თაკო მათეშვილი 07.11.2016
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღეა დარჩენილი და საქართველოში იმ მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ, რაც ხვალინდელ დღეს შეიძლება, მოჰყვეს. პოლიტოლოგები ამერიკული არჩევნების მნიშვნელობას ხაზს უსვამენ და აცხადებენ, რომ მასზე საქართველოს ბედიც დიდწილადაა დამოკიდებული.
|
ვახტანგ შამუგია 07.11.2016
უკვე რამდენიმე დღეა, რაც ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროცესი შეჩერებულია. მიზეზი ზვარესთან მომხარი ინციდენტია. მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინელ და ქართველ მუშებს შორის დაპირისპირების შედეგად სხეულის დაზიანება 4-მა ადგილობრივმა მიიღო, მათ ბლაგვი და მჭრელი საგნებით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ჩხუბის მიზეზი, დაზარალებულთა თქმით, ჩინელების მიერ იმ ორი ადგილობრივის ცემა იყო, რომლებიც ტყიდან შეშას ეზიდებოდნენ.
|
ნინო ქეთელაური 07.11.2016
"ქართულ ოცნებას" ნამდვილად აწყობს ისეთი ოპოზიცია, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა" და მთლად უკეთესი, თუ მის ლიდერად ისევ სააკაშვილი დარჩება. ამ შემთხვევაში "ოცნების" ერთადერთი პოლიტიკური ამოცანა იქნება, რომ გარეთ მესამე ძალის შექმნა არ დაუშვას", - ამის შესახებ "მთელ კვირასთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს, რომელიც აღნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური სიტუაცია ასე გაგრძელდება, 2020 წლის არჩევნებშიც "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.
|
მარიამ ელიაშვილი 07.11.2016
3-4 ნოემბერს თბილისში კონკურენტული კონსალტინგის თემაზე ევრობანკისა და ევროკავშირის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა გახსნა. მან საქართველოს მთავრობისა და ევრობანკის მიერ განხორციელებულ ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებზე ისაუბრა.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.11.2016
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ყრილობა და ვინ განიხილებიან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯომარის კანდიდატურებად. როგორც "მთელ კვირასთან" პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა.
|
ნატალია ჯალაღონია 07.11.2016
მიუხედავად იმისა, რომ უკეთესის მოლოდინი დიდი იყო, ახალი მოწვევის პარლამენტში გენდერული დისბალანსის საკითხი კვლავ მწვავედ დგას - 150 დეპუტატიდან ქალი მხოლოდ 24-ია. თუმცა, წინა, მე-8 მოწვევის პარლამენტთან შედარებით ეს შედეგი გაუმჯობესებულია - მაშინ საკანონმდებლო ორგანოში 18 დეპუტატი ქალი იყო.
|
ია აბულაშვილი 07.11.2016
ქართულ ისტორიოგრაფიაში უკვე საუკუნეებია არსებობს აზრი ქართველებისა და ბასკების ნათესაურ კავშირებზე. ამ საკითხზე მოსაზრება ჰქონიათ ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ავტორებს და ევროპელ მკვლევარებს. ეს საკითხი იდგა საქართველოშიც და როგორც ჩანს, იმდროინდელი მოწინავე მოღვაწეებს ნაბიჯებიც გადაუდგამთ "ევროპელ ქართველებთან" კავშირ-ურთიერთობის დასამყარებლად.
|
ნინო ომანაძე 07.11.2016
2 ნოემბერს, რუსეთის დუმამ, აფხაზეთის პარლამენტის მიერ 2015 წლის დეკემბერში მიღებული კანონის რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი, რომელიც რუსულ-აფხაზური შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას შეეხება, ქართული მხარის, ასევე აფხაზური ოპოზიციის მწვავე განხილვისა და რუსეთთან დაპირისპირების ახალი ტალღის გამომწვევი გახდა.
|
ეკატერინე ბასილაია 05.11.2016
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ევროპა უსაფრთხოების კუთხით რთულ სიტუაციაშია და რუსეთი მზად არის უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს.
|
თაკო მათეშვილი 05.11.2016
"ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობის შესაძლო ცვლილების ინიციატივას პოლიტოლოგები საეჭვოს უწოდებენ. მათი აზრით, ამ თემის საჯაროდ გამოტანა ბევრ კითხვას ბადებს. ჩვეულებრივ სიტუაციაში, მათი თქმით, შიდაპარტიულ საკითხს "ნაციონალური მოძრაობა" საჯარო მსჯელობის საგნად არ აქცევდა.
|
მამუკა ნაცვალაძე 05.11.2016
ვახტანგ გორგასლის მეფობამ გამორჩეული კვალი დააჩნია ქართული სახელმწიფოს განვითარების პროცესს. სწორედ მისი მმართველობისას - ქ ს-ის || ნახევარში გადაწყდა, რომ საქართველოს გეზი დასავლურ ორიენტაციაზე აეღო. ქრისტიანობა გახდა ის ფუნდამენტი, რომელსაც მომდევნო პერიოდის საქართველოს განვითარება დაეფუძვნა როგორც იდეოლოგიური, ისე კულტურული თვალსაზრისით.
|
ელზა პაპოშვილი 05.11.2016
თბილისში შემზარავი მკვლელობა მოხდა, 19 ოქტომბერს 70 წლის დაკარგულ ქალბატონს, რომელსაც პოლიცია ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა, გლდანის ნაგავსაყრელზე მიაგნეს, სადაც მხოლოდ მისი ფერფლიღა იყო დარჩენილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით 5 პირია დაკავებული.
|