გვანცა ღვედაშვილი
12.11.2016

 "ეროვნული ფორუმიდან" ამ ეტაპზე წასვლას გამორიცხავს, თუმცა თუ გუნდს დატოვებს, ამას შესაძლო მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გააკეთებს. ასეთი განცხადება "რეზონანსთან" ინტერვიუში "ეროვნული ფორუმის" წევრმა ანი მიროტაძემ გააკეთა.

ელზა პაპოშვილი
12.11.2016

 ხუთშაბათს, გვიან ღამით, დიღმის მასივში "მარი მარკეტი" დააყაჩაღეს. როგორც მაღაზიის მეპატრონე და მოლარე გოგონა ჰყვებიან, ძარცვა ღამის საათებში მოხდა, როდესაც მაღაზიაში მხოლოდ ორი თანამშრომელი იმყოფებოდა.

ეკატერინე ბასილაია
11.11.2016

 "ნაციონალურ მოძრაობაში" გავლენების გადანაწილებაზე ომი პიკს აღწევს. სააკაშვილი "ბოკერიას გუნდს" უკვე ღიად უპირისპირდება. შეძლებენ თუ არა გიგა ბოკერია და მისი თანამოაზრეები პარტიის თავმჯდომარეობიდან ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენებას, ეს გამოჩნდება დეკემბერში, პარტიის ყრილობაზე, თუმცა მანამდე უშუალოდ სააკაშვილის მომხრეები თანაგუნდელების მიმართ ბრალდებებს უკვე ღიადაც არ ერიდებიან და საუბრობენ მცირე ჯგუფის მიერ პარტიის მმართველობის უზურპაციაზე, მათ შორის ყველაზე რადიკალური ნაწილი კი "ამ მცირე ჯგუფს" ივანიშვილთან კოლაბორაციონიზმშიც ადანაშაულებს.

ია აბულაშვილი
11.11.2016

 "ვერ დავეთანხმები იმ ექსპერტებს, რომლებიც თვლიან, რომ ამ არჩევნებით ახალი პოლიტიკური რეალობა მივიღეთ, იმიტომ, რომ საქართველოში პარტიები საერთოდ არ არსებობს და მათი შექმნა დაწყებულიც არ არის. ამ არჩევნებით გამოაშკარავდა პარტიების რეალური წონა ჩვენს საზოგადოებაში," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქართულ პოლიტიკაში მოვლენათა განვითარების სავარაუდო პერსპექტივებზე ესაუბრა.

თიკო ოსმანოვა
11.11.2016

 ფსიქოლოგების აზრით, ძველი ხალხური ზღაპრები ბავშვებისთვის აღმზრდელობითი საზრდოა. ამიტომ მათთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას პოზიცია ქართული ზღაპრების და მულტფილმების შეცვლასთან დაკავშირებით, გაუგებარია. მინისტრის პოზიციას არ იზიარებს განათლების ექსპერტების ნაწილი; ზოგი, უფრო მეტიც, მინისტრს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაკავებისკენ მოუწოდებს.

ელზა პაპოშვილი
11.11.2016

 თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრი დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიისგან "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვენ. ისინი ხელისუფლებას 2014 წლის თვითმართველობის არჩევნების დროს, თბილისელებისთვის მიცემული დაპირების შესრულებას სთხოვენ და დავით ნარმანიას ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებამდე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.

თაკო მათეშვილი
11.11.2016

 პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დათბობას პროგნოზირებს და აცხადებს, რომ ამ პროცესში ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ეს ჩვენი ინტერსების ხარჯზე არ მოხდება და საქართველო რაიმე კუთხით არ დაზარალდება.

სალომე სარიშვილი
11.11.2016

 განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯლავას განცხადებით, შესაძლოა მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდებზე ბარიერი მოიხსნას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკოს მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა სხვა აქტივობებით ექნება.

მარი ჩიტაია
11.11.2016

 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოები, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. განათლების სფეროს ექსპერტების აზრით, უფასო წიგნებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვლება. მართალია, განათლების სამინისტრო ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა არსებობს არც თუ უსაფუძვლო მოსაზრება, რომ სახელმძღვანელოების გარკვეული კატეგორიის მოსწავლეებისთვის ფასიანი გახდება.

ნათია ლომიძე
11.11.2016

 2017 წლიდან სიგარეტი კიდევ გაძვირდება. მთავრობის გეგმის მიხედვით, ყოველ წელს ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის გადასახადი დაახლოებით 40 თეთრით უნდა გაიზარდოს, შესაბამისად, თამბაქოს პროდუქტი, 40-50 თეთრით გაძვირდება. აქედან გამომდინარე, ყველაზე იაფი სიგარეტის (სტანდარტული კოლოფის) ფასიც კი 2,5 ლარს გადააჭარბებს. ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან იმპორტიორები, რომლებიც მთავრობას საკუთარ გეგმას თავაზობენ. ისინი უფრო ნაკლები განაკვეთის დაწესებას მოითხოვენ.

მარი ჩიტაია
11.11.2016

 ლარის კურსი პანიკის ზღვარზეა. იმის ნაცვლად, რომ შემაკავებელი ღონისძიებები მიეღო და კატასტროფული ვარდნა შეეჩერებინა, ეროვნულმა ბანკმა 1,350 მილიარდი ლარი გაასესხა, რითაც რეფინანსირების აუქციონზე ისტორიული მაქსიმუმი დამყარდა. ფაქტია, რომ ბანკებს დოლარზე ნადირობა აქვთ გამოცხადებული და ბაზარზე არანორმალური მოთხოვნაა.

ნინო ომანაძე
11.11.2016

 უკვე რამდენიმე დღეა უკრაინული და რუსული მედია, აქტიურად განიხილავს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის და მისი შემდგომი პოლიტიკური მომავლის საკითხს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×