინო ქეთელაური 01.11.2016
ხაშურში "თოფაძე-მრეწველების" მაჟორიტარობის კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა. იმ ფონზე, როდესაც არჩევნების პირველ ტურში მისმა პარტიამ ხმების მხოლოდ 0,78% მიიღო, თავად 61,55%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი დაამარცხა. როგორც ნოზაძე აცხადებს, "ხაშურმა დეპუტატის სახე შექმნა, უარი უთხრა მმართველ პარტიას და სასურველი კანდიდატი გაიყვანა".
|
თიკო ოსმანოვა 01.11.2016
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, ირაკლი კობახიძემ დაიკავოს. "2030"-ის ინფორმაციით, პოლიტიკური გადაწყვეტილება "ქართულ ოცნებაში" უკვე მიღებულია. სახელისუფლებო პარტიის გადაწყვეტილებას იწონებენ პოლიტოლოგები, თავად ირაკლი კობახიძე კი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
|
ელზა პაპოშვილი 01.11.2016
პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება მოხდეს. მისი თქმით, სწორედ ასე მოხდა 2007-სა და 2011 წლებში, რამაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა განაპირობა.
|
თაკო მათეშვილი 01.11.2016
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია რუსეთსა და დასავლეთს შორის უკიდურესად დაძაბულ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ასეთი ურთიერთობა მათ ცივი ომის დროსაც კი არ ჰქონიათ.
|
სალომე სარიშვილი 01.11.2016
რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის განათლების სამინისტროში აფხაზური ენის დღე აღინიშნა, სადაც, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენის გარდა, ცნობილი ჟურნალისტის, ნინო მიქიაშვილის წიგნის - "მერაბ კოსტავა" პრეზენტაცია შედგა. წიგნი ბიოგრაფიული ჟანრისაა და იგი მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|